ჩინეთში მიმდინარე შანხაის 1000 ქულიანი ტურნირის საწყის ეტაპზევე არაერთი სენსაცია ვიხილეთ.

მეორე წრეში ყველასთვის მოულოდნელად ერთ-ერთი ფავორიტი ბენ შელტონი (6) გამოცდილ ბელგიელთან, დავიდ გოფინთან (87) 2:6 4:6 დამარცხდა. ამერიკელმა ჩოგბურთელმა მეტოქის ჩაწოდება 3 ცდიდან ვერცერთხელ ვერ მოიგო, თვითონ კი ამდენჯერვე დაბრეიკდა. მოგეხსენებათ, შელტონმა ამერიკის ღია პირველობის მესამე წრეში, ფრანგ ადრიენ მანარინოსთან მატჩის გაგრძელება ვერ მოახერხა (სეტებში 2-2 იყო), როგორც ჩანს, ტრავმა ბოლომდე მორჩენილი არ აქვს. გოფინის მომავალი მეტოქე კანადელი გაბრიელ დიალო (35) იქნება.

ფრანსის ტიაფომ (29) მოულოდნელად კვალიფიკანტ გერმანელთან, იანიკ ჰანფმანთან (159) 6:7 2:6 1:6 წააგო. გერმანელმა ჩოგბურთელმა 4 ორმაგი შეცდომა დაუშვა, პირველ ჩაწოდებას 52 % აწვდიდა, მეტოქე - 73, ამას ემატება გერმანელის 21 ეისი და ტიაფომ მატჩის რიტმი დაკარგა. ჰანფმანი ლორენცო სონეგოსა (44) და ფრანსის ტიაფოს დამარცხების შემდეგ ნოვაკ ჯოკოვიჩს (4) დაუპირისპირდება.

2025 წელს შესანიშნავ სვლაზე მყოფი ყაზახი, ალექსანდრ ბუბლიკი (16), რომელმაც წელს უკვე 5 ტიტული მოიგო, მოულოდნელად მონტე კარლოელ ვალენტინ ვაშეროსთან (202) 6:3 3:6 4:6 დამარცხდა. პირველი სეტის მოგების შემდეგ მიჯრით 2 სეტში 2-ჯერ დაბრეიკდა, მატჩში გარდატეხის შეტანა ვეღარ მოახერხა და სენსაციურად ბუბლიკმა შანხაის ტურნირი ნაადრევად დატოვა. რაც შეეხება ვაშეროს, მონტე კარლოელის მომავალი მეტოქე ჩეხი მოას მახაჩი (22) იქნება.

დღის ბოლოს კი ნორვეგიელმა კასპერ რუდმა (12) დაგვტოვა. სკანდინავიელმა ზიზუ ბერგს (45) პირველი სეტი 6:3 მოუგო, მეორე სეტში ბელგიელმა მეტოქე მე-12 გეიმში დააბრეიკა და წონასწორობა აღადგინა, მესამე სეტში კი რუდი ტრავმამ შეაწუხა, 4:1-ზე კი შეხვედრის გაგრძელება ვეღარ მოახერხა. ბერგსის მომავალი მეტოქე არგენტინელი ფრანსისკო სერუნდოლო (21) იქნება.

დაგეგმილი შეხვედრები 5 ოქტომბერს გაიმართება.

"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
დემეტრაშვილმა აბუ-დაბის გრანდ სლემზე ოქროს, ინანეიშვილმა კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
17-წლამდე ნაკრების შემადგენლობა შესარჩევი ციკლის მატჩებისთვის
წელს ვეღარ ითამაშებს - ლაკრუას ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა
სარფიანი კონტრაქტი შესთავაზეს - "ფენერბაჰჩე" მენდილიბარს იწვევს
კვერნაძე და კიდევ 2 სხვა - "რომა" ზაფხულში არჩევანს 3 ფეხბურთელს შორის გააკეთებს
პულიშიჩმა "მილანთან" კონტრაქტი გააგრძელა
აფრიკის თასი კვლავაც ყოველ 2 წელიწადში გაიმართება
იკარდი შეშლილივით ვარჯიშობს და ახალი კლუბის ვარიანტს ელის
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო
კვერნაძის დასამატებლად ნადირობა იწყება - ქართველს ახალი მსურველები ჰყავს
[VIDEO] "მასზე ყველაფერი არასწორი აღმოჩნდა" - მამარდაშვილის ხუმრობა "ჩელსისთან" მატჩის შემდეგ, რასაც დიდი მხიარულება მოჰყვა
კომპანიმ საავადმყოფოდან გამოწერეს, მაგრამ ჯერჯერობით სამუშაოს ვერ დაუბრუნდება
თუ ყოფილ გუნდთან დამარცხდება - სპალეტის სამსახური შესაძლოა, "ნაპოლიმ" დააკარგვინოს
"ყაზახეთის ლიგა საქართველოზე ძლიერი სწორედ ამიტომაა" - იონსენმა "ორდაბასიში" სასწაული მოახდინა და ჩვენს ჩემპიონატზე ისაუბრა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ლეგენდა მშობლიურ გუნდს უბრუნდება? - მესიმ შესაძლოა, კლუბი შეიცვალოს
"არარაობა სლუცკი და ბეჰემოთი ღურწკაია" - საფეხბურთო აგენტმა სლუცკის დასცინა და კითხვა დაუსვა, როგორ მოახერხა ქვედა ლიგაში გავარდნა, როდესაც გუნდში ხვიჩა ჰყავდა?
"ტორპედომ" და არაბიძემ კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყვიტეს
ქოჩორაშვილის 67 წუთი - "სევილია" თასის მომდევნო ეტაპზე გავიდა
საზონოვი შეცვალეს - "ხეტაფემ" თასზე თამაში შემოატრიალა