ვალენსიურმა El Gol Digital-მა გიორგი მიქაუტაძეს წერილი მიუძღვნა და აღნიშნა, რომ „ვილიარეალის“ მიერ სარეკორდო თანხად შეძენილი ქართველის ტრანსფერი ამართლებს და კლუბს შეუძლია თანხა გაორმაგებული ან გასამმაგებული დაიბრუნოს:

„უკვე რაც შევნიშნეთ, იმის საფუძველს იძლევა, რომ კლუბი ინვესტიციას აინაზღაურებს. მართალია, პირველ მატჩებში ფრანგ-ქართველმა ზოგიერთი ეჭვი დაბადა, მაგრამ თანდათან მარსელინიოს სათამაშო სისტემას მოერგო და თავი წარმოაჩინა.

24 წლის თავდამსხმელმა თავისი პირველი მატჩი „ატლეტიკოსთან“ ჩაატარა და მაშინვე სასტარტოს ფეხბურთელი გახდა. წაგებულ შეხვედრაში (0:2) „ლიონის“ ყოფილი ფორვარდი საუკეთესოდ ნამდვილად არ გაისარჯა, თუმცა „ოსასუნასთან“ თავისი პირველი გოლი გაიტანა და გუნდს „კერამიკაზე“ გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა. „სანჩეს პისხუანზე“ „სევილიასთან“ ბოლო დაპირისპირებაში საგოლე გადაცემის ავტორი გახდა, რომლის პასით სოლომონმა საბოლოო ანგარიში, 1:2 დააფიქსირა.

მაშინ, როდესაც გიორგის საბაზრო ფასი 22 მილიონი ევრო იყო, „წყალქვეშა ნავმა“ 31 მილიონად შეიძინა (5 მილიონი ლიონმა კიდევ ბონუსების სახით უნდა მიიღოს). სწორედ ამ თანხად არის ამჟამადაც შეფასებული, მაგრამ ექსპერტების ვარაუდით, თუ ამავე დონეზე თამაშს გააგრძელებს, მისი ფასი გაცილებით მოიმატებს, ეს მხოლოდ დროის საკითხია და როგორც ირწმუნებიან, მომავალი ზაფხულისთვის 50 მილიონს მიაღწევს.

მიქაუტაძე განმარტავს, რატომ გადაწყვიტა კლუბმა ამხელა თანხის გადახდა. ყველაფერი იმისკენ მიანიშნებს, რომ ამ სეზონში გაბრწყინებას გააგრძელებს და მარსელინიოს შეტევით სქემაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს“.

გამოცემა აგრეთვე წერს, რომ გაუგებარია რატომ მიჰყიდეს შემტევი ნახევარმცველი ეტა ეიონგი „ლევანტეს“ ასე იაფად (3 მილიონზე ოდნავ მეტად), მით უმეტეს, როცა თანხის ნაწილი მისმა ყოფილმა კლუბმა „კადისმა“ მიიღო, თუმცა კამერუნელის გამოსყიდვის და უკან დაბრუნების ვარიანტი არსებობს.

გიგო პაპა
50 კი არა, პასები არ მოაკლონ თანაგუნდელებმა და თუ ერთ წელიწადში 80-100 მილიონი არ გახდეს ჟორჟის ფასი, მაგასაც ვნახავთ. გოლების ავტომატია ეს ბიჭი, რით ვერ გაიგეს ამ ტოპ-გუნდებმა? რა უნდა მაგას ვილიარეალში, არგენტინელი ან ბრაზილიელი რომ იყოს, უკვე ლივერპულში ან ბარსაში იქნებოდა.
tngh
ჟორჟი სულ მალე "ატლეტიკოში" ამოყოფს თავს... თანაც ღირსეულად.
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "ფულჰემთან" მატჩში?
მამარდაშვილმა კარი მშრალად შეინახა - "ლივერპულმა" "ფულჰემს" მოუგო
გოგლიჩიძე და ჩაკვეტაძე შეცვალეს - "უოტფორდი" "ოქსფორდთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 2-2 დინამო (ბთ). ფრე ორივეს აწყობდა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-2 რუსთავი. ალალი 3 ქულა ქვემო ქართლისკენ მიდის...
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
დეშამი ესპანურ გრანდს ჩაიბარებს? - ის საფრანგეთის ნაკრებიდან მუნდიალის შემდეგ წავა
ნეიმარი MLS-ში? - ბრაზილიელს ახალი ვარიანტი გამოუჩნდა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
ლუის ენრიკე ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება
იტალიის ნაკრებში გატუზოს შემცვლელი ცნობილია
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ
პსჟ ინგლისის ნაკრების შემტევის შეძენას გეგმავს
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
"მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ვარ" - ჰარი მაგუაიერი
"ცუდი შედეგები მისი ბრალი არ არის" - "ლივერპულის" ხელმძღვანელობა სლოტს სრულ ნდობას უცხადებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
[VIDEO] გოლი 90+8-ე წუთზე - მიქაუტაძის "ვილიარეალი" "ალავესთან" წაგებას გადაურჩა
[VIDEO] მიქაუტაძემ გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა - მან "სოსიედადთან" გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღო მიქაუტაძემ "სოსიედადთან" მატჩში?
[VIDEO] გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა - მიქაუტაძემ გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა
ვისთან ერთად შეუტევს ხვიჩა? - "მამარდას" დაბრუნება პსჟ-ის წინ