დღეს, ჩინეთის დედაქალაქ პეკინში ქალთა შორის ფიგურულ ციგურაობაში მედლების კომპლექტი გათამაშდა და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ღირებულების ოლიმპიური ლიცენზიები ზამთრის 2026 წლის მილანის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის მისაღებად. საქართველოს ნაკრების წევრმა ანასტასია გუბანოვამ ტექნიკურად უშეცდომოდ, მაღალი კომპონენტური მაჩვენებლებით შეასრულა თავისუფალი პროგრამა, რომელიც თამამად შეიძლება ჩაითვალოს პროგრამის ერთ-ერთ საუკეთესო პრეზენტაციად მის კარიერაში.

ორი პროგრამის ჯამში 206,23 ქულით ანასტასია გუბანოვამ ვერცხლოს მედალი დაიმსახურა და საქართველოსთვის მოიპოვა კიდევ ერთი ოლიმპიური ლიცენზია. საქართველოს ნაკრებს უკვე ლიცენზიების სრული კომპლექტი აქვს ოთხივე კატეგორიაში, რაც მას უფლებას აძლევს 2026 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზოს ინდივიდუალური გამოსვლების ოთხივე კატეგორიაში. ამასთან, საქართველოს ნაკრების წევრების მიერ მოპოვებული ლიცენზიების რაოდენობისა და მსოფლიო გუნდური რეიტინგის გათვალსიწინებით, ჩვენი ნაკრები დიდი ალბათობით მოიპოვებს კიდევ ერთ საგზურს ოლიმპიადის გუნდურ ასპარეზობაში მონაწილეობის მისაღებად.

წყარო: Georgian Figure Skating Federation

ალინა ურუშაძე არ დამვიწყებია,უბრალოდ ის უკვე 21 წლისაა და ეს ასაკი,რამდენადაც მე ვიცი,საკმაოდ სოლიდურ ასაკად ითვლება,ფიგურულ ციგურაობაში.დღეისათვის ისიც სოლიდური ძალაა,საქართველოს ნაკრებისათვის.

თათარსტანის ღირსებას ვერ დაიცავს,რადგან დამოუკიდებელი სახელმწიფო არ არის.ვის ღირსებასაც იცავს,ძალიან კარგად იცავს და მუდამ წარმატებებსაც ვუსურვებ.მართლაც კარგი გოგოა და მის გვერდით,ახალგაზრდა ქართველი გოგოებიც ბევრს ისწავლიან.სამწუხარო მხოლოდ ისაა,რომ ამ სეზონის შემდეგ,დიდი სპორტიდან წასვლას აპირებს და მის გარეშე ძალიან გაგვიჭირდება გუნდური შეჯიბრებებისათვის საჭირო შედეგების მიღწევა.ორი წელი მაინც კიდევ რომ დარჩეს,თბილისის ყინულის დარბაზში აღზრდილი გოგოებიც წამოესწრებოდნენ და საკმაოდ მაღალ დონეს შევინარჩუნებდით.იმედი დავიტოვოთ,რომ 16 წლის ინგა გურგენიძე გაქაჩავს.ჯერ საკმაოდ პატარაა და საკმაოდ პერსპექტიულიც.რამდენიმე წელი,მაღალ დონეზე ასპარეზობასაც შესძლებს და კიდევ უფრო მაღალ დონეზე ასვლასაც.
ყურბან ბაირამოვი
ღუბაევა თათარსტანის ღირსებას უნდა იცავდეს.
ჟორა გაბრიჭიძე
ვულოცავ ქალბატონ ანასტასიას ორივე წარმატებას და დიდ წარმატებას ვუსურვებ ოლიმპიადაზე.
მეტელკინა-ბერულავას და დევისი-სმოლკინის წყვილების ვერცხლის მედლები ჩინეთის გრან პრიზე
გუბანოვას კარიერის საუკეთესო შედეგი და ოქროს მედლის შანსი ჩინეთის გრან პრიზე
საქართველოს ნაკრები ჩინეთის გრან პრიზე სრული შემადგენლობით ისპარეზებს
ქართველი მსაჯები უეფას ახალგაზრდული ლიგის მატჩს მოემსახურებიან
"ჩოლო" უკვე რეკორდსმენია - სიმეონეომ ლა ლიგაში არაგონესი უკან ჩამოიტოვა
დოვბიკი ლა ლიგაში ბრუნდება და მხსნელად "ვალენსიას" უნდა მოევლინოს
საშობაო საჩუქარი - კარდინალე თავის ერთ-ერთ საყვარელ ფეხბურთელს კონტრაქტს უხანგლძრივებს და გაუმჯობესებულ გასამრჯელოსაც დაუნიშნავს
იამალი ბაქოში ვერ გაფრინდება
პსჟ საფონოვს კონტრაქტს გაუმჯობესებული პირობებით გაუგრძელებს
"რასინგი" ზაბირის ვერ გამოისყიდის - როგორია გულიაშვილის პერსპექტივა?
"ვიბრძვით იმისთვის, რომ გადავრჩეთ" - პოჩეტინომ "მანჩესტერ იუნაიტედის" მდგომარეობაზე ისაუბრა
"მისი მომავალი მნიშვნელოვანია, თუმცა..." - "ბაიერნის" დირექტორმა ახალგაზრდა ფეხბურთელზე ისაუბრა
ვართანოვი და თვაური სკოპიეში ჩრდილოეთ მაკედონიისა და კვიპროსის მატჩს მოემსახურებიან
ხვიჩა კვარაცხელიამ დაასახელა საუკეთესო თავდამსხმელი, ვის გვერდითაც უთამაშია
[VIDEOS] ბითაძის ჩხუბი NBA-ის ყოფილ ჩემპიონთან და "ორლანდოს" მარცხი "ვაშინგტონთან"
"ეს ამბავი ზედმეტად გაბუქდა. დაღესტანში ყოველდღე ჩხუბობენ. საქართველოში კი მერაბი სამარცხვინოდ მოიქცა" - ისლამ მახაჩევი
"ბრძოლის პირველივე წუთებში ჩემმა ძმამ მხარი ამოიგდო" - ილია თოფურია ალექსანდრეს მარცხს გამოეხმაურა
თბილისში გამომგზავრებამდე "ხეტაფე" საზონოვის გარეშე "ატლეტიკოსთან" დამარცხდა
ათენში ჩასულ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ლეგიონერები შეუერთდნენ
[VIDEO] კვერნაძის 62 წუთი - "ფროზინონე" "მილანთან" განადგურდა
[VIDEO] პოჩეტინოს კოშმარული დებიუტი - რა ეშველება "მანჩესტერ იუნაიტედს"?
ზაბირის ძალისხმევით "რასინგმა" "სოსიედადს" მოუგო - გულიაშვილი სათადარიგო იყო
სათადარიგო ჩაკვეტაძე და "უდინეზეს" ფრე "ბოლონიასთან"
გუბანოვას კარიერის საუკეთესო შედეგი და ოქროს მედლის შანსი ჩინეთის გრან პრიზე
მსოფლიო ჩემპიონატზე გუბანოვამ ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები სრული შემადგენლობით იასპარეზებს
გუბანოვამ მსოფლიოს ჩემპიონატზე მეათე ადგილი დაიკავა
მეტელკინა-ბერულავას და დევისი-სმოლკინის წყვილების ვერცხლის მედლები ჩინეთის გრან პრიზე