<p>რუსი მუსიკოსი საშა ლუკინი თურქეთისა და საქართველოს ნაკრების მატჩს დაესწრო. რუსი ტრიბუნაზე საქართველოს ნაკრების სექტორში მოხვდა, რითაც თავად მუსიკოსიც გაოგნებული იყო.</p> <p> </p> <p>"თურქეთის ეროვნული ნაკრები გუშინ მასპინძლობდა საქართველოს. მე, რადგან იმ დროს თურქეთში ვიყავი, ბუნებრივია, ასეთ მატჩს ვერ გამოვტოვებდი. ბილეთები გაყიდვის დაწყებიდან სულ რაღაც სამ საათში სრულად გაიყიდა. აბა, როგორ უნდა მოხვდე სტადიონზე? შევდივარ ქართული ბილეთების საიტზე — რაღაც ჩვენი kassir.ru-ის მსგავსზე. ვავსებ ყველა მონაცემს ქართულად, ვწერ, რომ, რა თქმა უნდა, საქართველოს ნაკრებს ვგულშემატკივრობ — და ვის ადარდებს, რომ რუსული პასპორტი მაქვს. გავგზავნე მონაცემები შესამოწმებლად და, “ვუალა”, ცოტა ხანში მომდის პასუხი: "გამარჯობა, ალექსანდრე ლუკინ — თქვენ ქართველი ხართ!“ ბოლო წუთამდე ვფიქრობდი, რომ სტადიონთან გამამხელდნენ და სტუმართა სექტორში არ შემიშვებდნენ, რადგან იქ ეწერა, რომ დაშვებულნი იყვნენ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები. რა, მე ქართველს არ ვგავარ კი მაგრამ?! კი როგორ არა, ზუსტადაც ვგავარ!) ასე რომ, შევდივარ სტუმართა სექციაში — ყველგან "ტორპედო ქუთაისის“ სტიკერები. სპეციალურად ვაჩვენებ ჩემს ასოს "T", იმ იმედით, რომ ვინმეს მაინც შევხვდები ან ქუთაისის ფანების მოძრაობას დავაკვირდები. დედაქალაქის „დინამო“ უკვე მინახავს — ყველაფერი ზუსტად ისეა, როგორც ჩვენთან: არცთუ შთამბეჭდავი მოკლედ, თითქმის არავინ საუბრობს ინგლისურად, „შავებში“ ჩაცმულები (ჰარდკორ ფანები) არ ჩანან, საქართველო აგებს 1–4-ს და კარგავს შანსს ჩემპიონატზე გასასვლელად. თურქები კი, როგორც ყოველთვის, უმაღლეს დონეზე არიან — შიზას, ხმაურისა და პერფორმანსის მხრივ. მთელი სტადიონი ფეხზე დგას და ერთი წამითაც არ ჩერდება. ეს ნამდვილად ყველაზე ძლიერი ფან-კულტურაა ევროპის აზიურ ნაწილში. თამაში გაიმართა იზმიტში, სტადიონზე, სადაც "კოჯაელისპორი" ატარებს საშინაო მატჩებს. დიდხანს ვცდილობდი ყველასთვის ამეხსნა, რომ ოდესღაც იქ ზაზა ჯანაშია ბრწყინავდა, მაგრამ არავინ გაიხსენა. სამწუხაროა, ძმაო არაფერია, წავედით წინ", - დაწერა ლუკინმა სოციალურ ქსელში.</p>
ლაშას
შე მართლა კვატო ზუსტადაც რო ბრწყინავდა.მე ვარ ნამყოფი სტადიონზე სადაც მთელი სტადიონი ზაზას სკანდირებდა.ცხოვრებაში შენთვის იქნებ გამარჯობაც არ უთქვია ვინმეს. და გინდა მეტი გითხრა?რო არა აფველაძეების ზეგავლენა და შანტაჟი (რისგამოც შუშაკმა კარებისკენ მიუთითა)ნაკრების მწვრთნელებზე ჯანაშია უფრო მეტ თამაშს ითამაშდბდა ნაკრებში😉
*
თურქების სექტორში თუ მოხვდებოდა იმათ მხარეს იქნებოდა... თითქოს ისტორიულად ეგრე არ იქცეოდნენ.
tngh
ძალიანაც კარგი... მთავარია ვის გულშემატკივრობდა!!!
-
რუსი აკაცუკი. რა უნდა, ვერ გავიგე.
ბილეთების ქართველ გამყიდველებსაც,
რუსეთის მოქალაქეს, ან სულაც, თურქს(თურქეთის გულშემატკივარს!) რომ ეყიდა ბილეთი "საქართცელოს ნაკრების კვოტით" ! ჰო რა, "რა პრობლემაა"?! "პლეხანოვ- მარჯანიშვილი" მიმდებარე ტერიტორიებით თუ შეიძლება გავყიდოთ გადამთიელებზე, დავით აღმაშენებელმა რომ ძლივს გაყარა თბილისიდან, ბილეთის გაყიდვა რა პრობლემაა !!!
ალექსანდრე ლუკინს
დაგიფსით რუსულ პასპორტზე! ღორს რათ უნდა საერთოდ პასპორტში. სტადიონზე კი არა ტალახშია ღორების ადგილი!
ჭინჭრაქა
სულ ფეხებზე არ ეკიდათ თურქ კონტროლიორებს რომელი ქვეყნის მოქალაქე შევიდოდა ქართველთა სექტორში? მით უმეტეს რუსი.
ბს
აუჰ დიდი ამბავი
Lelo
Ბრწყინავდა თუ არ ბრწყინავდა ქართველმა თუ ფეხბურთის გულშემატკივარი ხარ უნდა სცოდნოდა ზაზა ჯანაშიას გვარი თან ნაკრებშიც აქვს ნათამაშები უკანასკნელი ფორვარდი არ ყოფილა თან საკმაოდ კარგ დონეზე აქვს ნათამაშები. Მაგრამ აქ სხვა ამბავია სხვა ამბავია დღედაღამ რო ინტერნეტში არიან ზოგზოგიერთი იმათ ვინ მოასწრებს ბილეთის ყიდვას თან ფეხბურთის გაგებაში არ არიან და რამდენი ნამდვილი გულშემატკივარი რჩება და დარჩენილა წაუსვლელი სტადიონზე იმის გამო რო იმ ზოგიერთ ვითომ გულშემატკივარს ვერ დაასწრო ყიდვა. Ასეთებს დარწმუნებული ვარ არც ქინქლაძე და ჯამარაულის არსებობა ეცოდინებათ.
გიგო პაპა
დედაქალაქის დინამო უკვე ქონია ნანახი. გამოდის რომ იმ თამაშებს ესწრება, სადაც ქართული გუნდები ან ჩვენი ნაკრები მონაწილეობს. რა ინტერესი უნდა ქონდეს, თუ ჩვვენი გულშემატკივარი არ არის? ან ნაპოვნი აქვს საიტი, სადაც უპრობლემოდ ყიდულობს ბილეთს და თავი კიტრი გონია. იფიქრა ჯანაშიას ვახსენებ და ქართველებს გაუსწორდებათო. ის არ იცის რომ ჯანაშია საბჭოთა კავშირშია ჩარჩენილი და დღესაც ლოკომოტივზე ამოსდის მზე და მთვარე...
მინდია
თუნდაც მერე ის მეგობარო რომ სანამ ჩვენ აქ ნერვებს ვიწყვეტთ რომ რამენაირად ბილეთი ვიშოვოთ და რიგებში ვდგავართ საათობით და მერე ბილეთი რომ არ გვხვდება შვილის მოწყენილ თვალებს ვუყურებთ უცხოელები შემოდიან და ყიდულობენ
მწარე
მანდაც პასპორტ კონტროლი უნდა შემოიღონ?
ლაშა
ზაზა ჯანაშია ბრწყინავდა არა კვატი, იმ 90-იანებს ვერ გაცდნენ
ewd
mere?
"ეს "პიჟონები", ეს ზაბარნები, ეს ციგანკოვები გაძვრნენ ევროპაში - უკრაინა ფეხებზე არ უნდა დაიკიდოთ" - აღშფოთებულია კიევის "დინამოს" ყოფილი ფეხბურთელი
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
"ლომებმაც კი იციან, ნადირობა როდის მთავრდება" - იბრაჰიმოვიჩმა რონალდო გააკრიტიკა
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა
რამაზ სვანაძე: ამ ყველაფერს აუცილებლად დავასრულებთ - ამაში დარწმუნებული ვარ მეც და ჩემი გუნდიც
საფრანგეთი და იტალია დაზავდნენ, ბელგიამ თურქეთი დაამარცხა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?