ხვიჩა კვარაცხელიას დასამტკიცებელი არაფერი აქვს, ან ვისთვისაც აქვს, ეს მისი პრობლემაა, მაგრამ "ატალანტასთან" ჩემპიონთა ლიგის მატჩში ნამდვილი ვარსკვლავი და უკვე ლიდერობის სრულყოფილი უნარების მქონე "კვარა" ვიხილეთ. მოდით, ულამაზეს გოლს ამ ყველაფრის დამტკიცებაში არ შევიყვანოთ, ეგ ისედაც ყველამ იხილა. მაშ, რა იყო სხვა, უფრო თუ არანაკლებ მნიშვნელოვანი?

ხვიჩა ამ მატჩს არასასურველი აურით შეხვდა. იყო ტრავმა რამდენიმე დღის წინ და ფორმაში შესვლის პრობლემა ამ და სხვა მიზეზებით. ამ ფონზე, კვარაცხელიამ უფრო მეტად მოინდომა დაემტკიცებინა თუნდაც ის, თავის ოპტიმალურ კონდიციებს რომ ეტაპობრივად დაუბრუნდა. ამ რანგის ფეხბურთელებს მცირე კრიზისიც თრგუნავს, მაგრამ "კვარა" უკვე ყველანაირ ემოციას მართავს და ის ნეგატივში კი არ გადაჰყავს, დადებითად აქცევს;

დემბელესა და დუეს არყოფნასა და ბარკოლას კარგი ფორმის პირობებში, თანაც მაშინ, როცა ხვიჩას საყვარელ მარცხენა ფლანგზე სწორედ ბრედლი თამაშობს, ქართველ ფეხბურთელს უნდოდა ეთქვა, რომ ისევ აქაა და რომ არა ის, პარიზელები ამ იდეალურ და სრულყოფილ გუნდს, რაც გასული სეზონის მეორე ნახევრიდან მოყოლებულია, ვერ შექმნიდნენ. ასეც გამოვიდა! ჩვენებური სწორედ შეტევის მთავარი მამოძრავებელი და შემოქმედი იყო. ფეხბურთელი, ვისაც დიდი განსხვავების შექმნა შეუძლია;

ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ იმ ფოტოს თუ ვნახავთ, სადაც მისი მოძრაობა გრაფიკულადაა გამოსახული, კარგად აღვიქვამთ, თუ რამდენი სამუშაო გასწია და მთელ მოედანს როგორ ფარავდა. "კვარამ" ისიც კიდევ ერთხელ გვაჩვენა, ბურთთან ურთიერთობა და შეტევების წამოწყება რა მარტივად გამოსდის. ესაა ლიდერობის უნარი, იყო იქ, სადაც გუნდს სჭირდება, დაეხმარო დაცვაში, აკონტროლო ტემპი ცენტრში და რამდენიმე ფეხბურთელის მარტივად გამკლავებით თანაგუნდელებს სივრცე შეუქმნა. როცა ისეთი დიდი გუნდის ხერხემალი ხარ, როგორიც დღევანდელი პსჟ-ია, ეს უკვე ბევრს ნიშნავს. კი, ლუის ენრიკეს მართლაც დიდებული ნახევარდაცვა ჰყავს, მაგრამ საქმე იმაშია, როცა შემტევს შეუძლია, ყველგან იყოს და ამით არც მთავარ საქმეს დააკლდეს;

ხვიჩამ ჩვენზე კარგად იცის, რომ მარცხენა ფლანგიდან, როცა ის მარჯვენა ფეხით შუაში შედის, იდეალურად თამაშობს, მაგრამ მწვრთნელის გადაწყვეტილებას, ძირითადად მარჯვნიდან შეუტიოს, იღებს როგორც მოცემულობას და ამ პოზიციაზეც ისეთ უნარებს იმუშავებს, მრავალფეროვანი გახდეს. ან რომც გაშიფრონ, ამით რა? კვარაცხელიას ყოველთვის შეუძლია, რამდენიმე მეურვე არ შეიმჩნიოს, განსაკუთრებით მაშინ, თუ ბურთის მიღების ეპიზოდში ოდნავი თავისუფლება იგრძნო. ის ბალანსი, რასაც ის ჰაკიმისთან ერთად ფლობს, სამაგალითოა - როგორ უნდა დააზღვიო შეტევაში წასული მცველი და როგორც გარემარბს როგორ გეხმარება როცა ფრთაზე ასეთი ფეხბურთელი გყავს;

თანაგუნდელებთან დამოკიდებულება - ეს საკითხიც უკვე მაღალ დონეზე ჩანდა. იყო ერთი-ორი ეპიზოდი, როცა "კვარამ" ხელები გაშალა, მაგრამ მეორე სეზონის სტარტზე უფრო საგრძნობია ხვიჩას როგორ სიამოვნებს ამ ბიჭებთან ერთად ბურთაობა.

რთულია, ასეთი აწეული თამაშით განაგრძო, სულ ასეთ შედევრს ვერ შექმნი, მუდმივად მოჭარბებული ენერგიაც ვერ გექნება, მაგრამ ხვიჩა კვარაცხელიამ თავისი სახე ასე შექმნა. ჰოდა კიდევ მეტია საჭირო, მეტი მრავალფეროვნება და ამოუხსნელობა. ჯერ ეს ფორმის პიკიც არაა, წარმოიდგინეთ წინ რა გველის, მაგრამ "კვარა" რომ საკუთარ თავზე მუშაობას ისე განაგრძობს, როგორც აქამდე და მიღწეულად არაფერს ჩათვლის, ზუსტად ვიცით.

გია
მაგარი შრომისმოყვარე და პროფესიონალია ეს ბიჭი, უკვე ბურთთან ერთად როგორ აჩქარებას აკეთებს და არა მარტო ეს მისი თამაში სულ უფრო მრავალფეროვანი ხდება. წარმატებები კვარა შენს გასავლელ (რომელიც დიდებული იქნება) გზაზე.
დავით
მოჩვენებები გჭირს? რას ნიშნავს არ გაუხარდათ?
100%
კიდევ ერთხელ ვიტყვი და აღარ მოგაწყენთ ამ საკითხზე. ხვიჩა არის გამარჯვების ფორმულა, სანამ დაიღლება, გუნდმა უნდა ითამაშოს ხვიჩაზე! გარკვეული დროის განმავლობაში დაისვენოს და შემდეგ, ისევ. არ მინდა დავიჯერო, მაგრამ ვიტყვი, ხვიჩას გოლი თითქოს არ გაუხარდათ, გარკვეულ მოთამაშეებს.
ჯელა
ალბათ ვერ .იხვდით 123-ს კომენტარს და მაგიტო აქვს ამდენი დისლაიქი.პსჟ-მა უბრალოდ გადაარჩინა ატალანტას და ეგ იგულისხმება ალბათ)))
Levani
იურიჩი:ბადრიჩმა მომიგო და რა ვქნა.
tngh
ხვიჩა შეუდარებელი იყო...
ჟორა
ბევრს ალბათ ვერც წარმოუდგენია ეს მოგება რა იყო გუნდისთვის და კვარასთვის. ამ მოგებით მათ უკან დატოვეს ყველანაირი გაუგებრობა რაც იყო არასრული მოსამზადებელი პერიოდის გაუვლელობით. კვარამ კი უნდა გაითვალისწინოს, რომ მოედნის კარგი ხედვა რჩეულების ხვედრია და თუ ყოველთვის ვერ ამჩნევე მის კარგ პოზიციაზე ყოფნას, სწორედ ამის ბრალია.
alexandre
ბუდაპეშტში, 30 მაისს.
123
რაგინდა მშვენიერ პორნოგრაფიას გვაყურებინეს გუნდებმა. დ
იკა
ზედიზედ მე_2 ლიგა უნდა მოიგოს პსჟ_მ და კვარამ. ფინალი სად ტარდება ვინმემ იცით?
Roma
ძალიან კარგი და ნაყოფიერი მატჩი ქონდა კვარას. ეს უკვე ნორმაა რასაც ყოველთვის ველოდები მისი თამაშიდან რადგან 2025-2026 წლების ოქროს ბურთი უნდა მოიგოს. აღარაა ხვიჩა ტალანტი რომ ვინმეს რამე დაუმტკიცოს. ხვიჩა უკვე ვარსკვლავია და უფრო მეტი მოეთხოვება ტიტულებთან მიმართებაში. აღარ მაქვს მის თამაშთან არანაირი პრეტენზია უკვე მისი თამაში დამოკიდებულია მის ჯამრთელობაზე (ღმერთო სულ ჯამრთელი გვიმყოფე). ახლა პირადი და გუნდური ტიტულების მოგროვების დროა.
წარმატება ჩვენ ბრილიანტის ბიჭს.
დიახ ჩვენც ეგ გვინდა რომ არ გაჩერდეს კვარა და უფრო საუკეთესო გახდეს ყოველ თამაშზე. ვიცით და ვხედავთ რაც შეუძლია კვარას, ამიტომ დრო და დრო კრიტიკას ზოგი ჩვენგანი რომ ვწერთ აქ. იყო თამაშები სადაც გამწვავებას თავს არიდებდა, თავის თავზე თამაშს არ იღებდა. მჯერ ამ სეზონს საუკეთესოდ ჩაატარებს კვარა. წინა სეზონი არ იყო ცუდი, მაგრამ ჩვენ ყველას მეტი გვინდა. ადაპტაცია უკვე გაიარა პსჟ-ში და ამ სეზონში უფრო დიდი მიზნების დროა. ჩემპიონთა ლიგა კარგია ძალიან, მაგრამ პერსონალურად უნდა გაიბრწყინოს კვარამ. ქართველი გულშემატკივრების ნატვრა კვარამ უნდა აგვიხდინოს, მას ეს შეუძლია. ჩვენ ყველას კვარა ოქროს ბურთით ხელშია ნატვრა. ნახევარი სეზონი რაც ჩაატარა პსჟ-ში ლაურიატობისათვის საკმარისი აღმოჩდა. ახლა მთელი სეზონი წინაა და ჰა ბურთი და ჰა მოედანი. წინ კვარა , ჩვენ ყველა ქართველი გულშემატკივარის გაბედნიერება მენახოს, კვარასთან ერთად.
[VIDEO] აკრძალვის მიუხედავად - საფონოვის ცოლმა ჩემპიონთა ლიგის ფინალზე რუსეთის დროშა მაინც შექმნა
[VIDEO] მბაპე მეძავის შვილია - სკანდირებდნენ პსჟ-ს გულშემატკივრები. კომენტარი ანრიმ გააკეთა
“კომო” ჩემპიონთან ლიგაზე საშინაო მატჩებს სხვა სტადიონზე გამართავს
"ბეშიქთაში", რომელსაც დავითაშვილს უკავშირებენ, იტალიანოს ჩააბარეს
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - აშშ
ანტმანი: თუ შანსებს ვერ იყენებ, ამით მეტოქე სარგებლობს
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა
BILD: აი, ასე დასცინოდა სლოტი "ლივერპულის" ახალწვეულებს
რუსი მწვრთნელი ვან დერ ვაარტს ფსიქიატრის დახმარებას დაჰპირდა
პალიკო ჯიმშელაძე ბორჯღალოსნებში ბრუნდება!
ანა ჯაფარიძე პარატაეკვონდოში რომის გრან პრის გამარჯვებულია
ვინგსმა ჰიუნდაი დაამარცხა და ფინალში ვსა-ს შეუწყვილდა | რა ხდება ასაკობრივ A ლიგებში?
"მე კი წავედი, მაგრამ მის ადგილას კარგად დავფიქრდებოდი" - კოულმა კალაფიორის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"კვარა", ნევეში, თუ ვიტინია? - პერესმა მომდევნო კვირას 150-მილიონიანი ტრანსფერი დაანონსა
"შავი ლომი" | "ტოიოტა ჩელენჯს" "აირლინკ პუმასით" ვიწყებთ
"განსაკუთრებული იყო" - კვარაცხელია გულშემატკივრებმაც საუკეთესოდ აღიარეს
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ
ოფიციალურად - "ლივერპული" ირაოლამ ჩაიბარა
U21 | აშშ V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ბრანსკოში
არც კოშტა და არც სვილარი - პსჟ იტალიელ მეკარეს დაიმატებს
[VIDEO] "ოქროს ბურთის" ხუთი ყველაზე დიდი უსამართლობა?
მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად
"კვარა", ნევეში, თუ ვიტინია? - პერესმა მომდევნო კვირას 150-მილიონიანი ტრანსფერი დაანონსა
[VIDEO] არშავინმა "კვარა" მეორეაო და თბილისში წაუცეკვა
დღეს - ასტონ ვილა VS პსჟ - ორბურთიანი უპირატესობით ბირმინგემში
გულისხმობა თუ არა კვარაცხელიას - The Telegraph-მა დაასახელა ფეხბურთელი, რომლის სანაცვლოდაც პერესი 150 მილიონს იხდის
ბარკოლა არსად მიდის, ბატრაკოვი გამოირიცხა - პსჟ-ის სატრანსფერო ფანჯარაზე ახალი გეგმები აქვს
"ხვიჩა პირველივე წუთებიდან ითამაშებს... მამარდაშვილს ვურჩევდი, რომ სხვა კლუბში გადავიდეს" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია
TEAMtalk The Telegraph-ის საპირისპიროდ - "რეალმა" კვარაცხელიას ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო!
Le Parisien: პსჟ-მ ბატრაკოვთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
არც კოშტა და არც სვილარი - პსჟ იტალიელ მეკარეს დაიმატებს
"განსაკუთრებული იყო" - კვარაცხელია გულშემატკივრებმაც საუკეთესოდ აღიარეს