საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი, ფიფას ტექნიკური განვითარების კომიტეტს უხელმძღვანელებს. კომიტეტის მიზანია ფიფას წევრი ქვეყნების ასოციაციების მხარდაჭერა და ფეხბურთის განვითარება ყველა დონეზე. კომიტეტი ფიფას წევრი ქვეყნების 24 წარმომადგენელს აერთიანებს, სადაც ძირითადად სხვადასხვა ქვეყნის ფედერაციის პრეზიდენტები არიან მიწვეული. აღნიშნულ პოზიციას საქართველოს წარმომადგენელი პირველად დაიკავებს.

სფფ-ის გენერალური მდივანი, დავით მუჯირი, მამაკაცთა ეროვნული ნაკრებების საშეჯიბრო კომიტეტის წევრი იქნება. კომიტეტი პასუხისმგებელია მაღალი რანგის ტურნირების გამართვაზე, აგრეთვე ფორმატისა და სხვა საორგანიზაციო საკითხების ორგანიზებაზე. აღნიშნულ კომიტეტებში საქმიანობა ოთხი წლის ვადით, 2025-2029 წლით განისაზღვრა. კომიტეტი ამ ეტაპზე ფიფას წევრი ქვეყნების 19 წარმომადგენელს აერთიანებს.

ფიფას პარალელურად, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი და გენერალური მდივანი საქმიანობას აგრძელებენ ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანოში. 2023 წლიდან ლევან კობიაშვილი უეფას აღმასრულებელი კომიტეტის წევრია. სფფ-ის პრეზიდენტი ასევე ხელმძღვანელობს უეფას ფეხბურთის კომიტეტს, რომლის წევრები ასევე არიან ვეტერანი ფეხბურთელები. მათ შორის, ლუიშ ფიგუ, დემეტრიო ალბერტინი, დეიან სავიჩევიჩი, ვლადიმირ შმიცერი და თეოდოროს ზაგორაკისი.

დავით მუჯირი კი, ფეხბურთის განვითარების და ტექნიკური მხარდაჭერის კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარეა. ლევან კობიაშვილთან და დავით მუჯირთან ერთად, უეფას კომიტეტებში სფფ-ის კიდევ ოთხი წარმომადგენელია. სფფ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, კახა ჭუმბურიძე ეროვნული ასოციაციების კომიტეტის წევრია, ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე იაშვილი ახალგაზრდული და სამოყვარულო ფეხბურთის, ვიცე-პრეზიდენტი აკაკი ალადაშვილი იურიდიული კომიტეტის, ხოლო ოთარ გიორგაძე - მედიის კომიტეტის წევრია.

GFF.GE

zaza
დიპსთეითი რაშუაშია უეფასთან და ფეხბურთან ომთან და იარაღით ვაჭრობასთან კიბატონო ომში ფულს ვინაკეთებს გამჩაღებელი და იარაღის მიმწოდებელი ხოდა ახლა მაგათ გინდ დიპსთეითი დაარქვი დაგინდ ჩ. საშადა კოლა შინაარსი ერთიაქ.
Piastry
აკაცუკებო ყველა ქვეყნისა შეერთდით:))))))))))
Porto
უსამშობლოები!!!! მაგ კატეგორიის ხალხს მალე გამოსწორება მოუწევთ!! მოიწევთ საქართველო შეიყვარონ და ქართულ დახელმწიფოს და ქართველ ხალხს ემსახურონ!!! დაგეგმილი და გამზადებულია ყველაფერი!!!!!!!!!!! საქართველოს გაუმარჯოს!!!!
ევროპა
კობი იგივე რუსია, უფრო სწორად მათი მონა
Გიო
Შენც მაგ აზრზე ხარ რომ მაკედონიის თამაში სრული დაწოლაა იყოო არააა? Და შემდეგში საბერძნეთი მოგვართბეს გულუკუღმა დაწოლილი, მე მასე ვფიქროობ, ისე ჯობდა ეს ნაკრები მოხვედრილიყო ევროზე რომელიც მოხვდა, ვიდრე ის მარა რატკივმეული ოყო და ხელი რომ მოაწერეს ამაზე ეგაა გულსატკენი (((
ზაზა
ელარჯი არვიციდა მაკედონია კი გაუტარეს ჩვენებმა უეფას და იმათაც დაუფასენ. ზოგადად რაც მეტი გავლენები ექნება უეფაში და ფიფაში მით უკეთესი ჩვენთვის.არაფრის გამო კიდე ქართველს უეფასა ფიფაში ესეთ თანამდებობეს არავინ მიცემდა.
llcl
მგონი გარკვევით გითხრათ გლდანის მაჟორიტარმა დეპუტატმა, რომ კრისტალბეტ ეროვნული ლიგა ფედერციის პრეზიდენტის პრეროგატივა არ არის!
გატუზო
თანამდებობისთვის დაბადებული. ენათალოი დედა.
ჰოი საოცრება))
ნამდვილი ფიგაროა, პირდაპირ ბეტმენია. სასწრაფოდ ორდენზეა წარსადგენი!!!!!!
ჩიტბუდე ბაბანგიდა
მთავარი გამოგრჩათ: როგორ მუხლჩაუხრელად შრომობს პარლამენტში! მის მიერ გატანილი კანონპროექტები დაუყონებლივ შედის ძალაში, ხალხი წაკითხვასაც კი ვერ ასწრებს, ნამდვილი გენიოსია ლევანი. ლენინს მხოლოდ 4 საათი ეძინა ღამე, ალბათ ლევანს მხოლოდ 2 საათი აქვს გამოყოფილი დასვენებისთვის. როგორი ენერგიული ახალგაზრდაა, აუცილებლად უნდა დაუბრუნდეს საფეხბურთო კარიერას, ძალიან ადრე წავიდა დიდი ფეხბურთიდან.
აფრიკის თასი კვლავაც ყოველ 2 წელიწადში გაიმართება
ლეგენდა მშობლიურ გუნდს უბრუნდება? - მესიმ შესაძლოა, კლუბი შეიცვალოს
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
პულიშიჩმა "მილანთან" კონტრაქტი გააგრძელა
აფრიკის თასი კვლავაც ყოველ 2 წელიწადში გაიმართება
იკარდი შეშლილივით ვარჯიშობს და ახალი კლუბის ვარიანტს ელის
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო
ქოჩორაშვილის 67 წუთი - "სევილია" თასის მომდევნო ეტაპზე გავიდა
საზონოვი შეცვალეს - "ხეტაფემ" თასზე თამაში შემოატრიალა
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
სპალეტი შეიძლება გადააყენონ
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
კვარაცხელიას დოჰას კლინიკაში პსჟ-ს პრეზიდენტი ეწვია
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
"რეალში" გადასვლით დიდი შეცდომა დაუშვა და "ლივერპულში" უნდა დაბრუნდეს - კარაგერმა არნოლდზე ისაუბრა
"კონტე უნდა მოვიდეს და ყველაფერი თავდაყირა დააყენოს" - სქოულზმა "იუნაიტედს" იტალიელის დანიშვნისკენ მოუწოდა
"მისი წყენინება არ მიცდია" - ტიერი ანრიმ იამალთან დაკავშირებულ ხუმრობაზე ისაუბრა
"მე "ოქროს ბურთს" კვარაცხელიას გადავცემდი" - ტონი კროოსმა ქართველზე კიდევ ერთხელ ისაუბრა
[VIDEO] საბა ლობჟანიძის ულამაზესი გოლი MLS-ში
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
[VIDEO] დონჩიჩის გარეშე და სანდროს გაზრდილი დრო - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" მარტივად დაამარცხა
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
სტამბოლში უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა
ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა
საქართველო და სომხეთი ფეხბურთში 2029 წლის მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატს უმასპინძლებენ
ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა
"მისი მაშინდელი სიტყვები დღემდე არ მავიწყდება" - ლევან კობიაშვილი ალექსანდრე ჩივაძეზე