"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა განაცხადა, რომ მედიისგან ლამინ იამალის განსაკუთრებული ქება არ მოსწონს. როგორც გერმანელმა აღნიშნა, მას კლუბში სხვა მნიშვნელოვანი ფეხბურთელებიც ჰყავს.

"არ მომწონს იამალის სუპერ ფეხბურთელობაზე ბევრი საუბარი. ლამინი გამორჩეული მოთამაშეა, მაგრამ გუნდში ასეთი სხვა ბევრი ფეხბურთელიც გვყავს.

ის 18 წლისაა და ამ დროს შრომისმოყვარეობაზე უნდა გაამახვილო ყურადღება, რაც ადვილი არასდროს არის. განვითარების შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად მხოლოდ ნიჭი არ კმარა, ამისთვის შრომაა საჭირო.

მხოლოდ კარგად ბურთის ფლობა არ უნდა იცოდე, არამედ დაცვასაც ეხმარებოდა. რა თქმა უნდა, იამალი ბურთს კარგად ფლობს და მოედანზე განსხვავებას ქმნის", - ციტირებს ფლიკს Marca.

დავით 67-ს
ნომერი პირველი არა, კვახი არ გინდა, დავით 67-ო?
ჟორა გაბრიჭიძე
ბარსელონამ მოკლა ფატის ტალანტი და იამალსაც ეს დაემართება თუ გონს არ მოეგენ და მას ისე არ მოექცნენ როგორც მოზარდს და არა ზრდასრულს. ის ბევრს თამაშობს და ეწევა ზრდასრული აახალგაზრდის ცხოვრებას, რაც არა მგონია დიდხანს გაგრძელდეს.

18 წლის ბიჭს სიბრძნეს ვერ მოსთხოვ.უეცრად აფრინდა!ამიტომ აფრ ჰგონია სულ ასე იქნება.ფლიკი იმიტომ ფრთხილობს რომ იცის,რეჟიმის დარღვევა,დიდი დატვირთვების ქვეშ მყოფ სხეულს,სწრაფად ფიტავს,მერე კი ტრავმიანობა იწყება და თუ რეჟიმის ქვეშ ცხოვრებით,ვთქვათ 10 წელი უნდა ყოფილიყო მწვერვალზე,თავისუფალი ცხოვრების წესით,მისი ვარსკვლავობის პერიოდი,საგრძნობლად შემცირდება.ამიტომ აფრთხილებს ყველას.ის მწვრთნელობასთან ერთად,პედაგოგიც არის და და რა თქმა უნდა სურს,ყველაზე სწორი გზით ატაროს ახალგაზრდა გენიოსი.არც მე მინდა,იამალი სწრაფად ჩაქრეს.ეს ჩემი ინტერესიც არის.
დავითას.
იამალს,რო კაი გართობა უყვარს ეს უკვ ცხადია! როცა შენ პრეტენზია გაქვს იყო საუკეთესო, თანაც 10-ი ნომერი გაწერია მაისურზე, მაშინ რაღაცაზე უნდა დაიხიო უკან. ზომიერად გართობა კაია, მაგრამ გადამეტებულად არა! ამან დაღუპა ერთ-ერთი უნიჭიერესი ფეხბურთელი ნეიმარი. ისე, რო თუ თავში ავარდნილმა იამალიმ არ დაამუხრუჭა ცოტათი მაინც, აშკარაა ნეიმარის გზას გაყვება!
ექსპერტი
ფლიკმა ეს თქვა გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე, არ უნდა, რომ გუნდში განხეთილება შეიტანოს, მისთვის მთავარია გუნდი და არა იამალი, ნებისმიერი ნორმალური მწვრთნელი ასე მოიქცეოდა.
დავით 67
.-ს!და რა იცით რომ არ უძღვნის ფეხბურთს. დაუჯერებელია და თანაც ჭორი რომ ის დიდ დროს უთმობს ქალებს. მარტივი ლოგიკაა ასეთი ადამიანი ასეთ ფეხბურთს ვერ ითამაშებს, რაც არ უნდა ტალანტი იყოს. უბრალოდ საქართველოში კაცის ( ქალის) ამოჩემება იციან. 10,20 წლის ამბებს გაგახსენებენ, აი მაშინ რომ იმას ასე ქნა, ასე თქვა და ა.შ. ელვის სისწრაფით იცვლება დღეს მოვლენები და ყოველდღე ახალი რამ უნდა მოიფიქრო. არაა აუცილებელი პირველ ჩვენებას მიაწვე. სპორტული თვალსაზრისით კარგ ფეხბურთელს ყოველთვის მოუძებნიან რაღაც აბსურდულს, ჰალანდი ცხოველია, ვინისიუსი მაიმუნი, ახლა კიდევ ეს ბიჭი, ზოგს შურს ეტყობა და სკოლაში იაროსო, გაკვეთილები ისწავლოსო, ჩვენს ხვიჩას ცოლის მოყვანა არ აპატიეს, გაგიჟდნენ.ჩვენი მიზანი უნდა იყოს ამ სპორტის ყურებით სიამოვნების მიღება. ეს შენ არ გესწავლება და კომენტარებიდან გამომდინარე ასეც არის. თან ვიცი ვინც ხარ. ამიტომ ფეხბურთის ყურებით უნდა ვისიამოვნოთ და არა ყვითელი პრესის ჭორ ინფორმაციებით.

სადღაც წავიკითხე,იამალი გოგონებს,კალენდარის დღეების მიხედვით ხვდებაო!ძნელი დასაჯერებელია ეს სიმართლე იყოს,მაგრამ უკვე შეყვარებულებს რომ იცვლის მათთან დიდი დროს ატარებს,უკვე ესეც შემაშფოთებელი უნდა იყოს გუნდის ხელმძღვანელებისათვის.კი,ძალიან მაგარია,გენიოსია,მაგრამ იმ ასაკშია,როცა თუ წინსვლა უნდა,საკუთარი თავი,მთლიანად ფეხბურთს უნდა მიუძღვნას.როგორც დიდი ერნსტ რეზერფორდი ბრძანებდა,არ შეიძლება ერთდროულად ორი ბატონის მსახური იყო!ის მეცნიერებასა და კეთილდღეობაზე საუბრობდა,მაგრამ დიდი სპორტი და გართობა დროს ტარებაც ასევეა.ერთი მეორეს გამორიცხავს და ნეიმარის ცოცხალი მაგალითი, ჩვენს წინაა!
დავით 67
ამან გაუბერა ეტყობა. იამალის ნაირი სხვა ბევრი ფეხბურთელი გვყავსო. არადა დღეს N1 -ია. ვის ვინ მოსწონს ეს სხვა საკითხია. მაგრამ ვინც იტყვის რომ ის მეორეა ან უფრო ქვევით, მათ უბრალოდ ფეხბურთი არ ესმით
"ბარსელონამ" ესპარტს ხელშეკრულება გაუხანგრძლივა
"რეალმა" კურტუას კონტრაქტი გაუგრძელა
რამოსი კვლავ ლა ლიგაში? - ლეგენდარულ ესპანელს ახალი ვარიანტი აქვს
[VIDEO] ზივზივაზემ გერმანიაში დაბრუნებისთანავე გაიტანა
"ბარსელონამ" ესპარტს ხელშეკრულება გაუხანგრძლივა
"რეალმა" კურტუას კონტრაქტი გაუგრძელა
პოჩეტინომ "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარ მიზანზე ისაუბრა და ბავშვობის კერპი დაასახელა
კონტემ განმარტა, რატომ დატოვა "ინტერი" საჩემპიონო სეზონის შემდეგ
"ჩელსიში" გადასვლას არ ვნანობ, მაგრამ..." - ფერნანდო ტორესმა "ლივერპულის" დატოვებაზე ისაუბრა
"MLS-ი არასერიოზული ლიგაა, აქ ფეხბურთელებს პროფესიონალიზმი აკლიათ" - მიულერმა ამერიკელები გაანაწყენა
კვარაცხელიას ტრავმის გამო - პსჟ-მ შეიძლება ბრაზილიელი შემტევი დაიმატოს
მიხეილ სააკაშვილი: ამ ფეხბურთელებმა ქრთამი აიღეს რუსეთის სატრაპისგან - ზუსტად ამ 30 მილიონის შემდეგ, სულ უფრო ცუდად წავიდა ნაკრების საქმე
"ბარსელონა" გერმანიის ნაკრების მცველის შეძენას შეეცდება
"ბორჯღალოსნები" | ექვსი ცვლილება ჩემპიონთა ჯახში
ანგისას "ნაპოლიდან" წასვლა უნდა
Football Insider: მიქაუტაძის სასწრაფოდ შეძენის სერიოზული სურვილი პრემიერლიგის ორ კლუბს აქვს
"როგორც იქნა, გვირაბის ბოლოს სინათლე გამოჩნდა" - ჯორჯო კიელინიმ იტალიის ნაკრებზე ისაუბრა
"არსენალი" ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე 2 შემტევის დამატებას გეგმავს
მესიმ არგენტინის ფეხბურთის ასოციაციის ხელმძღვანელობასთან კავშირი გაწყვიტა
"ყველაზე მეტი ამ მწვრთნელისგან ვისწავლე, ის ჩემთვის მისაბაძი მაგალითი იყო" - ლუის ენრიკე
უარი უდიდეს ხელფასზე - გვარდიოლამ სარფიანი წინადადება დაბლოკა
[VIDEO] ბითაძის 20 წუთი - "ორლანდოს" 4-მატჩიანი მოგებათა სერია "ფილადელფიასთან" შეწყდა
ბასილაშვილი მეცის ჩელენჯერს ტრავმის გამო ჩაეხსნა
"ძალიან მეცოდება" - უმტიტიმ ვინისიუს ჟუნიორზე ისაუბრა
100-იანთა კლუბში - ფლიკზე სწრაფად ეს მხოლოდ ლუის ენრიკემ შეძლო
[VIDEO] "ეს მიკერძოებულობაა! 21-ე საუკუნეში ვცხოვრობთ!" - იამალის მამამ "ოქროს ბურთის" შედეგებზე ხმაურიანი განცხადება გააკეთა
"ბარსელონამ" ესპარტს ხელშეკრულება გაუხანგრძლივა
"მისი წყენინება არ მიცდია" - ტიერი ანრიმ იამალთან დაკავშირებულ ხუმრობაზე ისაუბრა
ისევ შარში გაეხვა - იამალის მამამ ოფიციანტს შეაფურთხა, თანამშრომელს ხელი გაარტყა და დაუბრკოლებლად გაფრინდა ლონდონში
"პსჟ ახლა ჩვენზე უკეთესია" - რა თქვა ფლიკმა მატჩის შემდეგ
"ფორვარდს ნამდვილად ვეძებთ. ამ ადამიანს კი ძალიან ვენდობი" - ფლიკმა "'ბარსას" გეგმებზე ისაუბრა
იქნება თუ არა როდრი "ელ კლასიკოში" - ფლიკმა ესპანელ ფეხბურთელზე ისაუბრა
"მას უდიდესი პოტენციალი აქვს" - ფლიკმა საკუთარი გუნდის ფეხბურთელი შეაქო
[VIDEO] "ბარსელონამ" "ატლეტიკოს" თამაში შემოუტრიალა
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
"19 წლის იამალი თავის ასაკში მესისა და რონალდოზე ძლიერია" - სტივენ ჯერარდი
"ამაზე საუბარი გვჭირდება" - რა თქვა ფლიკმა ფორვარდის შესაძლო დამატებაზე?
"ეს პრიზი კუბარსისთვის უნდა მიეცათ" - იამალი Kopa Trophy-ს მიღების შემდეგ
"ბარსელონა" გერმანიის ნაკრების მცველის შეძენას შეეცდება
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა