საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ესპანეთში საწვრთნელ შეკრებაზე პირველი ვარჯიში გამართა.

საწვრთნელ პროცესში 23 ფეხბურთელი მონაწილეობდა. გუნდთან ერთად საბა ლობჟანიძეს და გიორგი გულიაშვილს არ უვარჯიშიათ, რომლებიც ნაკრებს დღეს შეუერთდნენ.

მოხლოებული მატჩების შესახებ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა, საბა გოგლიჩიძემ და ანზორ მექვაბიშვილმა ისაუბრეს.

საბა გოგლიჩიძე (ეროვნული ნაკრების წევრი): "რთული თამაში გველის. ამ ეტაპზე ესპანეთთან მატჩზე ვართ კონცენტრირებულები. ვიცით, რომ მეტოქე ძლიერია, თუმცა ეს ფეხბურთია და ასი პროცენტით მობილიზებულები გავალთ სტადიონზე. ვეცდებით, რომ მაქსიმალურად კარგ შედეგს მივაღწიოთ. სანაკრებო პაუზის წინ, კლუბში 90 წუთი ვითამაშე და სრულად მზად ვარ, რომ დავეხმარო გუნდს"

ანზორ მექვაბიშვილი (ეროვნული ნაკრების წევრი): "ძალიან რთული გასვლითი მატჩები გვაქვს ჩასატარებელი. ვფიქრობ, აუცილებლად გვექნება ესპანეთთან შეხვედრაში ჩვენი შანსები და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ დადებითი შედეგის დასაფიქსირებლად. თითოეულ ქულას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. სექტემბრის შეკრების შემდეგ, ყველაფერს ვაკეთებდი იმისთვის, რომ მოახლოებულ მატჩებისთვის კარგ კონდიციაში ვყოფილიყავი და მზად ვარ იმისთვის რომ ნაკრებს დავეხმარო".

სანაკრებო პაუზის ფარგლებში, ჩვენი გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ორ შეხვედრას გამართავს. 11 ოქტომბერს ნაკრები ესპანეთს ელჩეში დაუპირისპირდება, ხოლო 14 ოქტომბერს თურქეთს ესტუმრება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ლივერპული, ინგლისი), ლუკა გუგეშაშვილი (პაოკი, საბერძნეთი), დავით კერესელიძე (დილა, გორი)

მცველები: გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), ლაშა დვალი (ცსკა 1948 სოფია, ბულგარეთი), ირაკლი აზაროვი (შახტარი, უკრაინა) ლუკა ლოჩოშვილი (ნიურნბერგი, გერმანია) გიორგი გოჩოლეიშვილი (ჰამბურგი, გერმანია), საბა გოგლიჩიძე (უდინეზე, იტალია), ივა გელაშვილი (პანსერაიკოსი, საბერძნეთი)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი (სპორტინგი, პორტუგალია), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), ნიკა გაგნიძე (კოლოსი, უკრაინა), ვლადიმერ მამუჩაშვილი (ტორპედო, ქუთაისი), ნოდარ ლომინაძე (ეშტორილი, პორტუგალია), გიორგი წიტაიშვილი (მეცი, საფრანგეთი), ზურიკო დავითაშვილი (სენტ-ეტიენი, საფრანგეთი), საბა ლობჟანიძე (ატლანტა იუნაიტედი, აშშ), ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე (ჰაიდენჰაიმი, გერმანია), გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), გიორგი გულიაშვილი (სარაევო, ბოსნია-ჰერცეგოვინა), გიორგი მიქაუტაძე (ვილიარეალი, ესპანეთი)

NAKREBI.GE

ბს
ქართულად წერა თუ ძმა ხარ, მართლა, აგრესიის გარეშე!
Gio
Bichbs xshirad ayurebiet saberznettan tbilisuri machi da evropaze portugaliastan machi.tavdajereba ufro unda igrznon.espaneti zlieria,mahram arc chven vart advili dasamarcxebeli.ai amas tu grmad daijerebs da sheigrznobs mashin moedanze iqneba is bolo txutmeti witis tamashi rac turqetan qondat.espanettma tu ver moigo magit araferi daakldeba,magram chven gladiatorebad gvaqcevs turqetshi.11gladiatori warmoidginet moedanze sveticxovlobas turqetshi.
ქორ-პარიკმახერი
უილიამსი მარცხნივ, იამალი მარჯვნივ და როდრი ცენტრში! ძალიან სერიოზული დანაკლისია. ეს რა თქმა უნდა ჩვენ შანსებს ზრდის! და კიდევ გავიმეორებ: ჩვენგან ისეთ მნიშვნელოვან ფეხბურთელებს აქვთ ყვითლები, რომ ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ ბიჭებო. თურქეთთან თამაშის ამ მიზეზით გამოტოვება ა არაფრით არ შეიძლება.
ქორ-პარიკმახერი
ბიჭებო ვისაც გაფრთხილება გაქვთ ფრთხილად, ყვითელი ბარათების გარეშე!

ესპანეთი ნებისმიერი შემადგენლობით ძალიან ძლიერია,მაგრამ როცა ნიკო უილიამსი და ლამინ იამალი არ გიტევს,მაინც საგრძნობი სხვაობა იქნება.ტრადიციულად სუსტად ვიწყებთ ხოლმე და სასტარტო დაწოლას თუ გავუძელით,მერე ცოტა გაგვიადვილდება.პრობლემა უფრო ის არის,რომ ჯგუფიდან გასვლა თუ გვინდა,თურქეთში უნდა მოვიგოთ და საიქაოდ გვჭირდება ძალების და შემადგენლობის შენახვა.რამდენიმე წამყვან ფეხბურთელს,გაფრთხილებები აქვთ და ესპანეთთან გაფრთხილება,ან გაძევება,მათთან თამაშის გამოტოვებას გამოიწვევს.საამისოდ,პირველ რიგში,კონცენტრაციასთან ერთად,საღი,ცივი გონებით თამაში გვჭირდება.შანსები ჩვენც შეგვექმნება და თუ გამოვიყენებთ,რა თქმა უნდა ფსიქოლოგიურად დიდი სტიმული მოგვეცემა,თუმცა თურქეთი მაინც მთავარი ამოცანაა!წარმატებებს და გამართლებას ვუსურვებ ჩვენ ბიჭებს,ორივე თამაშში.ჩვენი დღევანდელი ნაკრები,ევროპის ჩემპიონატისდროინდელზე ძლიერია,უფრო ღრმა,უფრო გამოცდილებამიღებული შემადგენლობის გამო და ცოტა გამართლებაც თუ გვექნა,მთავარი ამოცანის გადაჭრაც შესაძლებელი გახდება.
ვასილიჩი
რა კარგია ბოლოს ფრე რომ დაწერე. ღმერთმა მოგვაგებინოს მაგრამ ფრეც იდეალურია
lasha
სასწაულების იმედი ყოველთვის უნდა გვქონდეს ბოლო-ბოლო 7 ფეხბურთელი გვყავს ტოპ-5 ლიგიდან და კიდევ რამდენიმე პორტუგალია, ავსტრია, ურკაინა. ასეთი შემადგენლობა რო იცოდეთ ბევრ ევროპულ ნაკრებს არ ყავს. თუ გავითვალისწინებთ რომ ეპანეთს რამდენიმე ძირითადის მოთამაშე არ ყავს. რატომაც არ უნდა ვიფიქროთ თუნდაც ფრეზე :)
R. M.
ესპანეთთან ვითამაშოთ თავისუფლად-ყოველგვარი წნეხის გარეშე (ყოველთვის უკეთ გამოგვდის ასე თამაში), შეიძლება ქულა მაინც ავიღოთ. ხოლო თურქეთთან , ყველაფერი უნდა დავდოთ და 3 ქულა წამოვიღოთ! ( მოსაწონი უნდ ვაკეთო აბააა :))))
Achi
Mamarda,kakaba,dvali,goglichidze,azara,gochola,kite,kochora,kvara,zuriko,jorji. Egaris dxesdxeobit chveni super shemadgenloba da mainc echvmaksrom xut mcveliani TU vitamashet kashias daayenebs mainc gamocdilebis xarjze (((
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
"ეს წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა იყო" - ნინა დრამამ მერაბ დვალიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა
"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"ნეტა მანდ ვყოფილიყავი" - ლაშა ბექაური მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"რატომ დუმდით მაშინ, როცა მერაბმა დაღესტნელ მოჭიდავეს უმიზეზოდ დაარტყა?" - ისლამ მახაჩევმა უსმან ნურმაგომედოვი დაიცვა
[VIDEO] მამუკელაშვილის მაგარი მატჩი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ - "ლეიკერსმა" ზედიზედ მეშვიდე მატჩი მოიგო
"ჩამოიყვანეთ და "ფერარებით" "აკატავეთ", თავი სახლში აგრძნობინეთ" - რატი ანდრონიკაშვილი მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"კვერნაძემ შეიძლება "ფროზინონე" ნაახალწლევს დატოვოს" - ჟურნალისტი მიზეზს განმარტავს
შეკრების მესამე დღე | ნაკრებმა 23 ფეხბურთელით ივარჯიშა
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
ნაკრები ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს - დებიუტანტებმა კომენტარები გააკეთეს
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი