ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში პსჟ-მ საკუთარ მოედანზე „ატალანტა“ დაჯაბნა, 4:0 დაამარცხა და ტურნირი ისე დაიწყო, როგორც მოქმედ ჩემპიონს ეკადრება.

პარიზული გუნდის მწვრთნელმა ლუის ენრიკემ წინა მატჩში ტრავმირებული ხვიჩა კვარაცხელია სასტარტოში დააყენა და ქართველმა იმედები არ გაუცრუა. მასპინძლები თავიდანვე დაეუფლნენ უპირატესობას, დიდი ძალებით შეუტიეს და მარკინიოსმა დააწინაურა. შემდეგ შესანიშნავი შანსები მენდეშმა და ბარკოლამ ვერ გამოიყენეს, ჰაკიმის დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა, ბარკოლას გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა, 39-ე წუთზე კი ჩინებული დრიბლინგის შედეგად კარნეზეკის კარი შორიდან „კვარამ“ დალაშქრა. ბოლოს პსჟ-ს კიდევ ერთი დიდებული შანსი მიეცა, მაგრამ ბარკოლას პენალტი მეკარემ აუღო და პირველი ტაიმი 2:0 დასრულდა.

შესვენების მერე „პარი სენ ჟერმენის“ დომინირება გაგრძელდა, მენდეშმა ანგარიში გაზარდა და რადგან მატჩის ბედი გადაწყვეტილი იყო, ლუის ენრიკემ კვარაცხელია 75-ე წუთზე შეცვალა. კომპენსირებულ დროში რამუშმაც გაიტანა და პარიზელებმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს.

პსჟ ტურნირზე მომდევნო შეხვედრას 1-ელ ოქტომბერს გასვლაზე „ბარსელონასთან“ ჩაატარებს, ხოლო იქამდე ლიგა 1-ში „მარსელს“ და „ოსერს“ დაუპირისპირდება.

პარიზი. “პარკ დე პრენსი“

პსჟ - ატალანტა 4:0

გოლები: 1:0 მარკინიოსი (3), 2:0 კვარაცხელია (39), 3:0 მენდეში (51), 4:0 რამუში (90+1)

გამოუყენებელი პენალტი: ბარკოლა (44, პსჟ)

ბევრი წერდა,დარჩენილიყო ნაპოლიში,ლიდერი იქნებოდაო!ლიდერი აქაც არის და ტიტულებსაც იგებს.ნეაპოლში,ორი სამი კაცის(თუნდაც 5-6 ვთქვათ) კისერზე გადადიოდა მთელი თამაში,სხვები კი საგრძნობლად ჩამორჩებოდნენ კლასით და სათამაშო ინტელექტით.პსჟში ცენტრალური მცველებიც კი,ნაპოლის შემტევებზე უკეთესად მიდიან შეტევაში და გოლებიც გააქვთ.ჭკვიანი ფეხბურთელისათვის ასეთ გუნდში თამაში,სამოთხეში ყოფნის ტოლფასია,რადგან შენი ყოველი ჩანაფიქრი,პარტნიორს ესმის და შენც გესმის მისი ჩანაფიქრი.რაც მთავარია,მისი განხორციელებისათვის ტექნიკაც ჰკმარა და ფიზიკური მომზადებაც. ამ თამაშში სამიდან სამი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა,7 დან 6 ორთაბრძოლა მოიგო და 4 საკვანძო პასი გააკეთა.ნაპოლიში,ორჯე,სამჯერ მეტი დრიბლინგის მცდელობები ჰქონდა,პასებსაც აკეთებდა და ორთაბრძოლებიც მეტი უწევდა,მაგრამ მთელი გუნდი მას შეჰყურებდა და სარგებელი,მინიმალური იყო.ახლა აკეთებს იმას,რაც იმ მომენტში საჭიროა და ჩვეულებრივ,წარმატებითაც.რა თქმა უნდა მისთვის აქ თამაში, გაცილებით სასიამოვნო და ნაყოფიერი იქნება.ინტერს გაუტანა,ატალანტასაც გაუტანა!იტალიურ კლუბებს,განსაკუთრებულად ჟინით ეთამაშება,კვლავაც უმტკიცებს იტალიელებს,რომ დღევანდელი კვარა,იტალიაში მოთამაშეზე უკეთესი ვერსიაც კია და ეს არ დაივიწყონ.ალბათ სწორედ ამიტომ თამაშობდა ისე,თითქოს დიდი ხანია არ ეთამაშოს.მართლაც ერთი წელია,ატალანტასთან არ უთამაშია!

აქ წერდნენ, ერთი მუშა ბიჭიაო. კვარა არის ფეხბურთის ენციკლოპედიური განმარტება. ნიჭი, ფიზიკა,თამაშის სიყვარული, შრომა ესთეთიკა, ეთიკა და ა. შ. ღმერთმა სიკეთე მისცეს ულევი , საამაყო ფეხბურთელი და ქართველი კაცი.
RR
ხშირად მეც ვამსგავსებ მოძრაობებით დათოს.

წლევანდელი ატალანტა,ისედაც ვერ ბრწყინავს და ლუკმენის გარეშე,პსჟს დონის გუნდთან,მათი შანსები ძალიან დაბალი იყო.მეორე მხრივ,პსჟსაც აუცილებლად სჭირდებოდა გამარჯვება და ეს ძალიან დამაჯერებლად გააკეთეს.ბარსელომასთან მატჩს გაცილებით დიდი დატვირთა ექნება,რადგან ორივე ლიგის ფავორიტია,დაახლოებით მსგავსი სტილის ფეხბურთს თამაშობენ და ერთმანეთთან ბევრი რამე აქვთ დასამტკიცებელი.ეს ერთმანეთისთვის კბილის მოსინჯვასავით იქნება,გაზაფხულზე გადამწყვეტი თამაშების წინ და მაინც არა მგონია,ყველა კოზირი გამოამზეურონ ამ თამაშში.მიუხედავად ამისა,მაინც ძალიან მაგარი თამაშია მოსალოდნელი,ფეხბურთელების კლასიდან და სტილიდან გამომდინარე.რა თქმა უნდა ერთმანეთს არაფერს დაუთმობენ და უკვე აქედანვე ვტკბები,მოსალოდნელი სანახაობით.კააანფეტ!!! რაც შეეხება ჩვენ ნაკრებს,კარგი რომ არაფერი გველის,მაგას ფიცი და მტკიცი რად უნდა.უდიდესი დაწოლა იქნება ჩვენ კარზე და ფსიქოლოგიურადაც,ფიზიკურადაც,უმძიმესი მატჩი გველის,სადაც ფსიქოლოგიურ მდგრადობას,შესაძლოა უფრო დიდი მნიშვნელობაც კი ჰქონდეს.ყველასთან გააქვთ და ალბათ ჩვენც გაგვიტანენ,მაგრამ არ უნდა დავიშალოთ და ბოლომდე მობილიზებულებად დავრჩეთ,ანგარიშის მიუხედავად.გვახსოვდეს,რომ თურქებამდე ბურთების სხვაობაც გვჭირდება და არც უაზრო ყვითელი ბარათები უნდა დავიგროვოთ.თუ ეს შევძელით,თურქეთში ყველაფერი ჩვენს ხელში იქნება.ესპანეთთან ქულების აღება,არც ჩვენი და არც თურქების მონდომებაზე არ არის დამოკიდებული,რადგან კლასში სხვაობა,ძალიან საგრძნობია.ეს მხოლოდ ესპანელების მობილიზაციაზე იქნება დამოკიდებული და შესაძლოა რომელიმეს გაუმართლოს(ძნელი დასაჯერებელი კია) კიდეც.თურქებთან ევროპაზე და თბილისში თამაშებმაც გვიჩვენა,რომ ორივე გუნდის თავდასხმა,მეტოქის დაცვაზე ძლიერია.მომავალი მატჩის შედეგი,ნახევარდაცვის თამაშზე მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული,მაგრამ ამასთან ერთად,იმაზეც რომელი ნაკრების დაცვა უფრო ნაკლებ შეცდომებს დაუშვებს,მეკარესთან ერთად.კიტეიშვილი სავარაუდოდ დაგვიბრუნდება, საყრდენ ზონას საგრძნობლად გაგვიძლიერებს და დაცვიდან ბურთის ამოტანას გაგვიადვილებს და შეტევასაც უკეთესად დაეხმარება.ეგეც არის,თბილისში არც თურქებს უჩვენებიათ სრული სიმძლავრე,ჩვენმა დაცვამ სამი გოლი თითქმის თვითონვე მოიგონა და აღარ დასჭირდათ.ვფიქრობ თურქებს,გაცილებით მეტი დაწოლა შეუძლიათ და ამისთვისაც მზად უნდა ვიყოთ.ჩალხანოღლუ,ილდიზი და გიულერი,ძალიან მაგარ ფორმაში არიან.
წარმატებები
მის მოძრაობებში ყიფიანი ჩანს
რაბუ
სიამოვნებას ვიღებ როგორ ელეგანტურად ეპყრობა ბურთს ეს ბიჭი.
თემური
დიდი ხანია ხვიჩას ასე არ უთამაშია!თითქოს ავტომატურად ასრულებდა ყველა მოქმედებას და ეს მოქმედებები იყო იმ სიტუაციაში ყველაზე სწორი გადაწყვეტა! არ ვიცი თქვენ როგორ ფიქრობთ, მაგრამ პსჟ დღევანდელი დაცვით ვერ შეძლებს ლიგას განმეორებით ვერ მოიგებს!
ყოჩაღ
კარგია, მარა ბარსელონასთან თამაშში გამოჩნდება რეალობა. ჩვენც ესპანეთთან შერკინებამდე გვეცოდინება დაახლოებით რა გველის:))
გურულო
ყოჩაღ ბაბუ! ასე გააგრძელე!
დავით 67
ბრწყინვალე იყო დღეს ხვიჩა. ისე თამაშობდა, თითქოს დიდი ხანი არ ეთამაშოს! ყოჩაღ!
მეგრელი
მოკლედ ეს ატალანტა დაჭერილი ყავს კვარას ))))
ირაკლი ქუთაისელი
საწყალი ბერგამოელები ამის ხელში. გოუშრო სისხლი პირდაპირ
ვაჟა მასწავლებელი
ახლა მივხვდი როგორ ყვარებია კვარას ატალანტას 8 და 4 მცველის ექსკორტით კარისკენ მოძრაობა!
ვაჟა მასწავლებელი
მოუხდა კვარას აწეული "გეტრებით" თამაში! ისე ვერ გავიგე აქამდე რატომ არ უფრთხილდებოდა წვივებს. ეს გეტრები ცოტას მაინც იცავს ფეხებს. წარმატებები კვარას როგორც ჩაწეული ისევე აწეული გეტრებით!
რეზო
UEF-მ კვარა მატჩის MVP-დ დაასახელა!
მალხაზ ჯობავა
კარგი ხარ როგორც ბაჟა, შენ გენაცვალე კვარა!

the best team.
ქოჩორაშვილის დაბრუნება გადაიდო - "სევილიამ" "ოსასუნა" დაამარცხა
მეილიუს აღნიშვნა კვარაცხელიას სტილში - პსჟ-მ ლიდერების გარეშე მოუგო "ლიონს" და გალიდერდა
ტრეზეგე: კვარაცხელიას ყველაფერი აქვს, რათა მომავალში "ოქროს ბურთი" მოიგოს
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
კვლავ სერია A-ში - დანიელ მალდინი "კალიარის" ღირსებას დაიცავს
პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
ალაიბეგოვიჩი "იუვენტუსში" გადავიდა და დავითაშვილს "ატალანტასკენ" გზა ეხსნება
ტრეზეგე: კვარაცხელიას ყველაფერი აქვს, რათა მომავალში "ოქროს ბურთი" მოიგოს
მეილიუს აღნიშვნა კვარაცხელიას სტილში - პსჟ-მ ლიდერების გარეშე მოუგო "ლიონს" და გალიდერდა
კვარაცხელიას ყოფილი თანაგუნდელი "ატალანტაში" გაანათხოვრეს
"ოქროს ბურთის" "კვარას" ეკუთვნის - ეს მისთვის მეტისმეტად მცირე ნუგეში და აღდგენაში დახმარება იქნება" - ამბობს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი, რომელიც ფეხბურთელის დაბრუნების სავარაუდო დროს ასახელებს
"ატალანტამ" ალაიბეგოვიჩი ვერ შეიძინა და დავითაშვილის ტრანსფერზე გადაერთო
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
TMW: "ატალანტა" დავითაშვილის შეძენას ამ შემთხვევაში შეეცდება
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება