გიორგი მიქაუტაძე "სევილიასთან" გასვლითი მატჩის 69-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე და მისი ჩინებული დრიბლინგისა და პასის შედეგად მანორ სოლომონმა გამარჯვების გოლი გაიტანა.

მისი თამაშით ესპანელი გულშემატკივრები აღფრთოვანებულები არიან და ქართველი ფორვარდის თამაშს სოციალური ქსელის საშუალებით ეხმაურებიან.

"მიქაუტაძე განსაკუთრებული ფეხბურთელია. მოწინააღმდეგე გუნდის დაცვას უბრალოდ აგიჟებს, მას ბურთთან ელიტური შეხება აქვს, "ვილიარეალს" კი ტოპ ფორვარდი ჰყავს.

"გიორგი მიქაუტაძე დაუჯერებელია. წარმოუდგენელი ფეხბურთელია, რომელიც უფრო და უფრო უკეთესი ხდება. "ვილიარეალს" უკვე ორჯერ დაეხმარა.

"მიქაუტაძე რა ფეხბურთელია! "ვილიარეალს" ეტა-ეიონგი უნდა შეენარჩუნებინა, მათ საოცარი კავშირი ექნებოდათ".

გამოიწერე ჩვენი ფეისბუქ გვერდი და არ გამოტოვო მთავარი სპორტული სიახლეები - https://www.facebook.com/sportnewsoftheworld

"ვილიარეალმა" პრიმერაზე ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა, 13 ქულით მესამე ადგილზეა და 27 სექტემბერს "ატლეტიკს" უმასპინძლებს.

nedved
პასებს საერთოდ არ არიგებენ ამ გუნდში, მოკლედ ერთი ჟორჟმა გააკეთა თორე, ყველა ეგრევე კარში ურტყამს პატარა შანსი როგორც კი მიეცემათ. ამ პეპეს კიდე თავი დროგბა გონია ყველა მხრიდან ურტყამს. იმედია მწვრთნელი მისცემს მითითებებს, 2 მომენტი იყო როცა ჟორჟზე პასი გოლი იყო და არცერთმა არ გააკეთა, ვინც უყურა დამეთანხმება რო ცოტა გამართლება და 2-2 ხდებოდა ეგ ტამაში
ufrosi - informacia chakves shesaxeb
https://www.instagram.com/p/DO-5hXQicM9/

თავისებიც ბევრი ჰყავთ,თორემ ნაღდს ამბობ.
tngh
არ შეგშვენის "ბოღმით" წერა... ვაჟა მასწ.
უფროსი
ესეც დაამატეთ. https://x.com/edu_cvf/status/1970605858057773294
სირბილის სწავლების ცენტრი
დრიბლინგის და საგოლე პასის ხარისხი ნებისმიერი მსოფლიო დონის გუნდს დაამშვენებდა - მადლობა ყველას, ვინც გიორგი მიქაუტაძეს განვითარებაში ეხმარება!
Unagi
ჩაქრი შენ ვაჟა მასწ :)))))))) ცირკი ხარ :))))
ვაჟა მასწავლებელი
ბოდიში, ცისკრის ვარსკვლავებში ზურიკო დავითაშვილის მოხსენიება გამომრჩა. არა უშავს, იმედია ზურიკო თავისი თამაშით დაგვიმტკიცებს, რომ მისი მოხსენიება აღარ უნდა დაგვავიწყდეს!
art
შეიძლება ვინმემ გადაჭარბებულ შეფასებად ჩამითვალოს, მაგრამ ჩემი აზრით მიქაუტაძე ბარსელონას შესანიშნავად შეეწყობოდა, მათი ტიპის ფეხბურთელია. თან ხარისხს სწრაფად უმატებს. მთავარია ასე გააგრძელოს, და ტრავმებმა ხელი არ შეუშალოს და დარწმუნებული ვარ, რომელიმე გრანდი გაისად უკვე სერიოზულად დაინტერესდება. თუმცა, ვიმეორებ, თავისის სტილით ის ბარსელონაა.
ვაჟა მასწავლებელი
ცხონებულმა ნოდარ ახალკაცმა თავის დროზე თურქეთში თბილისის დინამოს ამხანაგურ მატჩების სერიის ჩასატარებელ მიწვევაზე უარი განაცხადა იმ მოტივით, რომ თურქული ფეხბურთის დონე დაბალია და დინამოს ფეხბურთელები "დაჩლუნგდებიანო", ახლა კი თურქული ნაკრების "გვეშინია" და "მუხლების კანკალით" კარში დასარტყმელ ბურთებს ჩვენი მცველები თვითონ უგორებენ! ნაკრები, რომელსაც კვარას, ჟორჟის, ჩაკვეს (ისე ჩვენში დარჩეს და ინტერესდება ვინმე მისი რეაბილიტაცია როგორ მიდის? - ჩვენც გაგვაგებინეთ), ქოჩორას, კიტეს, "ჯაპანელი ყაძახის", მამარდას და სხვა ცისკრის ვარსკვლავებივით ამომავალი ახალგაზრდა ფეხბურთელები ყავს თუ თურქებს ვერ აჯობებს - 21 საუკუნის უდიდესი ქართული ბოროტება იქნება! - გაიგოს გამგებმა. თუ არა და "ელიავას ბაზრობაზე საღებავების გამყიდველები აკლიათო" ხმა გავრცელდა და იმ საჭირო საქმიანობას მაინც მოჰკიდონ ხელი!!!
Unagi
მომავალში თქვენი ვარაუდები კიდე გაგვიზიარეთ ხოლმე :)))
გიგო პაპა
იუვე, რეალი, მანჩესტერ სიტი ერთი თვის განმავლობაში. გაუჭირდება ჟორჟს თავის გამოჩენა, მით უმეტეს რომ პასებს არ აძლევენ თანაგუნდელები. თუ მოახერხა და ამათ გაუტანა, აი მერე კი აიწყვეტს ლა ლიგაში. მართლა გოლების მანქანად გადაიქცევა. წარმატებები!!! მშვენიერ ფორმაშია სანაკრებო მატჩების წინ.

ვვარაუდობდი,რომ სევილია,ვილიარეალთან წაგებების სერიას კიდევ ერთს აღარ დაუმატებდა.საქმეც აქეთკენ მიდიოდა,ყველაფერი იღონეს საამისოდ,მაგრამ გამოვიდა გიო და ჩემი პროგნოზიც ყირაზე დააყენა.უკვე ფაქტია,რომ სოლომონთან მშვენიერი დუეტი ჩამოუყალიბდა და უკვე მეორე თამაშია მათ დუეტს გოლი გააქვს.პეპე ეტყობა როგორც მასპინძელი,თავს მათზე მაღლა აყენებს და ამ თამაშშიც მათ არ იმჩნევდა.ჯერჯერობით იგებენ და ამაზე ბევრს არ ეუბნებიან,მაგრამ როგორც კი ქულებს დაკარგავენ,მის მიმართ დამოკიდებულება გამკაცრდება.არ შეიძლება პირადულის გუნდის ინტერესებზე წინ დაყენება,როდესაც მატჩის ბედი გადაწყვეტილი არ არის.მით უფრო მაშინ,როცა ამის შედეგი უარყოფითია და მომენტებს აფუჭებ.
[VIDEO] საბა ლობჟანიძის ულამაზესი გოლი MLS-ში
"ყოველი თამაშის წინ ღმერთს ვთხოვდი მოედანი ჯანმრთელად დამეტოვებინა, მაგრამ ამაოდ" - ხვიჩა კვარაცხელიამ ტრავმის შემდეგ პირველი განცხადება გააკეთა
"კვარავაჯოს" გზა ოქროს ბურთამდე: თანამედროვე ქართული ზღაპარი
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"ეს უსამართლობაა...! ხვიჩა, ძმაო, მიყვარხარ და გამაგრდი!" - მიქაუტაძე "ოქროს ბურთზე" და ხვიჩას ტრავმაზე L'Equipe-თან ინტერვიუში
მიქაუტაძე: მწვრთნელს უნდა დავუმტკიცო, რომ ცდება
[VIDEO] მიქაუტაძის 84 წუთი და სათადარიგო საზონოვი - "ვილიარეალმა" "ხეტაფეს" სძლია
მიქაუტაძე შეცვლაზე და პსჟ-სთან გაბითურებული "ვილიარეალი"
გიორგი "კვარას" გარეშე დარჩენილი პსჟ-ის წინააღმდეგ - ჩვენი მეტოქე "კოპენჰაგენი"
"დიდ გუნდში სათამაშოდ მზად ვარ" - მიქაუტაძემ მის მიმართ "ბარსელონას" ინტერესზე ისაუბრა და გაამხილა, რომელ კლუბს ქომაგობს
[VIDEO] რა აზრი აქვს, ვინ ითამაშებსო... - პსჟ-მა "ვილიარეალს" კაპიტულაცია გამოაცხადებინა
პსჟ-მა "ვილიარეალის" განადგურებით ჩემპიონთა ლიგაზე 2 რეკორდი დაამყარა