ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

კახა ცხადაძე: ფეხბურთი არაფერ შუაშია, ვიღაცის ფინანსური ინტერესი გადავკვეთეთ

კახა ცხადაძე: ფეხბურთი არაფერ შუაშია, ვიღაცის ფინანსური ინტერესი გადავკვეთეთ

ბაქოს "ინტერი" მცხეთაში მოემზადება
ბაქოური დერბი "ინტერი"-"ბაქი" სკანდალურად რომ დასრულდა, კარგად მოგეხსენებათ. პირველ დამატებულ წუთზე "ინტერის" მეკარე გიორგი ლომაია ბურთს ნახტომით დაეუფლა და, როგორც ამ დროს აკეთებენ მეკარეები, ფეხი წინ გასწია და "ბაქის" ფეხბურთელს შეეჯახა. არბიტრმა წითელი ბარათი აუფრიალა და "ინტერის" კარში პენალტი დანიშნა - ამ დროს ანგარიში 0:0 იყო. აღსანიშნავია, რომ ეს "ინტერის" კარში დანიშნული მეორე პენალტი იყო, პირველი კი 49-ე წუთზე ლომაიამ მოიგერია. ამან "ინტერის" პრეზიდენტი გეორგი ნიკოლოვი ისე აღაშფოთა, გუნდი მოედნიდან გაიყვანა.

მომხდარს აზერბაიჯანულ მედიაში სხვადასხვაგვარი რეაქცია მოჰყვა - ზოგი გამოცემა "ინტერის" მოედნიდან გამოყვანას გუნდის მთავარ მწვრთნელ კახა ცხადაძეს აბრალებს. მაგალითად, მისი "დიდი მეგობარი" "აზერისპორტი" გამოკითხვას ატარებს, უნდა დაისაჯოს თუ არა ცხადაძე - უცნაურია, მეტი რომ არაფერი ვთქვათ.

ცხადია, თამაშის თვითნებურად მიტოვებას არავის აპატიებენ: აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა "ინტერს" ტექნიკური დამარცხება (0:3) ჩაუთვალა და 10 ათასი მანათის გადახდა დააკისრა, ნიკოლოვს - 20 ათასი მანათის, გიორგი ლომაიას 2-მატჩიანი დისკვალიფიკაცია და 2000 მანათის ჯარიმა გამოეწერა. სასჯელს ვერც კახა ცხადაძე ასცდა - მას პრესკონფერენციაზე გამოუცხადებლობისთვის 1000 მანათის გადახდა მოუწევს, მთავარი არბიტრი კი საქმეს გარკვეული დროით ჩამოაშორეს.

კახა ცხადაძე ამჟამად თბილისშია და სკანდალზე გველაპარაკა:

- უკვე ყელში ამოვიდა ამდენი უნამუსობა. რასაც უნდათ, იმას აკეთებენ მსაჯები და მეტის მოთმენა შეუძლებელია. ეს არ იყო წამიერი ემოციური აფეთქება, დიდი ხნის განმავლობაში დაგროვებულმა პროტესტმა ამოხეთქა. საქმე მხოლოდ პენალტის დანიშვნაში არ არის - მსაჯს მიზანმიმართულად მიჰყავდა შეხვედრა "ბაქისთვის" სასურველი შედეგისკენ.

- ზოგის აზრით, ლომაია სამართლიანად გააძევეს. გაშლილი ფეხით წავიდა თავდამსხმელისკენ და მკერდზე ფეხით შეეჯახა.

- ეს დილეტანტური შეხედულებაა, მეკარე კარიდან გამოსვლისას ფეხს შლის, რადგან ხელშეუხებელია, ფეხბურთელები ამ დროს ამბობენ, რომ შემტევმა თავად მოძებნა ფეხი. "ბაქის" ეს მოთამაშე მოედანზე ბოლო წუთებზე პრვოკაციებისთვის გამოიყვანეს. საქმე ისაა, რომ "ბაქის" სერიოზული პრობლემები აქვს იმის მიუხედავად, რომ ფინანსურად არ უჭირს. ჩვენ კი ბევრ ფეხბურთელსაც შეველიეთ, ბიუჯეტიც შევამცირეთ და მეტოქეს მაინც ვაჯობეთ. მაგრამ მსაჯმა, რომ იტყვიან, ეგზეკუცია მოგვიწყო.

ვიცი, რომ თამაშის მიტოვებისთვის აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა "ინტერს" 0:3 წაგება ჩაუთვალა და გიორგი ლომაიასთან ერთად მთავარი არბიტრიც დასაჯა. ეს ყველაზე გასაოცარი და აბსოლუტურად ალოგიკური გადაწყვეტილება იყო - თუ ლომაია დასაჯეს, მაშინ მსაჯს რას ერჩოდნენ?

სამწუხაროდ, გარკვეული წრეებისთვის "ინტერი" არასასურველი გუნდია და ეს არის ყველაფრის თავი და თავი.

- ეს არახალი ამბავია, მაგრამ უცნაურია - მდიდარი და ძლიერი კლუბი ვის არ უნდა აძლევდეს ხელს?

- საქმე ისაა, რომ ჩვენი კლუბის პრეზიდენტი ინტელიგენტი კაცია და გარიგებებში არ მონაწილეობს. ეს თავშეკავებული ადამიანი ასეთი გამწარებული არასოდეს მინახავს, ვიპლოჟიდან კი არ ჩამოვიდა, გადმოფრინდა. ამ დროს მეკარეს ვცვლიდი და მაშინღა დავინახე, რომ ნიკოლოვი მსაჯისკენ გარბოდა.

ცხადია, ჩვენი კლუბის მოძულეებს არც მე ვუყვარვარ. ახლაც სურდათ ჩემი გამწარება და დაწერეს კიდეც, თითქოს მოედნიდან გუნდი მე გავიყვანე და მეტოქე კოლეგებს ვაგინე, მაგრამ დიდი ხანია, აღარ ვიგინები და ჩემი დასჯა არ გამოუვიდათ. პატარა ადამიანები ყველაფერს კადრულობენ.

- ნიკოლოვმა განაცხადა, რომ ერთ-ერთ აზიურ ტოტალიზატორში "ბაქის" მოგებაზე დიდი თანხა დაიდო, უეფაში წერილს გზავნის და ფაქტის გამოძიებას მოითხოვს.

- მას ინფორმირებული მეგობრები ჰყავს და შეიტყო, რომ "ბაქის" მოგებაზე ნახევარი მილიონი დოლარი დაიდო. საეჭვო იყო ისიც, რომ მატჩამდე "ბაქის" მოგებას ტოტალიზატორები 4,6 კოეფიციენტით აფასებდნენ და უცებ 1,2-მდე შეამცირეს. ეს ჩემთვის ცუდის ნიშანი იყო, მაგრამ რასაც ვფიქრობთ, ყველაფერს ვერ ვამბობთ, რადგან ყველაფერს ვერც დავამტკიცებთ, მაგრამ ლოგიკური ეჭვები არსებობს.

- "ინტერში" დანიშვნის შემდეგ მშვიდად არ გიმუშავიათ. გიღირთ კი ასეთი სამსახური?

- გუნდი შუა გზაზე მივატოვო? არადა, უკვე ვატყობ, ზღვარს ვუახლოვდები. მას შემდეგ, რაც "ინტერმა" "თანამეგობრობის თასი" მოიპოვა, ასეთ დამოკიდებულებას არ ველოდი, მეგონა, ყველა აზერბაიჯანელი გავახარე და, ალბათ, უმრავლესობისთვის ასეც იყო. თუმცა, ვიმეორებ, არიან ადამიანები, რომელთაც ჩვენი წარმატება არ უხარიათ.

- ისე ხომ არ არის, რომ თქვენი და ვინმეს ფინანსური ინტერესები გადაიკვეთა?

- რა თქმა უნდა, ეს არის მთავარი მიზეზი. აზერბაიჯანულ ფეხბურთში ძალიან გავლენიან ერთ პიროვნებას "ინტერში" ნათესავის დანიშვნა სურდა და არ გამოუვიდა, პრეზიდენტმა უარი უთხრა. მისი ნათესავები მენეჯერებიც არიან, რომლებიც მე არ გავიკარე და ფულის შოვნის საშუალება მოესპოთ. ეს არის მთავარი - პრეზიდენტი გარიგებებში არ მონაწილეობს, მე ვიღაც-ვიღაცებს ტრანსფერებით ფული არ ვაშოვნინე, გამწარდნენ და შავი პიარიც აგორდა. ეს ძალიან მარტივი ამბავია.

- "ბაქის" გენერალურმა მენეჯერმა ზეინალ მამედოვმა თქვა, აზერბაიჯანელები საქართველოში ასე არ მოიქცეოდნენო. დავაში ეროვნული საკითხის უადგილოდ წამოჭრა ყველაზე უსიამოვნო მომენტია.

- ჩხუბი ჩვენ არ წამოგვიწყია, მოთამაშეები ზღვარს არ გადასულან და ნიკოლოვიც ბულგარელია, ქართველები რა შუაში ვართ? შესაძლოა, მე არ მესმის, მაგრამ ქართველებმა აზერბაიჯანელებს ცუდი რა გავუკეთეთ? ეს ერთეულების აზრია, თორემ აზერბაიჯანელები კარგი ხალხია და ქართველებს პატივს გვცემენ. ასეთ სისულელეებს კი ყურადღებას არ ვაქცევ. მამედოვი კი ვინც არის, აზერბაიჯანში ყველამ იცის.

- შევიტყვეთ, რომ "ვიტ ჯორჯიასთან" საკონტროლო შეხვედრას გეგმავთ.

- 25 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე თბილისში შეკრება გვექნება, სასტუმრო "ბომონდ გარდენში" დავბინავდებით და "მცხეთა-პარკზე" ვივარჯიშებთ. "ვიტ ჯორჯიასთან" თამაში 3 სექტემბერს დავგეგმეთ, მაგრამ 30 ან 31 აგვისტოსაც გვსურს მატჩის გამართვა და რომელიმე გუნდს შევუთანხმდებით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• ობიექტური

ბატონო კახა, ვგულშემატკივრობთ თქვენს გუნდს და თქვენც და წარმატებებს გისურვებთ, თუმცა ცოტა ობიექტურები რომ ვიყოთ არ შეიძლება? რა თავად მოძებნა ფეხი შემტევმა? მიზანმიმართულად ხია ლომაიამ ფეხი მოწინააღმდეგე ფეხბურთელს და სამართლიანადაც გააძევეს.

გოგლიჩიძე განაცხადში არ იყო - "უდინეზე" წაგებას გადაურჩა

[VIDEO] "ლივერპულმა" აუტსაიდერს სძლია და მეოთხე პოზიციაზე დამკვიდრდა

საზონოვი არ ათამაშეს - "ტორინო" "კალიარისთან" დამარცხდა

საქართველოს ხელბურთის ეროვნულმა ფედერაციამ 2025 წელი შეაჯამა

საზონოვი არ ათამაშეს - "ტორინო" "კალიარისთან" დამარცხდა

უარი გეჰის და უპამეკანოს - "რეალს" ორი ახალი სამიზნე ჰყავს

ვინგსმა სოხუმი-საქართველო დაამარცხა და “ა” ლიგის ბოლო, მე-6 საგზური მოიპოვა

ტერი შეიძლება ჩემპიონშიფის გუნდს ჩაუდგეს სათავეში

"მანჩესტერ იუნაიტედი" ბელინგემის გადაბირებას შეეცდება

"წიტაიშვილი "ლაციოს" სჭირდება - მისი კარიერა შეიძლება სწრაფად შეიცვალოს" - იტალიური მედია

[VIDEO] ჩაკვეტაძის "უოტფორდმა" ისევ გაიმარჯვა და წინ მიიწევს

ლუის ენრიკემ ვინისიუსის ტრანსფერს ვეტო დაადო - რა ხდება პსჟ-ში?

კიდევ ერთი ქართველი "ნაპოლიში"? - "პარტენოპეი" გიორგი წიტაიშვილის დამატების ვარიანტს განიხილავს

"რუსეთის მხარდამჭერი ყველა ქვეყანა გარიცხეთ" - შევჩენკოს მოწოდება ოლიმპიურ თამაშებზე

თუ ალონსოს გაათავისუფლებენ - "რეალის" ჩაბარების მთავარი კანდიდატი არვალო არბელოაა

"შეძლებს ალისონის შეცვლას?" - liverpoolecho-მ მამარდაშვილის ტრანსფერი შეაფასა

მწვრთნელს თავი მოაწონა - "ბარსელონა" რაშფორდის გამოსყიდვას შეეცდება

სალაჰი შობის დღესასწაულის მილოცვის გამო კრიტიკის ობიექტი გახდა

დე ლაურენტისს კონტე ძალიან მოსწონს - ხელფასის გაზრდასა და ახალ კონტრაქტს შესთავაზებს

"ხვიჩას ძალიან კარგად ვეწყობი, რუსულად და ინგლისურად საუბარი შეგვიძლია" - საფონოვმა პსჟ-ში თავის მეგობრებზე ისაუბრა

"დრო იწურება, გადარიცხეთ ფული უკრაინის დასახმარებლად!" - დიდი ბრიტანეთიდან აბრამოვიჩს ბოლო გაფრთხილება მისცეს

[VIDEO] გენიალური ნიკოლა იოკიჩის 56 ქულა და სამმაგი დუბლი - "დენვერმა" "მინესოტა" ოვერტაიმში დაამარცხა

ჩაქრნენ ვარსკვლავნი, ზეცა იცლება - პელე 3 წლის წინ მონათესავე სულებს შეუერთდა, იქ ფეხბურთი არის?!