მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტურში საქართველოს ნაკრები გასვლაზე ესპანეთთან 0:2 დამარცხდა. მატჩის დასრულების შემდეგ Nakrebi.ge-სთან საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა გიორგი ქოჩორაშვილმა ისაუბრა.

"ჩემი აზრით, ესპანეთის ნაკრები მსოფლიოში პირველი გუნდია. შევეცადეთ, იმ გეგმას მივყოლოდით, რომელიც თავიდანვე დასახული გვქონდა, მაგრამ ჩვენს წინააღმდეგ ძალიან მაღალი დონის მოთამაშეები თამაშობდნენ და გაგვიჭირდა.

რაიმეს შექმნა ბურთთან ერთადაც გაგვიჭირდა და უბურთოდაც. შევეცდებით, რომ ეს ყოველივე მალე დავივიწყოთ და ძალები აღვიდგინოთ. ამ დაცემაზე ერთად უნდა ვისწავლოთ, გულშემატკივრის გვერდში დგომა გვჭირდება. თავი არ უნდა დავხაროთ, ზემოთ ავწიოთ და ისევე როგორც აქამდე, ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ!", - თქვა ქოჩორაშვილმა.

მალხაზ ჯობავა
ლანძღვა გინების კორიანტელი კიარა, მერე სანიოლი უნდა წავიდეს სახლში, თუ თავმოყვარეობა აქვს. სანიოლის 4-1 გამხევი ჩეხები, 2-0 წამოიხია ფარერებმა!
გუგა
თუ თურქეთთან წარმატებას მივაღწიეთ, ჩავთვლით რომ ეს იყო სტრატეგიული მარცხი და გათვლა; თუ არადა წავა ლანძღვა-გინების კორიანტელი

უსაზიზღრესი თამაში!
გიორგი
ასეთი საშინელი თამაში ბოლოს როდის ითამაშა ნაკრებმა ვერ ვიხსენებ,პროგრესის მაგივრად მუდმივი რეგრესი გვაქვს!
Forzza
შეშა!!!
Lelo
Შეთანხმების სანიოლი არის უსუსტესი მწვრთნელი ყოველთვის მაგას ვამბობ. Ძლიერი გუნდების წინააღმდეგ მოთამაშე გუნდი როგორ არ მინახია მაგრამ ასეთი დამფრთხალი და შეშინებული გუნდი მე არ მინახია.
Lelo
Სპორტინგი ლამაზი თვალების და პრიჩოსკისთვის არ ათამაშებენ ამისთვის ბევრი ოფლისღვრაა საჭირო თორემ სხვა შემთხვევაში გაუშვებენ. Მოუკლო ქოჩორამაც და სხვებმაც ნაკრებში, ჯობია ფეხბურთზე კონცერტრირდეს და არა სხვა არასაფეხბურთო თემებისთვის იცლიდეს, ადრინდელ გამონათქვამების ვგულისხმობ, ადამიანს სპორტინგში რო თამაშობ უნდა გეტობოდეს მოედანზე.
ჭინჭრაქა
ქოჩორ, ეგ მოწოდება, რომ როცა დაეცემი უნდა წამოდგე, ბოქსშია. არ წამოდგები და წაგებული ხარ. აქ ფეხბურთია ძმაო. უბედურებაა ისაა, რომ როგორც კი დაიწყო თამაში ეგრევე დაეცით საკუთარ საჯარიმოში, კი არ დაგაგდეს, თქვენით დაეცით და სახით მინდორზე იხოხიალეთ ორი ტაიმი. ვინც გახოხიალათ, იმას მოსთხოვეთ რატომ გათამაშათ ისეთი ტაქტიკით, რომლითაც ბოლო 35 წლის მანძილზე ეროვნულ ნაკრებს არ უთამაშია. ჩახედე სტატისტიკას, მეტოქის ნახევარზე ვერ გადადიოდით. ან რა უნდა ისწავლოთ, როცა არაფერი გითამაშიათ და ნახევარი გუნდი უბრალოდ ერთმანეთს უყურებდა საკუთარ საჯარიმოში. ისეთი დაცვითი შემადგენლობა გაგიყვანათ სანიოლმა რომ საჯარიმოში ერთმანეთს ხელს უფრო უშლიდით ვიდრე უწყობდით ან ეხმარებოდით. გადაახვიეთ და უყურეთ როგორ ქაოტურად და უსუსურად იგერიებდით ბურთს უმისამართოდ ან უკეთეს შემთხვევაში აუტში. ნახეთ როგორ ვერ აწვდის კაკაბაძე ბურთს აუტიდან, არავინ ეხსნება, თითქოს ბურთის ეშინოდეთ. შემოიტანს და იქვე კარგავთ. საშინელი საყურებელი იყო ასე დაუძლურებული ნაკრების თამაშის ხილვა. შეხედე რას დარბოდნენ ესპანელები, ტიპები არ გაჩერებულან, სულ მოძრაობდნენ და თქვენ კი იდექით. ახალი ტაქტიკა გამოიგონა სანიოლმა დგომა საკუთარ საჯარიმოში და ყვითლების არ მიღება. ან მაგ ყვითელს ყველა ხომ არ მიიღებდით, ნორმალური ტაქტიკით რომ გეთამაშათ? დიდი ამბავი თუ თურქეთთან ვინმე გამოგაკლდებოდათ, რა აზრი აქვს მექვაბიშვილი იქნება მინდორზე, მამუჩაშვილი თუ დვალი ან კაკაბაძე? ყოველ ორ თამაშში ერთხელ რო ეცემი და დგები, ვანკა-სტანკა ხო არა ხარ? დაიმახსოვრეთ: საუკეთესო თავდაცვა ყოველთვის არის თავდასხმა. მაგიტომაც შეგჭამათ ესპანეთმა. ერთი სანტიმეტრი არ დაგითმოთ მინდორზე. გულშემატკივარმა მებრძოლი ნაკრები ვერ დაინახა და ეს არის ყველაზე მტკივნეული ჩვენთვის. ჯობია ნაკლები იბაქიბოქოთ, ნაკლები სელფები გადაიღოთ და მეტი იშრომოთ და ივარჯიშოთ, ამით პირველ რიგში თქვენს თავს წაადგებით და მერე სხვასაც გაახარებთ. გისურვებთ წარმატებებს და გამარჯვებებს. იმედია, თურქებს როგორმე დაამარცხებთ!
მამანაცოვიჩს-ს
ფეხბურთში მამა რა შუაშია თორემ,შენც არაკაცოვიჩი ყოფილხარ და მაგით რა იცვლება?ბიჭი საქართველოს შვილია,პირველ რიგში,მოედანზე თავს იკლავს,არც ნაკრებშია ნაცქოცებად დაყოფა და დიდება ღმერთს,რომ ასეა.როცა ყველა ერთად ვართ,მაშინ ვართ უძლეველები და ვინც ნაკრებში განხეთქილებების ჩათესვას ცდილობს,ყველა ქვეყნის მტერია,გინდ ნაცი იყოს და გინდ ქოცი.პარტიული სიმპათიები,ყველამ საარჩევნო უბანზე დააფიქსირეთ,სხვა დროს კი,საქართველოს პატრიოტ მოქალაქეებად დარჩით.
გურამ წადიიიი, ოეეე დაბერდი.
სპორტინგის ძირითადში ქონდა დამკვიდრების შანსი და ჯერ ვერ შეძლო. მოუკლო ჩვენმა ქოჩორამ ნაკრებშიც და ესაა პრობლემა.
რა შუაშია აქ პოლიტიკა?
აბა ეხლა რა შუაშია აქ მამანაცოვიჩი ან დედაქოცოვიჩი? ან ქოჩორამ რა დაგიშავათ, სულს და გულს დებს ყველა თამაშში. გადით და თქვენ ითამაშეთ მაშინ, შეგხედავთ ვისოვიჩები ხართ. ტეხავს რა ასეთი მიმართვა თურქებთან თამაშის წინ.
მამანაცოვიჩს
სამწუხაროდ სამი ფეხბურთელი გვყავს რომელშიც შენ არ შედიხარ მამანაცოვიჩ
გიორგი
სამწუხაროდ არ წაადგა ქოჩორაშვილს სხვა გუნდში გადასვლა და ფორმაშიც არ არის.
ჯადო
კარგი რა ქოჩორ, არ გვინდა რა ეგ გაზეპირებული ფრაზები, თავი არ დავხაროთ, წამოვდგეთ, ვიომოთ და ვიბაშიაჩუკოთ. 45 წელია მაგას ვუყურებთ, მოსმენილიც გვაქვს და ბევრჯერ გავლილიც. ფაქტია, რომ სუსტი მწვრთნელი გვყავს და ტლანქი და გადაბერებული დაცვის ხაზი. ესპანელებს მაინც შეხედეთ როგორი ბიჭები ყავდათ. ან ეს პანიკით თამაში რა უბედურებაა? ფსიქოლოგი მაინც დაიქირავეთ. რაც წუხელ სანიოლმა გათამაშათ, ეგ იყო სწორედ იმ გულშემატკივრის უპატივცემულობა, რომლის გვერდში დგომასაც ითხოვთ. ბოდიშსაც არ იხდის სანიოლი, ვერ ხვდება თავის შეცდომებს, მაგაშია მთელი უბედურება!
საქართველოში ჩამოსვლის მიზეზი, აქ გატარებული დრო და მსგავსება მის რეგიონთან - სანიოლი ფრანგულ Youtube არხს ჩვენი ქვეყნის შესახებ ესაუბრა
"ქართველები დღემდე ამას აკეთებენ... ფეხბურთელს უცხოელი სკაუტის გამო ნაკრებში იძახებენ, შემდეგ კი ეს ხდება..." - უკრაინის ნაკრების ყოფილი წევრი საქართველოს ნაკრებზე
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
სარფიანი კონტრაქტი შესთავაზეს - "ფენერბაჰჩე" მენდილიბარს იწვევს
პულიშიჩმა "მილანთან" კონტრაქტი გააგრძელა
აფრიკის თასი კვლავაც ყოველ 2 წელიწადში გაიმართება
იკარდი შეშლილივით ვარჯიშობს და ახალი კლუბის ვარიანტს ელის
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო
კვერნაძის დასამატებლად ნადირობა იწყება - ქართველს ახალი მსურველები ჰყავს
კომპანიმ საავადმყოფოდან გამოწერეს, მაგრამ ჯერჯერობით სამუშაოს ვერ დაუბრუნდება
თუ ყოფილ გუნდთან დამარცხდება - სპალეტის სამსახური შესაძლოა, "ნაპოლიმ" დააკარგვინოს
"ყაზახეთის ლიგა საქართველოზე ძლიერი სწორედ ამიტომაა" - იონსენმა "ორდაბასიში" სასწაული მოახდინა და ჩვენს ჩემპიონატზე ისაუბრა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ლეგენდა მშობლიურ გუნდს უბრუნდება? - მესიმ შესაძლოა, კლუბი შეიცვალოს
ქოჩორაშვილის 67 წუთი - "სევილია" თასის მომდევნო ეტაპზე გავიდა
საზონოვი შეცვალეს - "ხეტაფემ" თასზე თამაში შემოატრიალა
[VIDEO] კვერნაძის სუპერმატჩი - "ფროზინონემ" "ლეჩე" გაანადგურა
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
სპალეტი შეიძლება გადააყენონ
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
კვარაცხელიას დოჰას კლინიკაში პსჟ-ს პრეზიდენტი ეწვია
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
"მსაჯმა მატჩის მოგების შანსი წაგვართვა" - "სევილიას" მწვრთნელი 1:4 მარცხის შემდეგ
ხვიჩა-ფერანი ერთდოულად - "მამარდას" მოლოდინი და სხვა მატჩები
ქოჩორაშვილის დაბრუნება გადაიდო - "სევილიამ" "ოსასუნა" დაამარცხა
ქოჩორაშვილის 67 წუთი - "სევილია" თასის მომდევნო ეტაპზე გავიდა
ქოჩორაშვილის "რეალთან" თამაში პრაქტიკულად გამოირიცხა
ქოჩორაშვილის გარეშე - "სევილია" "რეალთან" დიდი ანგარიშით დამარცხდა