საქართველოს 7-ქალა და 15-ქალა ნაკრებების მთავარი მწვრთნელი გიორგი მაისურაძე გახდა. 46 წლის სპეციალისტს გოგონებთან მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს - 2013 წლიდან ის 7-ქალას ფიზ. მომზადების მწვრთნელი და მთავარი მწვრთნელის ასისტენტი იყო.

„მას შემდეგ რაც ჯაბა მალაღურაძე რაგბის განვითარების დირექტორად დაინიშნა, მან 7-ქალასა და 15-ქალა ნაკრებების მთავარი მწვრთნელის პოზიციის დაკავება შემომთავაზა და მეც დავთანხმდი. მადლობა ჯაბას და რაგბის კავშირს გამოცხადებული ნდობისთვის. გოგონებთან მუშაობის დიდი გამოცდილება მაქვს. ვიმედოვნებ იმედებს გავამართლებ და ხელშესახები წინსვლა გვექნება“ - ამბობს გიორგი მაისურაძე და განაგრძობს:

„7-ქალაში გატარებული წლები განვითარებისთვის ძალიან კარგი ტრამპლინი იყო. გოგონების შეზღუდული რაოდენობიდან გამომდინარე, განვითარებისთვის ალტერნატიული საშუალებების ძიება გვიწევდა, რაც გუნდთან ერთად ჩვენი, მწვრთნელების განვითარებასაც განაპირობებდა“.

„ახლა განსხვავებული გამოწვევების წინაშე ვართ და ამ შეთავაზებასაც ამიტომ დავთანხმდი. სიატუაცია დაახლოებით ისეთივეა, როგორიც 7-ქალას შემთხვევაში იყო. ჩვენ უკვე გვყავს 15-ქალა ნაკრებიც, რაც გოგონებისთვის ახალი ხილია. ახლადდაარსებულ გუნდს გაზაფხულზე სულ ორი თამაში ქონდა (ყაზახეთთან). ამ ეტაპზე 15-ქალას რეგულარული თამაშები არ აქვს, თუმცა ჯერ კიდევ ბევრი რამეა სასწავლი. რაგბი 15 რაგბი 7-ზე ბევრად უფრო რთული თამაშია და დიდი თეორიული თუ პრაქტიკული მასალა გვაქვს გასავლელი“.

„15-ქალას სხვა ტექნიკური თუ ტაქტიკური მახასიათებლები ჭირდება და ჩემთვის საინტერესოა როგორ გაართმევენ გოგონები თავს ახალ გამოწვევებს. მოგვიწევს ახალი მოთამაშეების მოძიება და ვეცდებით თამაშების ორგანიზებას. ვგეგმავთ რაგბი10-ის ტურნირების ჩატარებას, რადგან ის რაგბი15-თან უფრო ახლოსაა. ასევე არაა გამორიცხული მართვადი თამაშები გავმართოთ ჭაბუკთა ბ ლიგის გუნდებთან“.

„კვირაში 3-ჯერ ვვარჯიშობთ და დროის მცირე მონაკვეთში ვცდილობთ დავფაროთ ყველა საჭირო დეტალი. პარალელურად გვაქვს მოლაპარაკებები სხვადასხვა ქვეყნის ქალთა გუნდებთან, რათა საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ გავმართოთ ამხანაგური თამაშები. ასევე რაგბი ევროპაში წარდგენილი გვაქვს მოთხოვნა, რათა ჩავერთოთ კონფერენც დივიზიონში. სამწუხაროდ, მოთამაშეთა და ფინანსების ნაკლებობის გამო, ქალთა კონფერენც დივიზიონში ჩამოყალიბებული ფორმატი და გაწერილი კალენდარი არ გვაქვს. გამოყოფილია 3-თვიანი ფანჯარა (დეკემბერი-თებერვალი) და მსურველი გუნდები ერთმანეთთან ათანხმებენ ვისთან და სად ითამაშებენ. კარგი იქნება თუ ამ პერიოდში 2-3 თამაშის ორგანიზებას მოვახერხებთ. ეს დაგვანახებს თუ რა დონეზე ვართ პოტენციურ მეტოქეებთან მიმართებაში, რაც სამომავლო გეგმების დასახვაში დაგვეხმარება“.

ამჟამად გოგონები გიორგი მაისურაძის ხელმძღვანელობით 15-ქალა რაგბისთვის საჭირო უნარებს ეუფლებიან, გაზაფხულიდან კი 7-ქალას ვარჯიშები დაიწყება და გუნდი რაგბი ევროპის ჩემპიონატში დაბრუნებას ეცდება.

Rugby.ge

პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
რეგიონული ლიგა | "არწივები" პირველ ლიგაში აღზევდა
[VIDEO] პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ისრაელს კვარაცხელიას გოლით ამარცხებს
ისრაელთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
"რეალის" ყოფილ მწვრთნელს დემენციის დიაგნოზი დაუსვეს
თუ დე ძერბის ვარიანტი არ გამოვა - "ტოტენჰემს" კიდევ ერთი კანდიდატი ჰყავს
"ინძაგი პირადად მირეკავდა, ეს ძალიან რთული გადაწყვეტილება იყო" - ჩალჰანოღლუმ "მილანიდან" ინტერში" გადასვლაზე ისაუბრა
ბრუნო და "მანჩესტერი" სრულდება? - პორტუგალიელი "იუნაიტედის" დატივებას სერიოზულად განიხილავს
"მილანი" ლეაოს გაუშვებს? - ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები შეწყდა
მეტელკინა-ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამაში მეორეა და მსოფლიო ჩემპიონობისთვის იბრძოლებს
თასის ოთხთა ფინალში ქუთაისი მარგვეთს დაუპირისპირდება, თსუ – თელავს
მსოფლიო ჩემპიონატზე გუბანოვამ ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა
ლანგი: თითი მომაკერეს - PlayStation-ის თამაში და ტუალეტში მიჭირს
"ლანსის" განცხადება პსჟ-ს მოთხოვნაზე: ყველაზე მდიდარი კლუბის ინტერესებს არ დავექვემდებარებით
ვინ იქნება მომავალ სეზონში "ლივერპულში" მამარდაშვილის მწვრთნელი? - მედიაში ინფორმაციები ვრცელდება
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
"იმედია, 90 წუთის განმავლობაში განგაშის სირენა არ ჩაირთვება" - ისრაელის ნაკრების მწვრთნელის და ფეხბურთელის პრესკონფერენცია
სანიოლი: ხვიჩამ, როგორც კაპიტანმა, საკუთარი თავი უნდა შექმნას
ჰაუს ჯერ ნდობა აქვს - "ნიუკასლი" მთავარი მწვრთნელის გაშვებას არ აპირებს
არბელოამ ყველა მოხიბლა - ის "რეალის" მწვრთნელად შესაძლოა, მომავალ სეზონშიც ვიხილოთ
წლის პირველი მატჩი! საქართველო ახალი კაპიტნით - ვინ ითამაშებს დაცვაში?
"უმცროსი ბორჯღალოსნები": ჯერ კლერმონი, მერე ლისაბონში
7-კაცა და 7-ქალა დუბაის ტურნირზე
ორი გუნდით და ორი მსაჯით დუბაიში
ქართული რაგბის სუპერკვირა
7-ქალას ახალი ისტორია – გოგონებმა ელიტის საგზური მოიპოვეს
7-ქალა | ჯაბა მალაღურაძე – ვიცოდით, რომ ყველაფერი ჩვენს ხელში იყო
7-ქალა უნგრეთში გაემგზავრა
გიორგი მაისურაძე კარიერას უკრაინაში გააგრძელებს