საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინეთის ქალაქ ჩენგდუში მიმდინარე 250-ქულიანი ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა. საკვალიფიკაციო ეტაპის წარმატებით დაძლევის შემდეგ, ჩვენებურმა ჯერ ბრიტანელი ბილი ჰარისი, დღეს კი მერვედფინალში აშშ-ის წარმომადგენელი მაკენზი მაკდონალდი ორ სეტში 6-2, 7:6 დაამარცხა.

ქართველის ანგარიშზე 14 ეისი და 3 ორმაგი შეცდომა დაფიქსირდა. მან 2 ბრეიკი გააკეთა, საკუთარი ჩაწოდება კი არ დაუკარგავს. აღსანიშნავია, რომ ნიკოლოზი მაკდონალდს კარიერაში მეხუთედ დაუპირისპირდა და პირველად დაამარცხა.

ბასილაშვილმა ATP-ის LIVE რეიტინგში წინ უკვე წაიწია და მომდევნო კვირიდან 114-ე ადგილის ნაცვლად მინიმუმ 104-ე პოზიციაზე იქნება. თუ ის ტურნირის შემდეგ ფაზასაც დაძლევს და საერთოდ შეჯიბრს მოიგებს, მსოფლიოს 70 საუკეთესო ჩოგბურთელში შესვლა შეეძლება.

მეოთხედფინალში ნიკოლოზის მეტოქე იტალიელ ლორენცო მუსეტისა და ხორვატ დინო პრიზმიჩს შორის უკეთესი იქნება. შეხვედრა ხვალ გაიმართება.

დათო
ყოჩაღ ნიკოლოზ! გილოცავთ! წარმატებები მეოთხედფინალში!
ბასილაშვილი მეცის ჩელენჯერს ტრავმის გამო ჩაეხსნა
"ყველაზე სამწუხარო, შენი სასოწარკვეთის ეს დონეა" - ბასილაშვილის პასუხი იმ ადამიანს, რომელმაც გარიგებულ მატჩებში დაადანაშაულა
ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
ქართველი მსაჯები უეფას ახალგაზრდული ლიგის მატჩს მოემსახურებიან
"ჩოლო" უკვე რეკორდსმენია - სიმეონეომ ლა ლიგაში არაგონესი უკან ჩამოიტოვა
დოვბიკი ლა ლიგაში ბრუნდება და მხსნელად "ვალენსიას" უნდა მოევლინოს
საშობაო საჩუქარი - კარდინალე თავის ერთ-ერთ საყვარელ ფეხბურთელს კონტრაქტს უხანგლძრივებს და გაუმჯობესებულ გასამრჯელოსაც დაუნიშნავს
იამალი ბაქოში ვერ გაფრინდება
პსჟ საფონოვს კონტრაქტს გაუმჯობესებული პირობებით გაუგრძელებს
"რასინგი" ზაბირის ვერ გამოისყიდის - როგორია გულიაშვილის პერსპექტივა?
"ვიბრძვით იმისთვის, რომ გადავრჩეთ" - პოჩეტინომ "მანჩესტერ იუნაიტედის" მდგომარეობაზე ისაუბრა
"მისი მომავალი მნიშვნელოვანია, თუმცა..." - "ბაიერნის" დირექტორმა ახალგაზრდა ფეხბურთელზე ისაუბრა
ვართანოვი და თვაური სკოპიეში ჩრდილოეთ მაკედონიისა და კვიპროსის მატჩს მოემსახურებიან
ხვიჩა კვარაცხელიამ დაასახელა საუკეთესო თავდამსხმელი, ვის გვერდითაც უთამაშია
[VIDEOS] ბითაძის ჩხუბი NBA-ის ყოფილ ჩემპიონთან და "ორლანდოს" მარცხი "ვაშინგტონთან"
"ეს ამბავი ზედმეტად გაბუქდა. დაღესტანში ყოველდღე ჩხუბობენ. საქართველოში კი მერაბი სამარცხვინოდ მოიქცა" - ისლამ მახაჩევი
"ბრძოლის პირველივე წუთებში ჩემმა ძმამ მხარი ამოიგდო" - ილია თოფურია ალექსანდრეს მარცხს გამოეხმაურა
თბილისში გამომგზავრებამდე "ხეტაფე" საზონოვის გარეშე "ატლეტიკოსთან" დამარცხდა
ათენში ჩასულ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ლეგიონერები შეუერთდნენ
[VIDEO] კვერნაძის 62 წუთი - "ფროზინონე" "მილანთან" განადგურდა
[VIDEO] პოჩეტინოს კოშმარული დებიუტი - რა ეშველება "მანჩესტერ იუნაიტედს"?
ზაბირის ძალისხმევით "რასინგმა" "სოსიედადს" მოუგო - გულიაშვილი სათადარიგო იყო
სათადარიგო ჩაკვეტაძე და "უდინეზეს" ფრე "ბოლონიასთან"
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
"ყველაზე სამწუხარო, შენი სასოწარკვეთის ეს დონეა" - ბასილაშვილის პასუხი იმ ადამიანს, რომელმაც გარიგებულ მატჩებში დაადანაშაულა
ბასილაშვილი მეცის ჩელენჯერს ტრავმის გამო ჩაეხსნა
ასეულში დაბრუნების შემდეგ - ბასილაშვილი დღეს ვენაში ახალ ტურნირს იწყებს და დიდი შანსია, ალკარასს შეხვდეს
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო