ესპანურმა Fútbol Fantasy-მ „ვილიარეალის“ თავდამსხმელის გიორგი მიქაუტაძის შესახებ კრიტიკული წერილი გამოაქვეყნა:

„ლიონისგან“ 30 მილიონ ევროდ შეძინილი მიქაუტაძის სტარტმა, რომლის ტრანსფერი კლუბის ისტორიაში ყველაზე ძვირად ღირებულია, მოლოდინი ვერ გაამართლა. „მეტროპოლიტანოზე“ „ატლეტიკოსთან“ 78 წუთი ითამაშა, ინგლისში „ტოტენჰემთან“ მთელი 90 წუთი, მაგრამ ქართველმა თავდამსხმელმა ჯერ ვერც კარისკენ და ვერც კარში ბურთის დარტყმა ვერ მოახერხა.

მისი ადაპტაცია მოსალოდნელზე ნელა მიმდინარეობს და მარსელინიო გარსია ტორალის გუნდს შეტევაში ძალა არ ჰყოფნის. ეტ ეუინგის წასვლის შემდეგ ვერ ქმნიან აშკარა საგოლე მომენტებს და საიმედო მოიერიშეთა არყოფნის პირობებში მიქაუტაძის შედეგიანობის იმედზე არიან. თუმცა, ფორვარდმა მიუხედავად საფრანგეთში გამორჩეული მიღწევებისა და საქართველოს ნაკრებში გადამწყვეტი როლისა (20 გოლი 37 მატჩში), ჯერ თავი საუკეთესოდ ვერ წარმოაჩინა.

ლა ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის მოთხოვნები ქართველს აკლიმატიზაციის დაჩქარებას აიძულებს. „ვილიარეალისთვის“ აუცილებელია მრავალმილიონიანი ინვესტიცია რაც შეიძლება მალე აისახოს შემტევ ფეხბურთსა და გოლებში. მოცემულ მომენტში ციფრები ცხადია - 168 წუთი და 0 დარტყმა“.

მარსელინიომ „ტოტენჰემთან“ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ მსაჯს მასპინძელთა ფეხბურთელებისთვის ორი წითელი ბარათი უნდა ეჩვენებინა, განსაკუთრებით აშკარა კი ეს მეორე ეპიზოდისას იყო, როდესაც მიკი ვე დე ვენმა მიქაუტაძე საჯარიმოს ხაზის წინ წააქცია.

თავად გიორგი შედეგით იმედგაცრებული დარჩა, მაგრამ შეცდომების გამოსწორების და უკეთესი მომავლის იმედი აქვს.

გონერი
არაუშავს, გიორგი, ასე იწყებოდა ადრეც, გაგრძელება კი ზღაპრული იქნება! ქართველები ბაზრებზე მუდამ ძვირად ფასობდნენ იმიტომ, რომ საბოლოოდ ამართლებდნენ მათზე გადახდილ თანხას...

თუ ბურთი არ მიეცით საჯარიმოში როგორ გაიტანს თქვე შობელძაღლებო!! ჰალანდიც რომ გეყიდათ!!

დღეს 17 სექტემბერია.გიორგი მიქაუტაძემ 7 სექტემბერს ითამაშა საქართველოს ნაკრებში და 8 სექტემბერს გამოცხადდებოდა ვილიარეალში,უცხო ქვეყანაში,უცხო ქალაქში,უცხო გუნდში და ადამიანებში.16 სექტემბერს მეცხრე დღე იყო,რაც გუნდში პირველად გაიცნეს და რა შეთამაშებაზეა ლაპარაკი?!მომდევნო თამაშში უკვე შეთამაშების ნიშნები გამოჩნდება,მეორე სანაკრებო პაუზის შემდეგ კი,დაახლოებით ერთ თვეში,ის სრულფასოვანი ვილიარეალელი ფეხბურთელი გახდება.ჟორჟს სწორედ,1-1,5 თვე სჭირდება ხოლმე,ახალ გუნდთან სრულფასოვნად შესაგუებლად.
ვასილიჩი
აცადეთ გუშინ გადმოვიდა თქვე კარგ ძაღლებო
სარუმანი
ძალიან მაინტერესრბს ამ ესპანური გამოცემის ექსპერტს,მართლა აქვს პრეტენზია საფეხბურთო ექსპერტობაზე?!..ყვითლებს ნახევარდაცვა საერთოდ არ უვარგათ,რგოლებს შორის კავშირი უსუსტესია,ბურთი ფორვარდამდე ვერ მიდის,ერთადერთი ფლანგის ფეხბურთელები თუ ირჯებიან ხეირიანად,შედარებით.მოინდომეს ჟორჟისგან"მარადონობა"ამისთანა არგუმენტს მოკლებული პუბლიკაცია კარგა ხანია არ წამიკითხავს!
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
"ვინ უნდა ჩაიბაროს "იუნაიტედი"? მათთან მიახლოებაც კი არავის მოუნდება" - ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
[VIDEO] მიქაუტაძემ ალისონს გაუტანა - "ლივერპულმა" "ვილიარეალს" თამაში შემოუტრიალა
საკუთარ გუნდში საუკეთესო - როგორი შეფასებები მიიღო გიორგი მიქაუტაძემ "ლივერპულთან" მატჩში?
მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "ვილიარეალმა" "ელჩეს" ვერ მოუგო
კვარაცხელია და იამალი ერთ ფლანგზე - მიქაუტაძე VS მამარდაშვილი
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
[VIDEO] მიქაუტაძის კოხტა გოლი - "ვილიარეალმა" "ნაპოლის" მოუგო
[VIDEO] გიორგი მიქაუტაძემ "ენფილდზე" "ლივერპულს" გაუტანა!