ფრანგული მედია პსჟ-ს გარემარბის ხვიჩა კვარაცხელიას „ატალანტასთან“ ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის მატჩში თამაშით აღფრთოვანებულია და მასზე დიდ იმედებს ამყარებს.

„პარიზიენში“ ჟურნალისტი სტეფან ბიანკი წერს: „სეზონის განახლებისას კვარაცხელია ფორმაში და რიტმში არ იყო და აი, ტრავმის შემდეგ ვიხილეთ ენერგიული და ეფექტური. „ატალანტასთან“ მოგებულ შეხვედრაში საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. ქართველი ასეთი არასოდეს გვინახავს, პირველკლასელივით ბოლომდე აწეული გეტრებით. საკმარისი გახლდათ გამაშებები მისთვის ჩვეულზე მაღლა აეწია, რომ ჩემპიონთა ლიგის რეჟიმში გადაერთო და არავინ დარჩება უკმაყოფილო მისი იმიჯის ასეთი მოულოდნელი ცვლილებით. თითქოს ღილაკს ხელი დააჭირა, საჭირო მიმართულებით გადართო და ოთხშაბათ საღამოს პსჟ-ს ევროპული კამპანია თავისი მაგიით დაიწყო, ისევ ძველი „კვარა“ გახდა და „კვარადონა“ დაგვიბრუნდა“.

SO FOOT: „და აი, ისევ „კვარადონა“! დეზირე დუე და უსმან დემბელე ტრავმირებული არიან, ბრედლი ბარკოლა საუკეთესო ფორმაში ვერაა, მაგრამ რა აქვს პსჟ-ს სანერვიულო, როდესაც კვარაცხელია ჰყავს, რომელიც მუდმივად საფრთხეს უქნიდა ბერგამოელებს და ამოცანა შესანიშნავად შეასრულა.

ხვიჩას ასპარეზობა ბოლო მომენტამდე საეჭვო იყო, თუმცა აღდგენა მოასწრო და თავისი ჯადოქრობა კვლავ შემოგვთავაზა. დაპირისპირების დასაწყისში კარგი მოქმედებები შემოგვთავაზა (თითქმის ყველა საუცხოო და ასეთი იმდენი ვნახეთ), მერე კი „პარკ დე პრენსს“ სეზონის პირველი დიდი მატჩი აჩუქა, გატანჯა „ატალანტა“, რაც ჯერ კიდევ იტალიაში უყვარდა. ყოფილი ნეაპოლელი ყველგან შეგეძლოთ დაგენახათ: პრესინგისას, დრიბლინგისას, ბურთის ფლობისას, შეტევის წამოწყებისას, პარტნიორებისთვის გადაცემების გაკეთებისას, როგორც ეს იმ ეპიზოდში მოხდა, როდესაც მისი წამოწყებული იერიში ფაბიან რუისმა გააგრძელა და აშრაფ ჰაკიმიმ ბურთი ძელს გაარტყა.

კვარაცხელიას ჩამოსვლა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს რჩება გარდამტეხ მომენტად ლუის ენრიკეს არმადის ევოლუციაში. ვის შეუძლია ამტკიცოს, რომ დემბელეს შეეძლო ღერძის ასე მართვა ამ დამატების გარეშე? როგორ წარმოაჩენდა დუე სეზონის მეორე ნაწილში ასე თავს? თითქოს არც არაფერი არ მოხდა, „ატალანტას“ ოთხი გოლი გაუტანეს და პარიზული გუნდის საჭადრაკო დაფაზე № 7 გამოირჩეოდა.

სამი წლის წინ იტალიის სამხრეთის შეზანზარებით მთელი ევროპა შოკში ჩააგდო, რის შემდეგაც ეიფელის კოშკის ძირში „პარი სენ ჟერმენში“ ლუის ენრიკეს მხარდაჭერით სრულად შეძლო ინტეგრირება. ასევე არ უნდა დავიწყოთ მისი სტატისტიკის შესახებ, „მხოლოდ“ 9 გოლი აქვს გატანილი, რაც გასაკვირია? შესაძლოა, სწორედ ეს არ ჰყოფნის იმისათვის, რათა სრულად ჩაითვალოს თავდასხმის ნამდვილ ლიდერად, რასაც დედაქალაქში მისი ჩამოსვლის პირველივე დღიდან ელიან. ის ახალი მარგალიტია, კლასიკური და ეს სადავო აღარაა“.

დომინიკ სევერაკი (საფეხბურთო მიმომხილველი): „პსჟ-მ ევროსეზონი ამაღლებულ ნოტაზე დემბელეს და დუეს, მაგრამ „კვარასთან“ ერთად დაიწყო. ქართველი სტრატოსფერული იყო და გრანდიოზული გოლი გაიტანა“.

„მშვიდობით „ატალანტა“, - წერს „ტუტოსპორტი“ და თითქმის ყველა სხვა იტალიური გამოცემის მსგავსად საუკეთესოდ ხვიჩას ასახელებს.

21 სექტემბერს, ლიგა 1-ის მეხუთე ტურში პარიზული გუნდი უკვე ტრავმირებული ჟოაო ნევეშის გარეშე „მარსელს“ ესტუმრება, რასაც 27 სექტემბერს „ოსერთან“ საშინაო შეხვედრა და 1-ელ ოქტომბერს ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში „ბარსელონასთან“ დიდი ჯახი მოჰყვება და ახლა ყველა „კვარას“ მორიგი გაბრწყინების მოლოდინშია.

ემზარი
წარმატებები ხვიჩას და პსჟს, ყველგან და ყველაფერში!!! უფალმა დაგლოცოს და სულიერად გაგაძლიეროს ქართველო. ❤️🙏
ზზზზ
პენალტი ხვიჩას უნდა დაერტყა არ მეთანზმებით???
ჟორა
ამდენს რომ გირტყავენ გეტრი აიწიო კი არა, წვივის დამცავებიც უნდა ჩაიცვა. სწორედ იმ ნაკაწრებისგან იცავს გეტრი ჩემპიონატის ბოლო თამაშზე რომ მიიღო.
Levani
ამ სლოტმა რა გაცვია..კა თავისი ალისონით,ისევ ეგ დააყენა

არ ვიცი,გეტრების ჩაცმის იდეამდე თვითონ მივიდა თუ ექიმებმა უჩიეს,მაგრამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო და მივესალმები.ცხოვრება საუკეთესო მასწავლებელია.
SOS!!!
საქართველოს ნაკრებს დიდ ძალას შემატებდა ვაკო ყაზაიშვილი, რაც შეეხება საბა ლობჟანიძეს ის ნამდვილად არაა დასაკარგი ფეხბურთელი, მიეცით მეტი სათამაშო დრო. ჯანსაღი კონკურენცია გუნდს სასიკეთოდ წაადგება! საუკეთესო სურვილებით ქართული ფეხბურთის სტაჟიანი გულშემატკივარი.
პაატა
ძუნწი თანაგუნდელები არ ჰყოფნის, პასის მიცემა არ უნდათ 😉
ქოჩორაშვილის დაბრუნება გადაიდო - "სევილიამ" "ოსასუნა" დაამარცხა
მეილიუს აღნიშვნა კვარაცხელიას სტილში - პსჟ-მ ლიდერების გარეშე მოუგო "ლიონს" და გალიდერდა
ტრეზეგე: კვარაცხელიას ყველაფერი აქვს, რათა მომავალში "ოქროს ბურთი" მოიგოს
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
კვლავ სერია A-ში - დანიელ მალდინი "კალიარის" ღირსებას დაიცავს
პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
ალაიბეგოვიჩი "იუვენტუსში" გადავიდა და დავითაშვილს "ატალანტასკენ" გზა ეხსნება
ტრეზეგე: კვარაცხელიას ყველაფერი აქვს, რათა მომავალში "ოქროს ბურთი" მოიგოს
მეილიუს აღნიშვნა კვარაცხელიას სტილში - პსჟ-მ ლიდერების გარეშე მოუგო "ლიონს" და გალიდერდა
კვარაცხელიას ყოფილი თანაგუნდელი "ატალანტაში" გაანათხოვრეს
"ოქროს ბურთის" "კვარას" ეკუთვნის - ეს მისთვის მეტისმეტად მცირე ნუგეში და აღდგენაში დახმარება იქნება" - ამბობს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი, რომელიც ფეხბურთელის დაბრუნების სავარაუდო დროს ასახელებს
"ატალანტამ" ალაიბეგოვიჩი ვერ შეიძინა და დავითაშვილის ტრანსფერზე გადაერთო
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
TMW: "ატალანტა" დავითაშვილის შეძენას ამ შემთხვევაში შეეცდება
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება