მაქს ფერსტაპენი GT3 კლასის ავტომობილით პირველად იასპარეზებს.

27 სექტემბერს, გერმანიაში, ნურბურგრინგის ტრასაზე (Nordchleife სახელწოდების ტრეკზე) NLS სერიის 4 საათიანი რბოლა გაიმართება, სადაც ჰოლანდიელი ფერარის 296 GT3 მოდელით გამოვა. მანქანის შეფერილობა, რა თქმა უნდა, Red Bull-ისა და ფერსტაპენის იდეით იქნება, ნიდერლანდელის პარტნიორი კი კრის ლალჰამი იქნება.

მოგეხსენებათ, მაქსისთვის ეს ტრასა უცხო არ არის, რამდენიმე კვირის წინ GT4-ის კლასში გამოვიდა და სპეციალური ლიცენზიაც მოიპოვა, რაც GT3-ის კალიბრშიც აძლევს თავის გამოჩენის საშუალებას.

2 სიტყვით ფორმულა 1-საც რომ შევეხოთ, 4 გზის მსოფლიოს ჩემპიონი უკვე აღიარებულია თანამედროვე და არამხოლოდ ახლანდელი ეპოქის სტაბილურ და დომინანტ პილოტად. მიმდინარე სეზონში ნიდერლანდელი 255 ქულით ინდივიდუალურ ჩათვლაში მე-3 ადგილზე იმყოფება და მაკლარენის ორ პილოტს, ოსკარ პიასტრისა და ლანდო ნორისს ჩამორჩება (324 - 299). სეზონის დასრულებამდე 7 რბოლაა დარჩენილი, ერთად ვნახავთ შეძლებს თუ არა ნიდერლანდელი ისტორიული ქამბექის შესრულებას.

რაც შეეხება ნურბურგრინგს, Nordchleife-ის ტრეკი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე რთულ და სახიფათო ტრასად ითვლება, 20 კილომეტრზე მეტი სიგრძისაა და 170-ზე მეტ მოსახვევს მოიცავს, რაც "მწვანე ჯოჯოხეთის" სახელითაა შერაცხილი. აქ გამარჯვება პრესტიჟულია, რადგან ტრასა როგორც ავტომობილს, ასევე პილოტს ცდის. სწორედ ამიტომ, 27 წლის მრბოლელის GT3-ში გამოსვლა განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს.

66 წლის ასაკში 6 საათიანი რბოლა - Sky Sports-ის კომენტატორი ძველ პროფესიას უბრუნდება
ისტორიული დღე ევრონასკარში - ქაჯაიამ კვალიფიკაციაში მე-13 პოზიცია დაიკავა, ბედს თავართქილაძეც ცდის!
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
საქმეში ჩართვა "რეალსაც" მოუწია - მადრიდულმა გრანდმა ჩინელებს მბაპეს გამო ბოდიში მოუხადა
რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა
ისევ შარში გაეხვა - იამალის მამამ ოფიციანტს შეაფურთხა, თანამშრომელს ხელი გაარტყა და დაუბრკოლებლად გაფრინდა ლონდონში
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "რაიო ვალეკანომ" დამატებით დროში გაიმარჯვა
ლოჩოშვილი დაასვენეს - "კიოლნი" მერვედფინალში გავიდა
ითამაშებს თუ არა მამარდაშვილი "ჩელსისთან"? - ბრიტანული გამოცემა სიტუაციას განმარტავს
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!
პსჟ თავის ვარსკვლავს არავის დაუთმობს
სკანდალი: ჩინეთში მბაპეს მაო ძედუნზე ნათქვამის გამო, ლა ლიგის მატჩების ტრანსლირება შეაჩერეს - ფეხბურთელს ბოდიშის მოხდა მოუწია
15-ქალას ელიტური მეტოქე