ქართველების მორიგი მატჩების წინ "ლივერპულის" თამაშს განსაკუთრებით ველით, რადგან გიორგი მამარდაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იქნება. ისედაც დიდია მოლოდინი გიორგი მიქაუტაძის მიმართ და სანაკრებო პაუზამდე ბოლო კვირას ხვიჩა კვარაცხელია დაასრულებს.

შაბათს, 20:30 საათზე, "ჩელსი" "ლივერპულს" უმასპინძლებს. ეს დაპირისპირება ყოველთვის გამორჩეული, დაძაბული და საინტერესოა. ბოლო წლებზე ვერაფრით იტყვი, რომ ერთი მეორეს ჩაგრავს.

ბოლო ოთხიდან სამ მატჩში "ჩელსის" ფეხბურთელი გაუძევეს და მთავარ მწვრთნელ მარესკას ამაზე დაფიქრება და მუშაობა მოუწევს. საფიქრებელია ისიც, პრემიერლიგის ბოლო ორ ტურში ლონდონელებმა მხოლოდ ორი გაიტანეს და 5 გაუშვეს. მანამდე ფრე იყო, ასე რომ "არიატოკრატებს" 30 აგვისტოს შემდეგ ჩემპიონატში არ გაუმარჯვია.

შეხვედრას "ლივერპულიც" ორი წაგებით ხვდება, პრემიერლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე. მანამდე ხშირად გამართლება და ბოლო წუთების ფაქტორი იყო.

ალისონს მამარდაშვილი საკმაო ხანს შეცვლის, ეკიტიკეს დაზიანება კი უფრო მსუბუქია.

"სტემფორდ ბრიჯზე" "ჩელსიმ" "ლივერპულთან" ბოლოს 2020 წელს (0:2) წააგო, შემდეგ ბევრი ფრე იყო, 4 მაისს კი მასპინძლებმა (3:1) იმარჯვეს.

ამ მატჩიდან საკმაოდ მალე, 23:00 საათზე, "ვილიარეალი" მადრიდის "რეალს" ესტუმრება. გიორგი მიქაუტაძეს კიდევ ერთი დიდი გამოცდა, ამჯერად "ბერნაბეუზე". ჩვენებური შემტევ გუნდს იდეალურად მოერგო.

2023 წელს "ვილიარეალმა" "სამეფო კლუბი" მისსავე მოედანზე დაამარცხა. ასეთი რამ მათ 2018 წელსაც შეძლეს. ასე რომ, ახლაც შესაძლებელია.

ხაბი ალონსოს გუნდმა მადრიდულ დერბიში წააგო და გაბრაზებული იქნება, კილიან მბაპე კი დიდებულ ფორმაშია. სავარაუდოდ, ბრაზილიელი მცველი მილიტაო დაბრუნდება და მიქაუტაძეს მასთან დიდი დაპირისპირება ელის.

კვირას, 22:45 საათზე, "ლილი" "პსჟ"-ს უმასპინძლებს. ხვიჩა კვარაცხელიასთვის ლიგა 1-ის ახალი სეზონი ხშირი ტრავმიანობით დაიწყო. მთავარია, "კვარა" დროულად მომჯობინდა და გოლებისა და საგოლე პასების დაგროვებას აპირებს, რაც ჩემპიონთა ლიგასა და საქართველოს ნაკრებში უკვე შეძლო.

არავინ იცის, გადაღლილობისა და ტრავმიანობის ფონზე, ლუის ენრიკეს მხრიდან როგორ სასტარტო შემადგენლობას ვნახავთ. ამდენი დანაკლისის მიუხედავად, გუნდმა "ბარსელონა" მაინც დამაჯერებლად დაამარცხა.

პარიზელებმა "ლილთან" ბოლოს 2021 წელს წააგეს და წარმატებული სერიის გაგრძელებას მათგან კვლავ ველით.

კონფერენს ლიგა: სიგუას ლამაზი სოლო-რეიდი და საგოლე პასი
[VIDEO] კიტეიშვილი გოლით დაბრუნდა - "შტურმმა" "რეინჯერსს" მოუგო
[VIDEO] კიტეიშვილი დაბრუნდა და "რეინჯერსს" გაუტანა
ევროპალიგაზე "მიდტიულანდთან" სენსაციური მარცხი შემდეგ "ნოტინგემის" ფანები პოსტეკოღლუს გათავისუფლებას ითხოვენ
20 წლამდელთა ნაკრებს ვიტო კოლელიშვილი ჩაიბარებს
[VIDEO] კიტეიშვილი დაბრუნდა და "რეინჯერსს" გაუტანა
The Athletic: ალისონის ტრავმა ნავარაუდევზე სერიოზული აღმოჩნდა - მამარდაშვილს შანსი და გამოცდა ელის
კვერნაძე ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
"დე ბრუინი ლეგენდაა, ყოველთვის ვიცი, რომ თუ გავიხსნები, მიპოვის" - ჰოილუნი
"ისინი უპატივცემულოდ მომექცნენ" - ანტონიმ "მანჩესტერ იუნაიტედი" გააკრიტიკა
"ეს ერთადერთი რამაა, რისიც მეშინია" - ერლინ ჰოლანის გულახდილი ინტერვიუ
"ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ, რომ ჩვენთან თამაშობს" - როგორ ეხმაურებიან მიქაუტაძის თამაშს სოციალურ ქსელში?
ქოჩორაშვილი არ ათამაშეს - "სპორტინგი" "ნაპოლისთან" დამარცხდა
[VIDEO] მიქაუტაძემ "იუვენტუსს" გაუტანა - "ვილიარეალმა" და "იუვემ" ქულები გაიყვეს
[VIDEO] აი, გუნდი - პსჟ-მ ლიდერების გარეშეც კი მოუგო სტუმრად "ბარსელონას"!
[VIDEO] თბილისის "დინამოს" ახალგაზრდული გუნდი ჩემპიონთა ლიგის მეორე ეტაპზე გავიდა
[VIDEO] სადებიუტო გოლი ჩემპიონთა ლიგაზე - მიქაუტაძემ "იუვენტუსს" გაუტანა!
ეს მოხდა ბაქოში - "ყარაბაღმა" ისევ გაიმარჯვა და ჩემპიონთა ლიგის ლიდერებშია
ჩემპიონთა ლიგა: მიქაუტაძე სასტარტოშია - ქოჩორაშვილი სათადარიგოა
This Is Anfield: საბედნიეროდ "ლივერპულს" მამარდაშვილის სახით ალისონის მემკვიდრე ჰყავს - რამდენ ხანს იუქმებს ბრაზილიელი?
"რეალთან" 0:5-ის შემდეგ "კაირატის" მეკარე ავტომობილით დააჯილდოეს
ბაჩუკი ჭუმბაძე - ინგლისური გამოცდილებით ნოემბრის ტესტებისთვის
ოსიმენი: "გალათასარაი" მსოფლიოს საუკეთესო გუნდია
ჩემპიონთა ლიგა: მიქაუტაძე სასტარტოშია - ქოჩორაშვილი სათადარიგოა
დღეს - ენრიკე ხვიჩას გარეშე, მიქაუტაძე "იუვენტუსის" წინააღმდეგ
[VIDEO] სადებიუტო გოლი ჩემპიონთა ლიგაზე - მიქაუტაძემ "იუვენტუსს" გაუტანა!
[VIDEO] აი, გუნდი - პსჟ-მ ლიდერების გარეშეც კი მოუგო სტუმრად "ბარსელონას"!
[VIDEO] მიქაუტაძემ "იუვენტუსს" გაუტანა - "ვილიარეალმა" და "იუვემ" ქულები გაიყვეს
"ტოტენჰემი" მიქაუტაძის 60 მილიონად შესაძენად ემზადება
გადაწყვეტილება მიღებულია - ცნობილია, ითამაშებს თუ არა კვარაცხელია "ბარსელონას" წინააღმდეგ
"ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ, რომ ჩვენთან თამაშობს" - როგორ ეხმაურებიან მიქაუტაძის თამაშს სოციალურ ქსელში?
Le Parisien-ი კვარაცხელიას ტრავმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
ლუის ენრიკემ კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა
ასე მესის აჯობა - ესპანური მედია "ვალენსიას" მეკარეს იცავს
Le Parisien: კვარაცხელია პსჟ-ს შეიძლება ბარსელონაში გაჰყვეს
დღეს საფრანგეთის ჩემპიონატი დასრულდება - ხვიჩას ოქრო და სხვა ქართველების ამბები...