ბრაზილიელმა მოდელმა ანა სილვამ ადგილობრივ ტელევიზია LeoDias-თან საუბარში, "რეალის" ვარსკვლავ ვინისიუსზე სკანდალური ისტორია მოჰყვა. ირკვევა, რომ ფეხბურთელს სილვასთან სექსუალური ურთიერთობა სურდა და მან ამის დამადასტურებელი "სქრინებიც" გაავრცელა.

ვინისიუმა გოგონა თავის მეგობართან ერთად ესპანეთში მარბელაზე მიიწვია და სილვას თქმით, მადრიდელთა შემტევს სექსი ორ გოგონასთან ერთად სურდა.

"ვინისიუსი სექს-მანიაკია... ის გამუდმებით მიგზავნიდა თავისი პენისის სურათებს. მას მხოლოდ სექსზე საუბარი სურდა. სხვა არაფერი. ის მხოლოდ სექსზე ფიქრობს. მე ვუთხარი, რომ საპიოსექსუალი (ადამიანი, რომელსაც სექსუალურად და გონებრივად აღაგზნებს პარტნიორის ინტელექტი, ჭკუა და გონება და არა მისი ფიზიკური მახასიათებლები ან გარეგნობა) ვარ... მიყვარს ჩემს პარტნიორთან საუბარი. არ მომწონს, როცა ვინმე გამუდმებით ბინძურ რაღაცებზე მელაპარაკება, მას არ შეუძლია საუბრის გაგრძელება, მხოლოდ სექსი, მხოლოდ სექსზე საუბარი.

ვინისიუსს ვეუბნებოდი, რომ არ ვარ ისეთი გოგონა, რომელიც ასე უბრალოდ სექსუალურ ვიდეოს ან ფოტოს გაუგზავნის და ეს უნდა დაიმსახუროს. ვუთხარი, რომ მისთვის უფრო ადვილი იქნებოდა OnlyFans-ის გამოწერა ან პორნო საიტზე შესვლა, რადგან ჩემთვის მისი საქციელი ძალიან ეგოისტური და მანიაკალური იყო".

გოგონამ აღნიშნა, რომ ყოველივე ამის შემდეგ ფეხბურთელმა ბოდიში მოუხადა და შემდეგი სახის შეტყობინება გაუგზავნა.

"ბოდიში, პატარავ. მე მშვენივრად მესმის შენი. ჩემი შეცდომაა... არასწორად დავიწყეთ და იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად იქნება. პატივისცემა ყოველთვის ყველაზე მაღლა დგას!".

შემდეგ სილვამ ისაუბრა ინციდენტზე, როდესაც ვინისიუსმა ის ესპანეთში მიიწვია და მარბელაში შეხვედრაზე დათანხმდა, მაგრამ ფეხბურთელამ გარკვეული პირობა დააწესა.

"მან მითხრა, რომ ერთი გოგონა მეპოვნა და მასთან ერთად ესპანეთში, მარბელაზე ჩავსულიყავით. ვინისიუსმა ამ გოგონა ფოტოები და Instagram-ის პროფილი მთხოვა. მან პირდაპირ სამ ადამიანში სექსი არ შემომთავაზა, მაგრამ ყველაფერი ცხადი იყო.

მას შემდეგ რაც ჩემმა მეგობარმა გოგონამ გამგზავრებაზე უარი განაცხადა, ვინისიუსის საქციელი შეიცვალა. ის აღარ იყო დაინტერესებული მარტო ჩემთან შეხვედრით, რადგან მეტი კომპანიონი სურდა.

ამიტომ შევთავაზე, რომ გეი მეგობარი მამაკაცი მოეწვია. მაგრამ ვინისიუსს ეს არ აინტერესებდა", - თქვა სილვამ.

ინფორმაციისთვის, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვინისიუსს 26 წლის მეგობარი გოგონა, სამი შვილის დედა ტელეწამყვანი ვირჯინია ფონსეკა სწორედ ღალატის გამო დაშორდა. ფეხბურთელმა გუშინ სოციალურ ქსელში წერილი გაავრცელა, სადაც ფონსეკას პატიება ღიად სთხოვა.

"ყველას გვაქვს ისეთი მომენტები, რომლებიც გვაიძულებს დავფიქრდეთ და გავიზარდოთ. ცოტა ხნის წინ განვიცადე სიტუაცია, რომელმაც მაფიქრებინა, რომ საკუთარ თავში ჩამეხედა, ამერჩია დამოკიდებულება, რომელიც არ ასახავს იმას, თუ ვინ მინდა ვიყო და როგორი ურთიერთობების აშენება მინდა.

ვირჯინია საოცარი ქალია, მშვენიერი დედა და ადამიანი, რომლის მიმართაც უდიდეს სიყვარულსა და პატივისცემას ვგრძნობ. მას შემდეგ, რაც შევხვდით, ის ბევრჯერ ჩამოვიდა მადრიდში ჩემს სანახავად, მიატოვა სამსახური, ვალდებულებები და ცხოვრება, რადგან ჩემთან ყოფილიყო.

მე შევხვდი შესანიშნავ დედას, წარმოუდგენელ პარტნიორს. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად ჯერ არ ვიყავით წყვილი, გულწრფელი კავშირი გვქონდა. არ მრცხვენია ვაღიარო, რომ უგულებელვყავი, საუკეთესოდ არ ვუპასუხე და იმედი გავუცრუე.

ამიტომ, მინდა საჯაროდ, ღია გულით ბოდიში მოვუხადო, რადგან მივხვდი, რომ ნამდვილი ურთიერთობები მხოლოდ მაშინ არსებობს, როდესაც არის პატივისცემა, ნდობა და გამჭვირვალობა. ახლა ნამდვილად მინდა ყველაფრის "გადატვირთვა". არანაირი ტყუილი, არანაირი ჩხუბი, არანაირი ნიღბები. დიდი სიყვარულით, ზრუნვითა და პატივისცემით", - წერს ვინისიუსი.

1988
სურათებს უგზავნიდა ხო ამხდლა მილოარდიან კარიერას ჩაიგდებდა საბრთხეში და ახლა წავიდა წყვეტა გააკარით ჯვარს, ერთსაც გავარტყი და მეორესაც
ზურა
ბიჯოო ვინისიუსს თავმოყვარე ქალმა რატომ უნდა მიცეს ვერ ვხვდები თუნდაც ფულის გამო?რას გავს უნიტაზს უგავს პირი.ნამდვილი გორილაა...ანგელოზივით ქალია ამ გაზანგულს როგორ უნდა გადაუშალოს ფეხები ფუიი
გიორგი
რა სექსუალური მანიაკი ფოტოზე რაცაა ზუსტად ისაა
დევკალიონ
ცხოველებს უფრო მეტი ზნეობა აქვთ ვიდრე ამ ასოებს
ჩვენთან გასკვანჩავდნენ
იმ ქვეყანაში პოლიცია არსებობს?
ზაკო
ვინიმ თავის სურათი გაუგზავნა და ამ ჩერჩეტმა კიდევ რა წამოროშა, ისე ნათქვამია მელას რაც ელანდებოდა ის ესიზმრებოდაო. ისე საწყალი ვინი რავა ყველა იმას ამსაგავსებს

ვნისიუსი რომ მთლად ნორმალური არაა ეს აშკარაა თუმცა ამ გოგონებს ეს დიდად არ ანაღვლებთ!!!!
ჯონათან
იასნა სხვა რა უნდა გეფიქრა აბა 1))))
წატი შენი
და ამას უნდოდა ოქროს ბურთი. რამხელა პრეტენზიები ქონდა ოქროს ბურთზე
გიორგი
სამარცხვინო სტატია სამარცხვინო კომენტარებით
ხირხალა
ქეთოი წმინდა კერაი გაუმარჯოს ბაბუულ!
ჯიბუტი
გამისკდა გული, მეთქი აცდუნა ქალიშვილი გოგო ამ ჯოჯოხეთის მაშხალამ/
გიგო პაპა
მაინც ვერ გავიგე, ბოლო - ბოლო ვისი ვისაშია?! იამალა დაითრიონ და გრუპავუხა ჰკრან, ტრავმა აქვს და ეცლება მაგათთვის. :) მერე იმის დედა ებანიაც დაპატიჟონ და წავიდააა გუგუნი საზანგეთშიიიი:)
aburjga
ზემოდ დაწერილი სტატიიდან მხოლოდ ერთი დასკვნა გამპოვიტანე - ვირჯინია ფონსეკა არის ქალი ძუნკალი და დეგენერატი!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"მიალბისთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...
"რეალმა" ვინისიუსს წლიურ გასამრჯელოდ 22 მილიონი შესთავაზა - ბრაზილიელი მეტს ითხოვს
სეზონის ბოლომდე კვლავ “ლიონში”? - ენდრიკს საფრანგეთში უხმობენ
მოთხოვნებს ჯერ ვერ უკმაყოფილებენ - "რეალი" და ვინისიუსი შეთანხმებას ვერ აღწევენ
ვინისიუსის "ელ კლასიკოში" თამაში თითქმის გამორიცხულია
ქოჩორაშვილის "რეალთან" თამაში პრაქტიკულად გამოირიცხა
"არავის სჭირდება კონფლიქტური ვინისიუსი" - ბრაზილიელზე კანისარესმა და მოურინიომ ისაუბრეს
ვინისიუსი მნიშვნელოვნად გაიაფდა
[VIDEO] როდესაც პრესკონფერენციაზე ცოლი გირეკავს - ნავასის სახალისო შემთხვევა ჟურნალისტებთან შეხვედრისას
საყვედური მოურინიოსგან - ჟოზეს მბაპეს საქციელი არ მოეწონა
ვინისიუსმა "არსენალით" დაინტერესება გამოიყენა და "რეალთან" კონტრაქტი მომგებიანად გააგრძელა
"ახლა ჩემი პრიორიტეტი მეუღლე და შვილებია" - კარვახალმა "ხეტაფეში" გადასვლის მიზეზი განმარტა