პრემიერლიგის მერვე ტურში „ლივერპული“ სახლში „მანჩესტერ იუნაიტედთან“ 1:2 დამარცხდა. მიუხედავად იმისა, რომ მასპინძელთა გუნდის მეკარეს გიორგი მამარდაშვილს გაშვებულ გოლებში ბრალი არ მიუძღვის, ანალიტიკური საიტებისგან დაბალი შეფასებები მიიღო.

Sofascore 6.5, flashscore 5.9, Whoscored 5.8.

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მეკარემ სენე ლამენსმა უფრო მაღალი შეფასებები დაიმსახურა: 6.9, 7.4, 7.3.

Mirza
შარშანაც გაუჭირდა ცოტა მაგრამ ვალენსიას მამარდას დამსახურებით მიაღწია რა პოზიციაზე გავიდა
გიორგი
არ იყო ეს აუღებელი ბურთი.გამოსვლაზე დააგვიანა
papai
მამარდას ბრალი იყო თუ არ იყო ფაქტია ვალენსიის მერე მაგრად მოკლებული აქვს, როგორც ნაკრებში ისე კლუბში.. ქართული კედელი უკვე ხმამაღალი ნათქვამი გამოდის
zura222
ორი მიზეზია რატომ ვერ თამაშობენ ეხლა გამოსვლაზე მეკარეები ჯერ ერთი რომ ახალი ბურთები სულ სხვანაირად იკერება სხვა მატერიალით მოძრაობის დროსაც იცვლის ტრაექტორიას და ძალას ან გგონია რომ ძლიერი დარტყმულია და ჩაწოდებაზე ვერ შეწვდებიან მეტოქეები და უცბად ბრახ ზედ თავზე აჯდებათ !და მეორე-ფეხბურთელებმა ისწავლეს ისეთი ჩაწოდებები რომ მეკარეები ადვილად ვერ ხვდებიან ზუსტად სად უნდა დახვდნენ ბურთს
ასეა ეს
საქართველოში პირველი მეკარე რამაზ ურუშაძეა. ხაზზეც ძლიერი იყო და გამოსვლებზე. რაც შეეხება კავაზაშვილს, საბჭოთა მეკარეების სამეულში შედის: იაშინი, რუდაკოვი, კავაზაშვილი და მეოთხეა დასაევი. იაშინზე არაფერს ვამბობ, მაგრამ რუდაკოვი უძლიერესი იყო. ტრავმამ შეუშალა ხელი, რომ 1970 წლის მსოფლიოზე ეთამაშა. იმ დროს ნაკრების პირველი მეკარე იყო და სამუნდიალო შეკრების დროს ერთ-ერთ ამხანაგურ მატჩში მიიღო ტრავმა და მსოფლიო გამოტოვა. კავაზაშვილი ძალიან ძლიერი იყო ხაზზე, სასწაული რეაქცია ჰქონდა და ლამაზი ნახტომიც. გამოსვლაზე კიდევ ბადალი არ ჰყავდა. მარტო მისი მუშტით მოგერიება რად ღირდა გამოსვლის დროს, თითქმის ცენტრამდე აღწევდა ბურთი, ისეთი ძლიერად ურტყამდა, როცა ხელში ვერ იჭერდა და მოგერიება იყო აუცილებელი. მამარდა ხაზზე კარგია, მაგრამ გამოსვლაზე აშკარად სუსტია. საერთოდ თანამედროვე მეკარეები გამოსვლებზე ძალიან სცოდავენ. არადა, ბურთი 30-40 მეტრიდან მოფრინავს და რა პრობლემაა მისი ტრაექტორიის განსაზღვრა და დროზე გამოსვლა კარიდან, რომ ბურთი მოიგერიო. ძველი თაობის მეკარეები, როგორებიც იყვნენ ბენქსი, მაიერი, ძოფი და საბჭოთა მეკარეები, თავით დარტყმულ ბურთს იშვიათად უშვებდნენ, იმიტომ რომ დროზე გამოდიოდნენ კარიდან. მოსკოვის ცსკა-ში იყვნენ პშენიჩნიკოვი, ასტაპოვსკი, მოსკოვის დინამოში პილგუი, დონეცკის შახტიორში დეგტიარიოვი, კიევის დინამოში ვიქტორ ჩანოვი, ესენი გამოსვლებზე ძალიან ძლიერები იყვნენ და მცველებს თამაშს უადვილებდნენ.
juna
კავაზაშვილმა მხოლოდ ტაშკენტში არ ითამაშა დინამოს წინააღმდეგ. თბილისში 1:3 ტორპედოს წაგებულ თამაშში იდგა, ერთხელ 1968 წელს მოსკოვში ჭელიძემ 35 მეტრიდან გაუტანა. თბილისის დინამოდან უბრალოდ გაიპარა. 1968 წლის ბოლოს ტორპედოდან გაუშვეს (განცხადება დაწერა საქართველოში ავადმყოფ დედის გამო დინამოში უნდა დავბრუნდე). დინამოში ელოდნენ და ამოყო თავი სპარტაკში. 1971 წელს ქუთაისში წამოვიდა და წამოიყვანა რამოდენიმე მოსკოველი ფეხბურთელი (ამბარცუმიანი,მირონოვი, ლინიოვი,სილაგაძე) პირობით რომ უმაღლისში დაებრუნებინა ტორპედო. ანზორს არასდროს მაინცდამაინც ქართველობით თავი არ გაუგჟებია
nika
არ დადგა კი არა რუსები არ ენდობოდნენ და არ აყენებდნენ, სულ ჩაწყობებში იყო თან
ვაჟა მასწავლებელი
N-ს!: ვაი პატრიოტობას შეეშვი თუ ძმა ხარ. ანზორამ მეკარეობა საქართველოში დაიწყო და აქ დაამთავრა. სერგოს ამომგდები შემადგენლობიდან მიხვდა რომ არ იყო და ზენიტში წავიდა სათამაშოდ, მერე იყო ტორპედო, სპარტაკი და რომ იცოდეთ მაგარ მეგობრობას უწევდა ჩვენ დინამოს ფეხბურთელებს [ნახეთ პელესთან ერთად გადაღებული 5 ქართველი (მიშა, სლავა, სიომა, სიჭი, ანზორა) მსოფლიო "ვარსკვლავის" ფოტო]: ცდილობდა დინამოსთან თამაშზე კარში არ დამდგარიყო - პრაქტიკულად არც არასდროს არ უთამაშია დინამოს და ტორპედოს წინააღმდეგ - გაიგე?!.
კიგანი
დრო Ჭირდება და Შევა ფორმაᲨი, გამოსვლები უნდა გააუმჯობესოს, ფეხიᲗ უკვე კარგად ᲗამაᲨობს.....
N
ანზორ კავაზაშვილი სახელოვანი ქართველი თუ სახელოვანი რუსელი მეკარეა?!
Achi
Kotrikadze da 80 wlebshi roarcaxvide chemo batono ager a Loria vize naklebi iyo magram vermoxda iq sadac axla mamardaa Ra ar imsaxurebda turaa magram fexburtshi TU patroni aragxavs versad ver moxvdebi mitumetes magdros Roca Loria iyo mowodebis simaxleze
ბოროტი ბეჰემოტი
მამარდა ბიჭო, ჩამოდი გენაცვა, შენ შემოგევლე - აგერ ვარ გორის დილაში და გელოდეეებიიი
toy
რა იყო კი მარა მისი ბრალი?
A
ტყუილია თუ რა, ტიპი 2 მეტრაა და გამოსვლებზე ნოლია, ვერ აზროვნებს ბურთი სად წავა და სად დახვდეს, ნაკრებში ორი გოლი კუთხურიდან, აქ მაგუაერმა გაუტანა, კლოუნმა...
ვაჟა მასწავლებელი
რატომ არ მიუძღვის ბრალი - იმიტომ რომ ჩვენებურია? არა ბატონო მამარდა ჯერ არაა სახელოვანი ქართველი მეკარეების ოთარ გაბელიას, ანზორ კავაზაშვილის, რამაზ ურუშაძის და მით უმეტეს სერგო კოტრიკაძის დონის! ეს მეკარეები დაცვა რომ "ჩავარდებოდა" მაინც იცავდნენ კარს! ახლა კი მუდმივად ისმის: "დამცველებმა დაარტყმევინეს, ხელი ვერ შეუშალეს" და ა.შ.
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] გთხოვთ, ეს ბიჭები ციხიდან გამოუშვით" - მერაბ დვალიშვილმა ტატამიდან აბუ-დაბის მთავრობას მიმართა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] 3:2 - ალისონის უხეში შეცდომა - "ფენერბაჰჩემ" "ლივერპულს" თამაში შემოუტრიალა
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
კერიკის დღეები დათვლილია - პოჩეტინომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე თანხმობა განაცხადა
[VIDEO] ვირცის გოლი და საგოლე პასი - "ლივერპულმა" "კრისტალ პალასი" დამაჯერებლად დაამარცხა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
Sky Sports: მამარდაშვილი, სავარაუდოდ, "ლივერპულის" დატოვებას მოისურვებს
"იწყება ერა ახალი?" - რომანო ალისონზე მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
შეთანხმება მიღწეულია - პოჩეტინო დიდი ალბათობით, "მანჩესტერ იუნაიტედს" ჩაიბარებს
უნგრეთი თბილისში შეიძლება მთავარი ლიდერის გარეშე ჩამოვიდეს
ალისონი საერთოდ აღარ აპირებს "ლივერპულიდან" წასვლას - როგორია მამარდაშვილის სიტუაცია?
ირაოლა: ალისონი მთავარი დამნაშავე არაა - ყველაფერს ვერ მოგიყვებით