ბრაზილიელი ვარსკვლავი კაზემირო, რომელიც მადრიდის "რეალის" რიგებში 2013-2022 წლებში თამაშობდა და ისტორიულად ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელია, აღიარებს, რომ მისი გვარი ფორმაზე თითქმის მთელი კარიერის განმავლობაში არასწორად ეწერა.

"ჩემი ნამდვილი სახელი კარლოს ენრიკე კაზიმიროა — ი-თი, არა ე-თი," — განაცხადა ფეხბურთელმა ინტერვიუში, რომელსაც One Football ავრცელებს.

33 წლის ნახევარმცველის თქმით, შეცდომა შემთხვევით მოხდა მის კარიერის დასაწყისში, როცა ის "საო პაულუში" გამოდიოდა:

"მახსოვს, ერთ მატჩში კლუბმა ჩემი გვარი არასწორად დაწერა — Casemiro-ს ნაცვლად Casimiro უნდა ყოფილიყო. იმ შეხვედრაში ძალიან კარგად ვითამაშე და სიმართლე რომ ვთქვა, რადგან ცრუმორწმუნე ადამიანი ვარ, ვთქვი: "არაფერი შეცვალოთ, ასე დავტოვოთ — თუ ასე მიდის, ნუღარ ვეხებით!" — იხსენებს ფეხბურთელი ღიმილით.

მიუხედავად იმისა, რომ შეცდომა მხოლოდ ერთ თამაშში მოხდა, ის სამუდამოდ დაუმკვიდრდა. "ასე დარჩა. მაგრამ ჩემი ნამდვილი სახელი მაინც Carlos Henrique Casimiro-ა. ერთი მატჩის შეცდომამ მთელი ცხოვრება გამყვა," — თქვა მან.

ფონიჭალის მერი
რა აზრი აქვს ამ სიფათით კაზიმირო იქნები თუ ზარქუა?))))))
ზივზივაზეს ორი გოლიდან ერთი ჩაუთვალეს - "ჰაიდენჰაიმმა" ნანატრი გამარჯვება მოიპოვა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-2 რუსთავი. ალალი 3 ქულა ქვემო ქართლისკენ მიდის...
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-2 რუსთავი. ალალი 3 ქულა ქვემო ქართლისკენ მიდის...
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
[VIDEOS] ბითაძის მორიგი ორმაგი დუბლი მცირე დროში და მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ
პსჟ ინგლისის ნაკრების შემტევის შეძენას გეგმავს
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
"მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ვარ" - ჰარი მაგუაიერი
"ცუდი შედეგები მისი ბრალი არ არის" - "ლივერპულის" ხელმძღვანელობა სლოტს სრულ ნდობას უცხადებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე სლოვენია დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
"ლივერპული" ალისონს წასვლაში არ უნდა შეეწინააღმდეგოს - მთავარია, მამარდაშვილის დუბლიორი დაიმატონ" - ინგლისური მედია
"ოქროს ბურთი 2026". რეიტინგი განახლებულია - რა შანსები აქვს "კვარადონას"?
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა