საბერძნეთის დედაქალაქ ათენში საეთაშორისო ამხანაგურ ტურნირში ბელგიის ნაკრები იტალიასთან 71:74 დამარცხდა
გუშინ, 23 აგვისტოს საბერძნეთის დედაქალაქ ათენში დაიწყო საეთაშორისო ამხანაგური ტურნირი, რომელშიც იტალიისა და საბერძნეთის ნაკრებებთან ერთად ამერიკის სტუდენტური ლიგის გუნდი "ბრიგჰემ იანგი" და ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მომავალი მეტოქე ბულგარეთის ნაკრები გამოდიან.

24 აგვისტოს პირველი მატჩები გაიმართა და ჩვენ, რა თქმა უნდა, ბულგარელთა ამბავი გვაინტერესებს. როსენ ბარჩევსკის გუნდი იტალიის საკმაოდ მძლავრ ნაკრებს შეხვდა და დიდი წინააღმდეგობის გაწევის მიუხედავად საბოლოოდ მაინც დამარცხდა - 71:74.

იტალია თამაშობდა უძლიერესი შემადგენლობით: ანდრეა ბარნანი, მარკო ბელინელი, დანილო გალინარი - ეს NBA-ში გამოჩენილი კალათბურთელები იტალიელებს ხომ ჰყავდათ და გუნდში იყვნენ სტეფანო მანჩინელი, ლუიჯი დატომე და სხვა ცნობილი კალათბურთელები. ბულგარელებმა პირველი მეოთხედი 5 ქულით დათმეს, თუმცა მეორე 7-ით მოიგეს და დიდ შესვენებაზე ლიდერის როლში გავიდნენ - 42:40.

მესამე მეოთხედში იტალიამ ინიციატივა მოიპოვა და ათწუთეულის 18:9 მოგების შემდეგ 7 ქულით დაწინაურდა. მართალია, ბულგარელებმა ბოლო პერიოდში მოინდომეს და 4 ქულა გააბათილეს, თუმცა საბოლოოდ ისინი 71:74 დამარცხდნენ.

იტალიელებში ბარნანი და ბელინელი გამოირჩნენ, ხოლო ბულგარელთაგან ორმაგი დუბლი დეიან ივანოვმა დააგროვა - 17 ქულა, 10 მოხსნა. ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა დეიანის ტყუპისცალ კალოიან ივანოვს, რომელმაც 14 ქულა და 9 მოსნა დააგროვა.

25 აგვისტოს ბულგარელები მასპინძელ ბერძნებს შეხვდებიან.

"აკროპოლის" საერთაშორისო ტურნირი. ათენი. 23 აგვისტო

იტალია 74:71 ბულგარეთი

(21:16) - (19:26) - (18:9) - (16:20)

gbf.ge

ერტელს "ზენიტში" გადასვლა არ აპატიეს და საფრანგეთის ნაკრებიდან მოკვეთეს
გარდაიცვალა ერთ-ერთი საუკეთესო პოლონელი კალათბურთელი ადამ ვუიჩიკი
აღიარება ლეგენდისგან - ოთხგზის ოლიმპიური ჩემპიონი ჰომოსექსუალია
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს