ლიგა 1 გასულ უქმეებზე შეუყვა გრძელ გზას, პირველი ტურის შემდეგ 6 გუნდია ქულათა მაქსიმუმით, მაგრამ ერთ მათგანზეც კი ვერ ვიტყვით, რომ ჩემპიონობისთვის ბრძოლა შეუძლია.

უილიამ დამპყრობელის საფლავთან

ლიგა 1 გასულ უქმეებზე შეუყვა გრძელ გზას, პირველი ტურის შემდეგ 6 გუნდია ქულათა მაქსიმუმით, მაგრამ ერთ მათგანზეც კი ვერ ვიტყვით, რომ ჩემპიონობისთვის ბრძოლა შეუძლია. შესაძლოა, გამონაკლისი "პარი სენ ჟერმენია", თუმცა პარიზელთა რეალურ ძალებზე მხოლოდ ერთი ტურით ვერ ვიმსჯელებთ. I ტურში წააგო მოქმედმა და ყოფილმა ჩემპიონმაც, "მარსელმა" და "ბორდომ", მხოლოდ ფრეს დასჯერდა "ლიონი". "მარსელს" და "ლიონს" II ტურშიც სერიოზული გამოცდა ელით...

საწყისი ტურის გმირი უდავოდ უმაღლეს დივიზიონში დაბრუნებული "კაენია", უილიამ დამპყრობელის ქალაქის გუნდმა I ტურში ჩემპიონი "მარსელი" დაიპყრო, "ველოდრომზე" 2:1 მოუგო. ხვალ კი "კაენი" ნორმანდიაში "ლიონს" მასპინძლობს, საფრანგეთის კიდევ ერთ გრანდს. 42 წლის ფრანკ დიუმას ფეხბურთელობისას "კაენის" გარდა, "მონაკოში", "მარსელსა" და "ნიუკასლში" უთამაშია, ახლა კი საფრანგეთის 1997 წლის ჩემპიონი ("მონაკოსთან" ერთად) ხუთი წელიწადია მშობლიურ "კაენს" წვრთნის, "კაენი" დიუმასთან ერთად დაემშვიდობა ლიგა 1-ს, მაგრამ შარშანდელ სეზონშივე დაუბრუნდა უძლიერესთა კოჰორტას. მიუხედავად იმისა, რომ "კაენი" ჯერ კიდევ 1913 წელს ჩამოყალიბდა უკვე არსებული ორი კლუბის შერწყმით, ისტორიის უდიდეს მანძილზე ის სამოყვარულო გუნდი იყო, ამიტომ "კაენი" 1992 წლის საფრანგეთის ჩემპიონატის მე-5 ადგილითა და 2005 წლის ლიგის თასის ფინალში გასვლით თუ დაიკვეხნის, ტიტულები კი მხოლოდ რეგიონული მასშტაბით აქვს მოპოვებული - ნორმანდიის ხუთგზისა და ქვემო ნორმანდიის 7-გზის ჩემპიონია, თუმცა ეს უკვე მეტისმეტად არასერიოზულია...

"კვირას სტადიონზე 20 ათასი გულშემატკივარი დაგვიჭერს მხარს, ეს დიდებულია. ჩვენ შევეცდებით "ლიონსაც" ისევე ვეთამაშოთ, როგორც ეს ჩემპიონის წინააღმდეგ შევძელით. რა თქმა უნდა, დიდი იქნება დაძაბულობა მოედანზე და ფანებიც პირველი მოგების შემდეგ წარმატებას ითხოვენ, მაგრამ პროფესიონალი ფეხბურთელი თუ ხარ, სწორედ ასეთ სიტუაციაში უნდა იყოჩაღო", - განუცხადა "კაენის" ოფიციალურ საიტს საფრანგეთის ახალგაზრდული ნაკრების წევრმა დამიენ მარკმა, რომელიც ნორმანდიულ გუნდში საყრდენ ნახევარმცველად თამაშობს.

სტატისტიკა "კაენის" ქომაგების მხარესაა - შინ, "ლიონის" წინააღმდეგ გუნდი 10 თამაშიდან მხოლოდ 2-ჯერ დამარცხდა. ჯერ ერთხელაც არ მომხდარა ამათ შეხვედრაში, რომ გუნდებს ერთზე მეტი გოლი გაეტანათ. ასე რომ, უხვგოლიანობას არც ხვალ არ უნდა ველოდოთ. "ველოდრომზე" გამარჯვების გოლი "კაენის" ფორვარდმა 23 წლის იუსეფ ელ-არაბიმ გაიტანა და მას შემდეგ მთელი საფრანგეთის ყურადღების ცენტრში მოექცა. გუშინ კაენში დაბადებულმა ფეხბურთელმა განაცხადა, რომ თუ ნაკრებში დაუძახებენ, ის უყოყმანოდ მაროკოს არჩევს (მისი მშობლები მაროკოელები არიან), რადგან მას "გული ასე კარნახობს".

ლიონელთა მთავარი მწვრთნელი კლოდ პუელი ბრაზილიელი ნახევარმველის ედერსონის გამოკლებას სწუხს - ედერსონს სასტიკად არ გაუმართლდა, ის მეცხრე ცაზე იყო სიხარულისგან, როცა პირველად დაუძახეს ბრაზილიის ნაკრებში, მაგრამ ნიუ ჯერსიში "ლიონის" ლეგიონერი ორი წუთის შესული იყო მოედანზე, როცა სერიოზული ტრავმა მიიღო და ახლა, ორშაბათს ოპერაციას იკეთებს. "ტრავმები და პრობლემები ისედაც თავზე საყრელი გვაქვს: ლისანდრო ლოპესი კვლავ მკურნალობს, ახალგაზრდა ლაკაზეტი შემდეგი კვირიდან განაახლებს ვარჯიშებს, დელგადოს თამაშის საკითხს კი უშუალოდ მატჩის დღეს გადავწყვეტ. "კაენს" შემთხვევით არ მოუგია მარსელში, ის აგრესიული, ყოჩაღი გუნდია, რომელიც დიდებულად იცაცს თავს და არც ბურთთან ურთიერთობაში დაეწუნება რამე. ერთი სიტყვით, რთული მეტოქეა", - განაცხადა კლოდ პუელმა.

ჩემპიონი "მარსელი" შოკისმომგვრელი მარცხის შემდეგ "ვალანსიენს" სტუმრობს, კლუბს, რომლის სახელთანაც სამხრეთელებს ცუდი ასოციაციები აქვთ, "მარსელი" ხომ "ვალანსიენთან" ჩაწყობილი თამაშის შემდეგ წავიდა ხელიდან და მხოლოდ გასულ სეზონში დაუბრუნდა ტიტულების მოგებას. დიდიე დეშამს, რომელიც "კაენთან" მარცხის შემდეგ გუნდის გადახალისებას ღიად მოითხოვდა ხელმძღვანელობისგან, პრობლემები დაუგროვდა - ვერ ითამაშებს ტრავმირებული სულეიმან დიავარა, საეჭვოა კიდევ ერთი მცველის, სტეფან მბიას თამაშიც, რომელსაც მუხლი აწუხებდა და პოლონეთში ეროვნული ნაკრების მატჩშიც არ მიუღია მონაწილეობა. თავად დეშამი თვლის, რომ კამერუნელმა, სჯობს, თამაშისგან თავი შეიკავოს. საეჭვოა გაბრიელ ჰაინცეს თამაშიც, რომელმაც დუბლინში არგენტინის ნაკრების შემადგენლობაში ითამაშა, ხოლო ბრაზილიელი ბრანდაო დისკვალიფიცირებულია.

მეტოქის ბანაკში გაურკვეველი სიტუაციაა მცველ მილან ბიზევაცთან დაკავშირებით. ბიზევაცი "პარი სენ ჟერმენში" გადადის, მაგრამ სურს ბოლოჯერ მოირგოს "ვალანსიენის" ფორმა ჩემპიონის წინააღმდეგ! ტრავმირებულნი არიან: რაფაელ შმიტცი, კარლოს სანჩესი და ჯონათან ლაკური.

დღეს

ბრესტი-ოსერი 21:00

ლორიანი-ნიცა 21:00

მონაკო-მონპელიე 21:00

ნანსი-რენი 21:00

სენტ ეტიენი-სოშო 21:00

ვალანსიენი-მარსელი 21:00

არლი-ლანსი 23:00

ხვალ

ბორდო-ტულუზი 19:00

კაენი-ლიონი 19:00

ლილი-პსჟ 23:00

ლელო

ლიგა 1-ში პსჟ-ის მორიგ შეხვედრას სავარაუდოდ, გადადებენ
ემანუელ პეტი: საფონოვი საიმედოა და ყოველთვის ითამაშებს
ფრანგულმა კლუბმა სექსისტური სკანდალის ფონზე სპორტული დირექტორი გაათავისუფლა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა