კრისტიან ჰორნერი ფორმულა 1-ის გუნდ "რედ ბულისგან" 80 მილიონ ფუნტამდე კომპენსაციას მიიღებს. ინფორმაციას TheGuardian-ი ავრცელებს. მოგეხსენებათ, 18 თვიანი დაძაბული პერიოდის შემდეგ, ინგლისელი ოპერაციული მოვალეობისგან გუნდმა ბრიტანეთის გრანპრის შემდეგ გაათავისუფლა.

ორშაბათს, 22 სექტემბერს, ერთობლივი განცხადების შემდეგ, 20 წლიანი თანამშრომლობა ოფიციალურად დასრულდა. მოგეხსენებათ, ჰორნერს კონტრაქტი 2030 წლამდე აკავშირებდა, რის გამოც სოლიდურ კომპენსაციას მიიღებს, რაც დაახლოებით 80 მილიონ ფუნტს შეადგენს. კრისტიანის შემცვლელად ლორან მეკისი დასახელდა, ამ უკანასკნელის ხელმძღვანელობით გუნდმა მიმდინარე სეზონში მეორე გამარჯვება მოიპოვა.

ორი სიტყვით ჰორნერის ავსტრიულ გუნდში კარიერასაც შევეხოთ. მისი ხელმძღვანელობით ინდივიდუალურ ჩათვლაში 8 გამარჯვება მოიპოვეს, 4-ჯერ სებასტიან ფეტელმა, ამდენჯერვე მაქს ფერსტაპენმა, კონსტრუქტორთა ჩათვლაში კი პირველობა - 6-ჯერ.

საინტერესოა, რამ გამოიწვია მსგავსი შედეგის მქონე სპეციალისტის გაშვება? 2024 წელს გუნდის ერთ-ერთმა თანამშრომელმა ჰორნერი არასათანადო და არაკეთილსინდიერ ქცევაში დაადანაშაულა, გამოძიებამ ბრიტანელი გაამართლა, თუმცა სკანდალმა გუნდში დაძაბულობა გამოიწვია, ამას რამდენიმე მნიშვნელოვანი ფიგურის გუნდიდან წასვლა მოჰყვა, მათ შორის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი ადრიან ნიუი კონკურენტ "ასტონ მარტინში" გადაბარგდა, სწორედ ეს უკანასკნელი აწყობდა ლეგენდარულ ბოლიდებს. მიუხედავად არეულობისა, მაქს ფერსტაპენმა ჩემპიონობა მაინც გაიფორმა, თუმცა მანქანამ სისწრაფე დაკარგა, ამის ფაქტის გამო კრისტიანი იოს ფერსტაპენს, მაქსის მამას დაუპირისპირდა, მეტიც, მისი განთავისუფლება მოითხოვა. "რედ ბულის" ხელმძღვანელობამ ნიდერლანდელი ჩემპიონის დაკარგვის შიშის და გამო ჰორნერი გუნდიდან გაუშვა.

ფორმულა 1-თან დაახლოებული მედიის ცნობით, ბრიტანელს სპორტში დაბრუნება უკვე მომავალ წელს შეეძლება, თუმცა თავად ავსტრიელები ამას არ ადასტურებენ. ზოგადად, მსგავსი კალიბრის სპეციალისტის საკუთარ რიგებში ხილვა ყველას სურს, იყო ჭორები პოტენციურად "ფერარიში" გადასვლაზე, თუმცა იტალიელებმა არჩევანი ამჟამინდელ ხელმძღვანელზე, ფრედ ვასერზე შეაჩერეს და კონტრაქტიც გაახანგრძლივეს, რამდენად სწორი იყო ამას დრო გვიჩვენებს.

"რედ ბულის" ხელმძღვანელობა ჩემთვის დიდი პატივი და პრივილეგია იყო. 2005 წელს, როცა ვიწყებდით, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ამ გზას გავივლიდით. ვიგებდით ტიტულებს, რბოლებს და ვაგროვებდით უამრავ მოგონებას. ვამაყობ და ეს ყველაფერი თან გამყვება" - განაცხადა კრისტიან ჰორნერმა.

Netflix-ი შუმახერის 1994 წლის ჩემპიონობაზე დოკუმენტურ ფილმს უშვებს
ჭორები გაქარწყლდა - ვერსტაპენი რედ ბულში 2030 წლამდე დარჩება
ლანდო ნორისი ფორმულა 1-ის 2025 წლის სეზონის ჩემპიონია
17-წლამდე ნაკრების შემადგენლობა შესარჩევი ციკლის მატჩებისთვის
16-წლამდე ნაკრები რუმინეთს უმასპინძლებს
წელს ვეღარ ითამაშებს - ლაკრუას ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა
სარფიანი კონტრაქტი შესთავაზეს - "ფენერბაჰჩე" მენდილიბარს იწვევს
კვერნაძე და კიდევ 2 სხვა - "რომა" ზაფხულში არჩევანს 3 ფეხბურთელს შორის გააკეთებს
პსჟ-სთან მატჩამდე - მიქაუტაძის და "ვილიარეალის" გამოუყენებელი შანსები და მარცხი "ესპანიოლთან"
ქართული ხელბურთის 70 წლის იუბილე და საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა
პულიშიჩმა "მილანთან" კონტრაქტი გააგრძელა
აფრიკის თასი კვლავაც ყოველ 2 წელიწადში გაიმართება
იკარდი შეშლილივით ვარჯიშობს და ახალი კლუბის ვარიანტს ელის
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო
კვერნაძის დასამატებლად ნადირობა იწყება - ქართველს ახალი მსურველები ჰყავს
[VIDEO] "მასზე ყველაფერი არასწორი აღმოჩნდა" - მამარდაშვილის ხუმრობა "ჩელსისთან" მატჩის შემდეგ, რასაც დიდი მხიარულება მოჰყვა
კომპანიმ საავადმყოფოდან გამოწერეს, მაგრამ ჯერჯერობით სამუშაოს ვერ დაუბრუნდება
თუ ყოფილ გუნდთან დამარცხდება - სპალეტის სამსახური შესაძლოა, "ნაპოლიმ" დააკარგვინოს
"ყაზახეთის ლიგა საქართველოზე ძლიერი სწორედ ამიტომაა" - იონსენმა "ორდაბასიში" სასწაული მოახდინა და ჩვენს ჩემპიონატზე ისაუბრა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ლეგენდა მშობლიურ გუნდს უბრუნდება? - მესიმ შესაძლოა, კლუბი შეიცვალოს
"არარაობა სლუცკი და ბეჰემოთი ღურწკაია" - საფეხბურთო აგენტმა სლუცკის დასცინა და კითხვა დაუსვა, როგორ მოახერხა ქვედა ლიგაში გავარდნა, როდესაც გუნდში ხვიჩა ჰყავდა?
"ტორპედომ" და არაბიძემ კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყვიტეს