ვეტერანმა ფეხბურთელმა გარეთ ბეილმა აღიარა, რომ ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ მას გაკოტრების ეშინოდა.

"რეალისა" და "ტოტენჰემის" ყოფილი ვარსკვლავი ამჟამად მშობლიურ კარდიფში ორ ბარს ფლობს, ასევე წილებს გოლფის ლიგაში, გარდა ამისა კონსორციუმმა, სადაც როგორც გაირკვა გარეთ ბეილიც შედიოდა, საფეხბურთო კლუბ "კარდიფის" შეძენა სცადა, თუმცა კლუბის ამჟამინდელმა მფლობელმა ვინსენტ ტენმა წინადადება იუარა.

ბეილის თქმით, ბევრმა სპორტსმენმა არ იცის ფინანსების მართვა, თავად კი ფულს ბიზნესში აბანდებს.

"იყო ერთი რაღაც, რისიც ყოველთვის მეშინოდა. ალბათ კითხულობთ ამბებს, თუ როგორ კოტრდებიან ესა თუ ის ცნობილი სპორტსმენები კარიერის დასრულების შემდეგ. მათ არ იციან ფინანსები როგორ მართონ.

ჩემი აზრით, სპორტსმენები ფუფუნებაში ცხოვრობენ, მე კი ასე არასდროს ვყოფილვარ. ყოველთვის ვფიქრობდი ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ რა მეკეთებინა.

სწორედ ამიტომ ყოველთვის ვცდილობ თანხის ჭკვიანურად დაბანდებას სხვადასხვა ბიზნესში. შესაძლოა, ერთმა ბიზნესმა არ იმუშაოს, თუმცა ამით არაფერი მთავრდება", - განაცხადა ბეილმა Front Office Sports-თან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, უელსელმა ფეხბურთელის კარიერა 2023 წელს დაასრულა. საკლუბო კარიერაში გარეთ ბეილმა 554 შეხვედრა ჩაატარა, 186 გოლი გაიტანა, 139 საგოლე პასი გააკეთა და ყველა შესაძლო ტიტული არაერთხელ მოიგო, მათ შორის 5-ჯერ ჩემპიონთა ლიგა, 4-ჯერ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი, 3-ჯერ ევროპის სუპერთასი, 3-ჯერ ლა ლიგა, 3-ჯერ ესპანეთის სუპერ თასი, ერთხელ ესპანეთის თასი და ერთხელ ინგლისის ლიგის თასი მოიგო. კარიერის ბოლო რამდენიმე თვე ბეილმა MLS-ში გაატარა, სადაც MLS-ის თასის და გულშემატკივართა ტიტულის გამარჯვებული გახდა.

alexandre
მაგარი იყო ბეილი! ტოტენჰემში მთლად სასწაული, არც რეალში შეურცხვენია თავი. წარმატებებს ვუსურვებ ცხოვრებაში.
დავით 67
ეგ საიდუმლო ინფორმაციაა. ზებროვიჩს ეცოდინება
ეკონომისტი
ვინმემ თუ იცის სად შეიძლება ნახვა კალათბურთის და ფეხბურთის ფედერაციების თანამშრომელთა (პრეზიდენტების ჩათვლით) ხელფასების და პრემიების რაოდენობა ბოლო 5 წლის განმავლობაში?
კოფე გნებავთ?
ვისაც აქვს იმას უფრო ეშინია ცხოვრების. ძირს ჩაქცეული ფაშისტები!!!
საბო: უკრაინის ნაკრებში ჩლუნგები და საშინელი ზაბარნი არიან
1 გოლი ჟირუსთან გათანაბრებამდე - მბაპე რეკორდსმენი სავარაუდოდ, მალე გახდება
უკრაინა საქართველოსთან მატჩს ახალი მწვრთნელით შეხვდება? - შევჩენკომ რებროვის მომავალზე ისაუბრა
სიმეონეს და "ატლეტიკოს" ისტორია გრძელდება - "ჩოლო" ჩასვლას არ აპირებს
Daily Mail-ი კვარცხელიას "არსენალში" შესაძლო ტრანსფერზე ინფორმაციას ავრცელებს
სმოლკინი-დევისის წყვილმა თავისუფალ პროგრამაში ასპარეზობის უფლება მიიღო
გადავა თუ არა ჰაკიმი "რეალში"? - აგენტმა კითხვაზე უპასუხა
18 წ. | შალვა მამუკაშვილი და მათე ბერუაშვილი მზადების შესახებ
U21. ლატვიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
1 გოლი ჟირუსთან გათანაბრებამდე - მბაპე რეკორდსმენი სავარაუდოდ, მალე გახდება
კლოპმა უარყო - იურგენმა გერმანიის ნაკრებისა და "რეალის" შესაძლო გაწვრთნაზე ისაუბრა
ბურუქის სამსახურით სერია A-სა და ინგლისის პრემიერ ლიგაში დაინტერესდნენ
იქნება თუ არა მთავარი მწვრთნელი მომავალ სეზონშიც - "ლივერპულმა" სლოტთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
[VIDEO] მეტელკინამ და ბერულავამ მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედლები მოიპოვეს
[VIDEO] კვარაცხელიას დუბლი - საქართველოს ნაკრები ისრაელს ფრედ ეთამაშა
[VIDEO] პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ისრაელს კვარაცხელიას გოლით ამარცხებს
კალანდაძის ნაცვლად საქართველოს ნაკრებს უცხოელი მწვრთნელი ეყოლება
ისრაელთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
კანკავას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
პსჟ-მ თავისას მიაღწია - "ლანსთან" მატჩი გადატანილია
U21 | ახალგაზრდული ხვალ ლატვიას დაუპირისპირდება
"რეალის" ყოფილ მწვრთნელს დემენციის დიაგნოზი დაუსვეს
არბელოამ ყველა მოხიბლა - ის "რეალის" მწვრთნელად შესაძლოა, მომავალ სეზონშიც ვიხილოთ
გარეთ ბეილმა 33 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა დაასრულა
BMV - "რეალის" შეტევას ახალი ზედმეტსახელი აქვს
ბეილი: ჩემპიონთა ლიგის ფინალი 5:0 დასრულდება
"ბარსელონას" და მსოფლიოს ვაფრთხილებ" - ბეილის განცხადება
"ის მწვრთნელი არ ყოფილა" - ბეილმა ზიდანზე ისაუბრა
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ყველაზე ცუდი ფეხბურთელებისგან შემდგარი თერთმეტეული დასახელდა, სადაც ბეილი და კვარაცხელიას თანაგუნდელიც მოხვდნენ