უეინ რუნიმ ჰარი კეინი ინგლისის ისტორიაში საუკეთესო თავდამსხმელად დაასახელა.

"ჰარი ჭკვიანი ბიჭია. ყოველთვის იცოდა, რომ ყველაზე სწრაფი არ ყოფილა, თუმცა ვფიქრობ, ახლა სისწრაფე ცოტა კიდევ დაკარგა. გასულ სეზონში "ბაიერნისთვის" ძალიან ბევრი გოლი გაიტანა, ნამდვილი გოლეადორია, ცივსისხლიანია, მაგრამ ამავდროულად ძალიან ჭკვიანი.

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატს ვუყურე, კეინი "რეკორდმაისტერის" შემადგენლობაში ძველი დროის "რომას" ლეგენდას, ფრანჩესკო ტოტის მაგონებდა. ხშირად ჩამოდიოდა უკან, თანაგუნდელებს წინ უშვებდა, შემდეგ კი ნელ-ნელა მეთოდურად ერთვებოდა შეტევაში და სასურველ მომენტში საჯარიმოშიც აღმოჩნდებოდა. კი, სისწრაფე არაა მისი მთავარი იარაღი, მაგრამ ის ყოველთვის იქაა, სადაც გოლის გატანაა საჭირო.

ინგლისის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი ჰარი კეინი გახლავთ, 109 მატჩში 74 გოლი აქვს გატანილი. რაც შეეხება უეინს, ექს "მანჩესტერელმა" 120 შეხვედრაში 53-ჯერ გამოიჩინა თავი.

რაც შეეხება კეინის გასული სეზონის სტატისტიკას, ბუნდესლიგის 31 მატჩიდან ინგლისელმა 26 გოლი გაიტანა და 8 ასისტიც ჩაიწერა აქტივში.

ძალიან დიდი უსამართლობაა ძველი დროს და ახლანდელი ბომბარდირების შედარება.თამაშგარეს მაშინდელი წესებით,გაცილებით ძნელი იყო,გოლის გატანა,ვიდრე დღეს არის.ამის დავიწყება არ შეიძლება.პელეს 1000 გოლი და დღევანდელი 1000 გოლი,ძალიან განსხვავდება,ერთმანეთისაგან.თამაშგარეს წესი,სწორედ შედეგიანობის ამაღლების მიზნით შეიცვალა და გაიზარდა კიდეც.
პეტუხი კრიშტიანუ
ნამდვილად,ვეთანხმები ლოტოს კოჭივით ჩამრგვალებულ რუნის,საცოდაობაა კეინს რომ არ ექნება ოქროს ბურთი მოგებული და ჩოყლაყ დემბელეს რომ მოაგებინეს!
შონ დაიჩი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი ძაღლმა დაკბინა და 50-ზე მეტი ნაკერი დაადეს
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
პულიშიჩმა "მილანთან" კონტრაქტი გააგრძელა
აფრიკის თასი კვლავაც ყოველ 2 წელიწადში გაიმართება
იკარდი შეშლილივით ვარჯიშობს და ახალი კლუბის ვარიანტს ელის
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო
ქოჩორაშვილის 67 წუთი - "სევილია" თასის მომდევნო ეტაპზე გავიდა
საზონოვი შეცვალეს - "ხეტაფემ" თასზე თამაში შემოატრიალა
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
სპალეტი შეიძლება გადააყენონ
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
კვარაცხელიას დოჰას კლინიკაში პსჟ-ს პრეზიდენტი ეწვია
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
"რეალში" გადასვლით დიდი შეცდომა დაუშვა და "ლივერპულში" უნდა დაბრუნდეს - კარაგერმა არნოლდზე ისაუბრა
"კონტე უნდა მოვიდეს და ყველაფერი თავდაყირა დააყენოს" - სქოულზმა "იუნაიტედს" იტალიელის დანიშვნისკენ მოუწოდა
"მისი წყენინება არ მიცდია" - ტიერი ანრიმ იამალთან დაკავშირებულ ხუმრობაზე ისაუბრა
"მე "ოქროს ბურთს" კვარაცხელიას გადავცემდი" - ტონი კროოსმა ქართველზე კიდევ ერთხელ ისაუბრა
[VIDEO] საბა ლობჟანიძის ულამაზესი გოლი MLS-ში
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
[VIDEO] დონჩიჩის გარეშე და სანდროს გაზრდილი დრო - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" მარტივად დაამარცხა
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ