გიორგი შერმადინის სუპერშედეგიანი მატჩი ესპანეთის ჩემპიონატის პირველ ტურში. საქართველოს ნაკრების ცენტრმა ლაგუნა ტენერიფეს მაისურით ლიგა Endesa-ს პირველივე ტურში სუპერმატჩი გამოაცხო და გამარჯვებასთან ერთად MVP-ის ტიტული ჩაიჯიბა. შერმადინის სარგებლიანობის კოეფიციენტმა 38 შეადგინა, რაც შთამბეჭდავი შედეგია და თუკი დარჩენილ 5 მატჩში ამაზე მეტს ვერავინ მიითვლის, ქართველი ცენტრი პირველი ტურის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდება.

ტენერიფემ პირველ ტურში "მანრესას" უმასპინძლა და ქართველი ცენტრის დახმარებით 11 ქულის სხვაობით – 104:93. შერმადინი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 25:10 წუთი გაატარა. ქართველმა ლეგიონერმა 28 ქულა, 7 მოხსნა და 2 პასი დააგროვა. გიორგიმ 14-დან 10 ორქულიანი და 9-დან 8 საჯარიმო სროლა გამოიყენა. "ტენერიფეს" კიდევ ოთხმა კალათბურთელმა 10 და მეტი ქულის დაგროვება შეძლო: მარსელინო უერტასი (20 ქულა), ბრუნო ფიტიპალდო (11 ქულა), ხაიმე ფერნანდესი (18 ქულა) და როკას გიედრაიტისი (14 ქულა).

"ტენერიფე" მეორე ტურის მატჩს 11 ოქტომბერს, ანდორაში, ამავე სახელწოდების გუნდთან გამართავს, რომლის ღირსებასაც შერმადინი 2 სეზონის განმავლობაში იცავდა. რაც შეეხება ესპანეთის ჩემპიონატში მოასპარეზე სხვა ქართველებს, თორნიკე შენგელიას, ბექა ბურჯანაძის და მათე ხატიაშვილის გუნდები პირველი ტურის მატჩებს დღეს, 5 ოქტომბერს ჩაატარებენ. დღეს შენგელიას დაბადების დღეა და ბარსელონას ქართველი ფორვარდი ვალენსიაში ითამაშებს.

GBF

ზაზა
ჯიგარი ხარ შერმო
aburjga
ნაკრებში გამთამაშებელი არ ჰყავს, ისე რომ იცოდეთ მწვრთნელიც ვერაა მთლად დალაგებული!
საქართველო
დამავიწყდა აღნიშვნა და აქ დავამატებ,ხუთ შვილს უზრდის საქართველოს შერმადინი და მისი ქართველი მეუღლე!
გიო
რავიცი, ნაკრებში ორ ქულაზე მეტს ვერ აგდებს
საქართველო
ყოჩაღ შერმო!სპორტულ მიღწევებთან ერთად დემოგრაფიაზეც ზრუნავს შერმინატორი,ხუთ შვილს უზრდის საქართველოს!!
[VIDEO] საბა ლობჟანიძის ულამაზესი გოლი MLS-ში
"ყოველი თამაშის წინ ღმერთს ვთხოვდი მოედანი ჯანმრთელად დამეტოვებინა, მაგრამ ამაოდ" - ხვიჩა კვარაცხელიამ ტრავმის შემდეგ პირველი განცხადება გააკეთა
"კვარავაჯოს" გზა ოქროს ბურთამდე: თანამედროვე ქართული ზღაპარი
პულიშიჩმა "მილანთან" კონტრაქტი გააგრძელა
აფრიკის თასი კვლავაც ყოველ 2 წელიწადში გაიმართება
იკარდი შეშლილივით ვარჯიშობს და ახალი კლუბის ვარიანტს ელის
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო
ქოჩორაშვილის 67 წუთი - "სევილია" თასის მომდევნო ეტაპზე გავიდა
საზონოვი შეცვალეს - "ხეტაფემ" თასზე თამაში შემოატრიალა
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
სპალეტი შეიძლება გადააყენონ
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
კვარაცხელიას დოჰას კლინიკაში პსჟ-ს პრეზიდენტი ეწვია
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
"რეალში" გადასვლით დიდი შეცდომა დაუშვა და "ლივერპულში" უნდა დაბრუნდეს - კარაგერმა არნოლდზე ისაუბრა
"კონტე უნდა მოვიდეს და ყველაფერი თავდაყირა დააყენოს" - სქოულზმა "იუნაიტედს" იტალიელის დანიშვნისკენ მოუწოდა
"მისი წყენინება არ მიცდია" - ტიერი ანრიმ იამალთან დაკავშირებულ ხუმრობაზე ისაუბრა
"მე "ოქროს ბურთს" კვარაცხელიას გადავცემდი" - ტონი კროოსმა ქართველზე კიდევ ერთხელ ისაუბრა
[VIDEO] საბა ლობჟანიძის ულამაზესი გოლი MLS-ში
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
[VIDEO] დონჩიჩის გარეშე და სანდროს გაზრდილი დრო - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" მარტივად დაამარცხა
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
[VIDEO] "ბარსელონამ" "ტენერიფეს" მეორე შეხვედრაც მოუგო და ფინალს მიუახლოვდა
18 ქულა 18 წუთში | შერმადინის შედეგიანობით "ტენერიფემ" ვერ იხეირა
ქართველების 4-4 ქულა ესპანეთში: შერმადინის დამაჯერებელი გამარჯვება, ანდრონიკაშვილი ბილბაოში დამარცხდა
გულის არითმია - გიორგი შერმადინისთვის სეზონი დასრულდა
[VIDEO] გიორგი შერმადინის ბენეფისი და MVP-ს ტიტული — ტენერიფემ რომა გაანადგურა
შერმადინი მოედანს დაუბრუნდა | "ტენერიფეს" დასანანი მარცხი "სარაგოსასთან"
[VIDEO] 36 წლის შერმადინის ფენომენალური მატჩი ესპანეთის ჩემპიონატში
[VIDEO] შენგელიას 14 ქულა - "ბარსელონამ" "ტენერიფე" დიდი ანგარიშით დაამარცხა
შერმადინის 10 ქულა, 7 მოხსნა და "ტენერიფეს" მარცხი "რიტასთან" ნახევარფინალში