MLS-ის რეგულარული სეზონის ბოლო ტურში მაიამის "ინტერი" "ნეშვილს" დაუპირისპირდა და 5:2 დაამარცხა. ლეგენდარულმა ლიონელ მესიმ აღნიშნულ მატჩში ჰეთ-თრიქისა და საგოლე პასის შესრულება მოახერხა.

"ლა პულგამ" 35-ე წუთზე ანგარიში გახსნა, 43-ე წუთზე კი სარიჯმა გაათანაბრა, ტაიმის მიწურულს შაფელბერგმა "ნეშვილი" წინ გაიყვანა, 63-ე წუთზე მესიმ პენალტით გაათანაბრა, 67-ე წუთზე კი როდრიგესმა "ინტერი" დააწინაურა.

81-ე წუთზე მესიმ ულამაზესი გოლი გაიტანა, 90+1 წუთზე კი სეგოვიამ მესის პასით ისარგებლა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

ლიონელ მესი 28 მატჩში 29 გატანილი გოლით 2025 წლის MLS-ის ოქროს ბუცის მფლობელი გახდა.

მაიამის "ინტერი" MLS-ის სატურნირო ცხრილში 65 ქულით მესამე ადგილი დაიკავა და ლიდერ "ფილადელფიას" 1 ქულით ჩამორჩა. "ფლორიდელები" პლეი-ოფს სწორედ "ნეშვილთან" დაპირისპირებით გახსნიან, გუნდებს შორის პირველი მატჩი 25 ოქტომბერს, განმეორებითი შეხვედრა კი 1-ელ ნოემბერს შედგება.

ვახო
სიტყვა "დაბერება" ლეო მესის მიმართ ამოიღეთ! კარგად ვნახეთ გუშინდელ თამაშში როგორ თამაშობდა! ისე რო ეგ სიტყვები მართლა ზედმეტია!
სიტყვები ზედმეტია
დაბერებული მესი და რონალდო ბრწყინავენ, ხოლო ჩვენი ნაკრების 23-24 წლის ფორვარდები ფეხს ძლივს დაათრევენ მოედანზე და ნაკრების წაგებათა სერიას უწყვეტად აგრძელებენ
დათო
ლეო ბარსაში,რომ ყოფილიყო მეცხრე და შეიძლება მეათე, ოქროს ბურთისთვისაც გამოეკრა ხელი.
ლადო
ლაპორტა! უყურებ ლეგენდის თამაშს? მაგ გასიებული ხელით, როგორ მოაწერე მის გაშვებას? ფუი შენს კაცობას? (უფრო არაკაცობას).

ისეთი ლამაზი გოლები გააქვს უცხო პლანეტელს, რომ არ მწყინდება რამოდენიმეჯერ მისი ყურება. ოქროს ბუცსს გილოცავთ ლეგენდავ!
.მესი,მესია!
არც სისწრაფით,არც სირბილით,არც ფიზიკით, არც ქონებით, ლეო მესი განთქმულია,ცაციით და ჭკუა-გონებით!/აკაკი წერეთელის „გამზრდელის“მიხედვით/
ვახო
უმაგრესი ფეხბურთელია ლეო მესი! მართლაც სიტყვები უკვე ზედმეტია მის შეფასებაში!
"მბაპე დიდი ხნის განმავლობაში ლიდერობდა" - კეინმა კილიანს "ოქროს ბურთი" ბოლო მომენტში გამოსტაცა
"ძალიან გაგვიმართლა, რომ გუნდში ასეთი ლიდერი გვყავს" - ტუხელმა კეინს "ოქროს ბურთის" მოგება მიულოცა
სკანდალის შემდეგ - რონალდოს სავარაუდოდ, ნაკრებში დააბრუნებენ
"მბაპე დიდი ხნის განმავლობაში ლიდერობდა" - კეინმა კილიანს "ოქროს ბურთი" ბოლო მომენტში გამოსტაცა
"ძალიან გაგვიმართლა, რომ გუნდში ასეთი ლიდერი გვყავს" - ტუხელმა კეინს "ოქროს ბურთის" მოგება მიულოცა
შონ დაიჩი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი ძაღლმა დაკბინა და 50-ზე მეტი ნაკერი დაადეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
"ვინ უნდა ჩაიბაროს "იუნაიტედი"? მათთან მიახლოებაც კი არავის მოუნდება" - ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე
"აი, ასე დავამარცხეთ "ბარსელონა" - ჟოზე მოურინიო
ქართველების 4-4 ქულა ესპანეთში: შერმადინის დამაჯერებელი გამარჯვება, ანდრონიკაშვილი ბილბაოში დამარცხდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] დონჩიჩის 52 ქულა და სანდრო ცენტრის პოზიციაზე - "ლეიკერსმა" ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
"ნაკრებიდან უნიკალური ფეხბურთელი წავიდა" - მოდრიჩი მესის არგენტინის ნაკრებში კარიერის დასასრულზე
"ის, რაც მბაპესა და ვინისიუსის თავს ხდება, მესის ბრალია" - ვეტერანმა ესპანელმა ფეხბურთელმა "ლა პულგა" გააკრიტიკა
"მაიამის ინტერმა" ახალ მთავარ მწვრთნელთან შეთანხმებას მიაღწია
სადებიუტო გოლიც ასეთი უნდა - საბა ლობჟანიძემ "ნეშვილს" გაუტანა [VIDEO]
[VIDEO] პოკერი და თან რა გოლებით! - გენიალური მესის მორიგი გაბრწყინება MLS-ში
[VIDEO] მესის მე-900 გოლი - მაიამის "ინტერი" კონკაკაფს გამოეთიშა
[VIDEO] მესის ულამაზესი ჯარიმა - მაიამის "ინტერმა" არგენტინელის დუბლით გაიმარჯვა
რონალდო: ლეო, შენი მემკვიდრეობა საუკუნეების მანძილზე დარჩება - გეხვევი
[VIDEO] მესის თავური გოლი - არგენტინელმა კარიერაში 49-ე ტიტული მოიგო
[VIDEO] მესიმ ქმედება, რომლის გამოც არგენტინელი ფულადი ჯარიმით დასაჯეს
ლიონელ მესის ბრწყინვალე გოლი და პირველი ტიტული ახალ კლუბში [VIDEO]
[VIDEO] სიტყვები უბრალოდ ზედმეტია - მესის ორი გენიალური გოლი 4 წუთში
[VIDEO] მესის ფანტასტიკური გოლი ჯარიმიდან - მაიამის "ინტერი" ბოლო წამებზე დამარცხდა
"ჩემი ფეხბურთელები თითქოს ხულიგნები იყვნენ" - ბენინის ნაკრების მწვრთნელის ასისტენტი არგენტინელების მოქმედებით უკმაყოფილო დარჩა
"მისი მსგავსი ფეხბურთელი აღარ დაიბადება" - კასანომ მესიზე ისაუბრა
[VIDEO] მესი გაჩერებას არ აპირებს - არგენტინელმა "ნეშვილს" დუბლი შეუსრულა