ელ ჰაჯი დიუფი ვერ შეგუებია, რომ „ბლექბერნის“ მწვრთნელი სტივ კინი ძირითად შემადგენლობაში აღარ ათამაშებს და შოტლანდიელ სპეციალისტს რაც ძალა და ღონე აქვს, ლანძღავს
ელ ჰაჯი დიუფი გაბრაზებულია. ის ვერ შეგუებია, რომ „ბლექბერნის“ მწვრთნელი სტივ კინი ძირითად შემადგენლობაში აღარ ათამაშებს და შოტლანდიელ სპეციალისტს რაც ძალა და ღონე აქვს, ლანძღავს. არადა, დიუფი მართლა ცუდ დღეშია. სენეგალელი ცუდი ბიჭი „ბლექბერნის“ მთავარი გუნდიდან გააგდეს და უთხრეს აქ შენი ფეხი აღარ იქნებაო. „ლივერპულისა“ და „ბოლტონის“ ყოფილი მოთამაშე, რომელიც დღეს 30 წლისაა, ასეთ დამოკიდებულებას ვერ შეგუებია.

„აქ, „ივუდ პარკზე“ ჩამოსვლა და ფეხბურთის თამაში არავის უხაროდა, ამ ბოლო დროს კი ყველაფერი პირიქით არის. საქმე ის გახლავთ, რომ ადრე ჩვენ საკუთარი სიამოვნებისთვის, მწვრთნელისა და ფანებისათვის ვთამაშობდით, ახლა კი ეს განწყობა დაიკარგა. კინი გამოცდილ ფეხბურთელებს სათადარიგოთა სკამზეც კი აღარ გვსვამს. ვინ უნდა შევიდეს მოედანზე და შეცვალოს თამაშის ბედი? ასეთს ვერ ვხედავ. არადა, ნამდვილად არ მინდა, ეს გუნდი რომ გავარდეს. რას იზამ. ასე, „ბლექბერნს“ პრემიერლიგაში ადგილის შენარჩუნება ძალიან გაუჭირდება. მე გუნდის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ვარსკვლავი ვიყავი, მაგრამ მოვიდა ახალი მწვრთნელი და ყველაფერი შეცვალა. იფ ხებურთელები, რომლებსაც სტივ კინი ათამაშებს და ენდობა მე რომ მჯობდნენ არაფერს ვიტყოდი, მაგრამ, ვაგლახ, ასე ნამდვილად არ არის“.

დიუფი ამბობს, რომ კინი დეკემბრის მერე პიროვნულად შეიცვალა. რა მოხდა დეკემბერში? ის გუნდის ერთ-ერთი მწვრთნელის თანამდებობიდან მთავარ მწვრთნელად ანუ, ინგლისურად რომ ვთქვათ მენეჯერად გადაიყვანეს. მანამდე „ბლექბერნს“ სემ ელერდაისი ხელმძღვანელობდა. დიუფი ეჭვობს, რომ კინმა ის სწორედ ელერდაისთან განსაკუთრებული ურთიერთობის გამო აითვალწუნა.

„როდესაც ჩვეულებრივი მწვრთნელი იყო ყოველთვის მელაპარაკებოდა, მეუბნებოდა, რომ მე კლუბის საუკეთესო ფეხბურთელი ვარ. შემდეგ ის მენეჯერი გახდა და დამოკიდებულება მკვეთრად შეცვალა. ვფიქრობ, მას სემ ელერდაისთან ჰქონდა პრობლემა და მასთან მტრობა ჩემზე გადმოიტანა“.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"