ნოდარ ლომინაძე "ეშტორილის" აგვისტოს თვის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, ამის შესახებ ინფორმაცია პორტუგალიურმა კლუბმა სოციალური ქსელის საშუალებით გაავრცელა.

"ეშტორილი" აგვისტოში "ტონდელას", "გიმარაეშსა" და "ესტრელას" დაუპირისპირდა.

შეგახსენებთ, ლომინაძე ესპანეთისა და თურქეთის ნაკრებების წინააღმდეგ სამატჩო განაცხადში ვერ მოხვდა.

"ეშტორილი" პორტუგალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში 6 ქულით მე-16 ადგილს იკავებს.

.-ს-ს.ესპანეთთან რომ დაეყენებინათ,ჯერ ერთი,იმ მომენტში ბურთების სხვაობა გვჭირდებოდა და ეგეც არ იყოს,შესაძლოა ისე „გაედირკათ“,რომ საერთოდ გატეხილიყო,ბიჭი.მერე,შენ თუ არა სხვები აყვირდებოდნენ,ამ ხორცსაკეპში რატომ შეაგდესო,ბიჭი და მართლებიც იქნებოდნენ.მექვაბიშვილი ციდან ვარსკვლავებს არ წყვეტს,მაგრამ ევროპის ჩემპიონატის გამოცდილება აქვს და მას შემდეგ,გაცილებით თავდაჯერებული გახდა.ესპანეთთან კიტე და ქოჩორაც დაიკარგნენ და ნოდარს რა უნდა ექნა,მით უფრო დაბლა გაგორებულ ბურთზე?თურქებთან მაღალ ბურთებზე შეიძლება დაგვხმარებოდა,მაგრამ ილდიზსა და გიულერს,საყრდენ ზონაში,ეს ამხელა კაცი დრიბლინგში როგორ დაუდგებოდა?ახლა,როცა შანსები აღარ გვაქვს,შესაძლოა ესპანეთთან ათამაშოს და თითქმის დარწმუნებული ვარ,რომ ბულგარეთთან დააყენებს.გამოცდილებაც ეგ იქნება,რადგან სამი თამაში,გუნდში ადგილის საპოვნელად,ჩვეულებრივ საკმარისია ხოლმე.სანიოლს მისთვის იმ პირველი თამაშის შემდეგ,უკვე ექნებოდა მიცემული მითითებები,რაზე იმუშაოს,ნახავს,როგორ ექნება შესრულებული და მერე,მწვრთნელმა უკვე იცის,მისგან რა შეიძლება მიიღოს. რაც შეეხება ნაცნობობით და ფულით ნაკრებში დაძახებას,აქ ზოგიერთი რომ წერს,ეგ აკადემიებში კიდევ შეიძლება სჭრიდეს,აჰა,ვთქვათ ასაკობრივშიც,მაგრამ პირველ ნაკრებში გამორიცხულია.ვერავისზე იტყვიან,ეს ამას სჯობდა და არ დაუძახესო.განა რამდენი უნდა მისცენ,რომ მილიონიანი ხელფასის და სახელის საფრთხეში ჩაგდება ვინმემ გარისკოს?კვარას ჰყავს პატრონი,ზურიკოს და მამარდას,მშობლების სახით.თუ ვინმეს ენა მოუტრიალდება და რომელიმეზე იტყვის,პატრონის გამო დაუძახეს ნაკრებშიო,მის ნამუსზე იყოს.ყოველთვის ვერ მოიგებ,ხან ძალიან ცუდადაც ითამაშებ,მაგრამ ჩვენი ნაკრების ბიჭებს უნამუსობა დააბრალო,ეგ უკვე არაკაცობად მიმაჩნია.ყველა საკუთარი თავიდან გამომდინარე აფასებს სხვებს და ვინც ასეთ სიბილწეს გაიფიქრებს,საკუთარ სულში ეძებონ,ამ აზრების მიზეზი.
. -ს
მექვაბიშვილს გამოცდილება რომ აქვს ნიტომაა ნაკრები წარმატებული. როდის უნდა მიიღოს გამოცდილება სან-მარინო ჯგუფში არ გვყავს. დიახ ესპანეთან უნდა მისცემოდა 20-25 წუთი რომ თურქებთან უფრო დამაჯერებლად ეგრძნო თავი. ეშტორილი და მექვაბიშვილს რაღაც გუნდი სადაც სათადარიგოა როგორც ცა და დედამიწა ისეთი განსხვავებაა.
ნიკი
ფულის გადახდაზე საუბარი ნამდვილად ზედმეტია. უფრო ნაცნობობა, მეგობრობა, ნაᲗესაობა, ნაᲗლულობა სᲭრის ᲩვენᲗან.

ეშტორილი,თითქმის გასავარდნად განწირული გუნდია და ასეთ გუნდში რაღაცა იმედის შემტანი ფეხბურთელის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელება,კიდევ არ ნიშნავს,რომ სანაკრებოდ მზადაა.შენიშნეს,დაუძახეს,ათამაშეს და დარწმუნებული ვარ,სანიოლმა მითითებებიც მისცა,რაზე აქვს სამუშაო.ვერც ესპანეთთან და ვერც თურქეთთან,გამოუცდელ ფეხბურთელს ვერ დაეყრდნობოდა სანიოლი,რომელიც ძალიან მაღალი და საკმაოდ ნელია,ცქვიტ ესპანელ და თურქ შემტევებთან,ძალიან გაუჭირდებოდა ბრძოლა.ნოდარს ჯერ ყველაფერი წინ აქვს და აუცილებლად ითამაშებს,ნაკრებში.მაინც მგონია,რომ სხვა პოზიციაზე.
toti
და ეშტორილი მაგარი გუნდია? არ ვიცი არ ვიცი...
ბს
რაღა დროს აგვისტოა! სექტემბერი იქნება ნიკააალ, გადაამოწმე თუ ძმახარ, ხელფასი არ დაგაკლონ მაგის გამო
ეეჰ
ნუ ბავშვობ. ვინც ნაკრებშია ფული აქვს გადახდილი???
რუხი კარდინალი დვალიდვილ წყვეტს ნაკრებში ყველაფერს.
ნაკრების განაცხადში იმიტომ ვერ მოხვდა რომ მავანს არ გადაუხადა. მავანმა აგრძნობინა რომ თუ არ გადაიხდის მომავალში ნაკრებში საერთოდ აღარ მიიწვევენ. რამდენს ვწერდი ეს ბიჭი მაინტერესებს მეთქი და დრო არც მიეცა. მექვაბიშვილი შეუცვლელია და განუსაზღვრელი ნიჭის პატრონი დროს ხომ არ მოაკლებენ? ისეც რუმინეთის რაღაც გუნდში დრო არა აქვს სათამაშოდ და ნაკრებში ბურთი ხომ უნდა იგრძნოს ცოტა ფეხებში რომ მრგვალია.
კახა
და ასეთ ფეხბურთელს არ მისცა შანსი,მაშინ როცა მის პოზიციაზე ყველაზე მეტი ჩავარდნა გვქონდა. მექვავიშვილი შესაცვლელი იყო და კიტეც ძლივს დადიოდა
ცოტნე
ანზორა უკეთესია....
"კვარავაჯოს" გზა ოქროს ბურთამდე: თანამედროვე ქართული ზღაპარი
Geo Team: ლოჩოშვილი 5.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ ბუნდესლიგის კლუბს შეუერთდება
Breaking: სანდრო მამუკელაშვილი "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" კალათბურთელია!
ბექჰემი: "ოქროს ბურთს" მესი იმსახურებს
სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა
ტოდ ბოელიმ "ჩელსის" ხელმძღვანელის პოსტი დატოვა
ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა, "სევილიამ" ისევ გაიმარჯვა
კლოპი გერმანიის ნაკრების ძირითადი მეკარის საკითხში ჩამოყალიბდა
პსჟ "ლივერპულის" მთავარი იმედის გადაბირებას გეგმავს
"ნეიტრალური, მშვიდი ადგილი გვინდა" - დევისი და სმოლკინი ქორწილის გადახდას საქართველოში გეგმავენ
სანაკრებო სია: სად აქვს პრობლემა სანიოლს და რა სიახლეებს უნდა ველოდოთ
როდის იქნება თოფურია ბრძოლისთვის მზად და დაუბრუნდება ოქტაგონს - ქართველს გეიჯისთან რემატჩი სურს
ალიადერი: კვარაცხელია "არსენალისთვის" ფანტასტიკური შენაძენი იქნებოდა
"გიჟური საღამო გამოვიდა, ძალიან ბედნიერი ვარ" - მამარდაშვილი "ტოტენჰემთან" მატჩის შემდეგ "ლივერპულის" ოფიციალურ გვერდს ესაუბრა
ერთა ლიგაზე ფორმატი შეიცვალა - რა ახალი წესი დაამტკიცა UEFA-მ გუშინ გამართულ ყრილობაზე
ბასილაშვილმა თითქმის მოგებული მატჩი ბოლომდე ვერ მიიყვანა და თამაში შეწყვიტა
მესის ბოლო სანაკრებო შეკრება - ლეოს ეროვნული გუნდიდან 6 ოქტომბერს გააცილებენ
სკანდალი - უკრაინელმა ფეხბურთელმა გუნდი თვითნებურად დატოვა და კარიერას რუსეთში გააგრძელებს
[VIDEO] ალისონი აღფრთოვანებული დარჩა - რა რეაქცია ჰქონდა ბრაზილიელს მამარდაშვილის ბრწყინვალე მოგერიებაზე
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია
უარი უკრაინას - ქოჩორაშვილის თანაგუნდელმა შოტლანდიის ნაკრებში თამაში არჩია
"შავი ლომი" | 28 მორაგბით ინგლისში
განშორება უკვე ზამთარში? - პსჟ-ში ზაბარნის თამაშით უკმაყოფილონი არიან
ოფიციალურად - ლომინაძე "ტორპედოს" ფეხბურთელია
ლომინაძე არ ათამაშეს - მისი გუნდი დამარცხდა
ქუთაისის "ტორპედო" საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს იმატებს
ლომინაძე შეცვლაზე შევიდა - "ეშტორილი" "პორტუსთან" დამარცხდა
ქოჩორაშვილის და ლომინაძის გარეშე - "სპორტინგმა" "ეშტორილს" მოუგო
ლომინაძე შეცვლაზე შევიდა - "ეშტორილი" "ბენფიკასთან" დამარცხდა