FIFA-მ მალაიზიის ფეხბურთთან დაკავშირებით სკანდალური გადაწყვეტილება მიიღო. ქვეყნის ეროვნული ნაკრების შვიდი ფეხბურთელი დოკუმენტების გაყალბების გამო ერთი წლით დისკვალიფიცირებულია. საქმე ეხება იმ ფაქტს, რომ მალაიზიის ფეხბურთის ასოციაცია (FAM) ცდილობდა უცხოელ ფეხბურთელებს მალაიზიის სახელით ეთამაშათ, რისთვისაც FIFA-ში ყალბი დოკუმენტები წარადგინეს.

სადისციპლინო კომიტეტმა სანქციები დააწესა როგორც FAM-ზე, ასევე უშუალოდ იმ ფეხბურთელებზე, რომლებიც ამ საქმეში ფიგურირებენ - გაბრიელ პალმერო, ფაკუნდო გარსესი, როდრიგო ოლგადო, იმანოლ მაჩუკა, ჟოაო ფიგეირედო, ხონ ირასაბალი და ჰექტორ ჰეველი. ფეხბურთელებს აქვთ არგენტინული, ესპანური, ბრაზილიური და ნიდერლანდური ფესვები. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ გარსესი "ალავესის" (ლა ლიგა) რიგებში ირიცხება.

გამოძიების მიხედვით, სწორედ ეს მოთამაშეები მალაიზიის ნაკრების განაცხადში აღმოჩნდნენ და 10 ივნისს ვიეტნამის წინააღმდეგ, აზიის თასის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშეს, მატჩი 4:0 დასრულდა. FIFA-მ დაადგინა, რომ მათი განაცხადი ყალბ დოკუმენტაციაზე იყო დაფუძნებული. შედეგად, მალაიზიის ფეხბურთის ასოციაცია 350,000 შვეიცარიული ფრანკით დაჯარიმდა, ხოლო თითოეულ ფეხბურთელს 2,000 ფრანკის გადახდა დაეკისრა. უფრო მკაცრი სანქცია კი ფეხბურთელების ერთწლიანი დისკვალიფიკაციაა, რაც ნიშნავს, რომ ისინი ვერცერთ საფეხბურთო საქმიანობაში მონაწილეობას ვერ მიიღებენ.

აღნიშნული გადაწყვეტილება საბოლოო არ არის - როგორც მალაიზიის ფეხბურთის ასოციაციას, ისე ფეხბურთელებს უფლება აქვთ, FIFA-ს სააპელაციო კომიტეტში გაასაჩივრონ დისკვალიფიკაცია და ჯარიმები. გარდა სპორტული დაზიანებისა, ეს შემთხვევა სერიოზულ დარტყმად ითვლება მალაიზიური ფეხბურთის რეპუტაციისთვის, რადგან FIFA-ის მსგავსი სანქციები იშვიათია და, როგორც წესი, მძიმე დარღვევებზე მიუთითებს.

"არ ვიცოდი, თუ ბუნდესლიგის მოგება "ოქროს ბურთის" მოსაპოვებლად საკმარისი იყო" - კვარაცხელიას მხარდამჭერმა ნასრიმ კეინი გააკრიტიკა
პსჟ-სთან მატჩამდე - მიქაუტაძის და "ვილიარეალის" გამოუყენებელი შანსები და მარცხი "ესპანიოლთან"
[VIDEO] ჰაკიმი მთელი ბრწყინვალებით და პსჟ-ს ზედიზედ მეცხრე გამარჯვება
პულიშიჩმა "მილანთან" კონტრაქტი გააგრძელა
აფრიკის თასი კვლავაც ყოველ 2 წელიწადში გაიმართება
იკარდი შეშლილივით ვარჯიშობს და ახალი კლუბის ვარიანტს ელის
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო
ქოჩორაშვილის 67 წუთი - "სევილია" თასის მომდევნო ეტაპზე გავიდა
საზონოვი შეცვალეს - "ხეტაფემ" თასზე თამაში შემოატრიალა
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
სპალეტი შეიძლება გადააყენონ
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
კვარაცხელიას დოჰას კლინიკაში პსჟ-ს პრეზიდენტი ეწვია
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
"რეალში" გადასვლით დიდი შეცდომა დაუშვა და "ლივერპულში" უნდა დაბრუნდეს - კარაგერმა არნოლდზე ისაუბრა
"კონტე უნდა მოვიდეს და ყველაფერი თავდაყირა დააყენოს" - სქოულზმა "იუნაიტედს" იტალიელის დანიშვნისკენ მოუწოდა
"მისი წყენინება არ მიცდია" - ტიერი ანრიმ იამალთან დაკავშირებულ ხუმრობაზე ისაუბრა
"მე "ოქროს ბურთს" კვარაცხელიას გადავცემდი" - ტონი კროოსმა ქართველზე კიდევ ერთხელ ისაუბრა
[VIDEO] საბა ლობჟანიძის ულამაზესი გოლი MLS-ში
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
[VIDEO] დონჩიჩის გარეშე და სანდროს გაზრდილი დრო - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" მარტივად დაამარცხა
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ