"მილანის" მთავარმა მწვრთნელმა საკუთარი გუნდი მადრიდის “რეალის” სიმაღლეზე დააყენა, “ბარსელონა” კი სულ ყველაზე ზემოთ
ორი დღეა “მილანის” წარმომადგენლები “ბარსელონას” ქება-დიდებაში არიან - გუშინდელ ნომერში სილვიო ბერლუსკონის მოსაზრება გაგაცანით, დღეს კი “როსონერის” მთავარ მწვრთნელს, მასიმილიანო ალეგრის უნდა მივუსმინოთ, რომელმაც საკუთარი გუნდი მადრიდის “რეალის” სიმაღლეზე დააყენა, “ბარსა” კი სულ ყველაზე ზემოთ:

ჩემი აზრით, ევროპის სამ საუკეთესო გუნდში “მილანი” “რელთან” ერთად მეორე ადგილს იყოფს, “ბარსელონა” კი ჯერჯერობით ყველაზე წინ დგას. როდესაც კატალონიელთა თამაშს ვუყურებ, ნათლად ვხედავ, რომ ჩვენი თამაში იდეალურისგან ჯერ კიდევ შორსაა. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ თუ “ბარსელონას” არ ჩავთვლით, სხვას არავის ჩამოვუარდებით. გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგიდან ნაადრევად გამოვვარდით, მაგრამ ეს უფრო უიღბლობის ბრალი იყო, ვიდრე ძალთა შესაბამისი ბალანსის. ამასთან, უამრავი ტრავმირებული ფეხბურთელი გვყავდა, რომელთა გარეშეც გუნდმა შესაძლებლობების ნახევარიც კი ვერ გამოავლინა. დარწმუნებული ვარ, მსგავსი რამ აღარ განმეორდება და ფორტუნა ასე უმწყალოდ ზურგს აღარ შეგვაქცევს”.

ამასობაში, ერთ-ერთი წვრთნისას, “მილანს” ახალგაზრდა შეტევი ნახევარმცვლი სტეფან ელ შაარავი დაუშავდა და როგორც სამედიცინო შემოწმებამ გამოააშკარავა, მინიმუმ ორ კვირას დაისვენებს. 18 წლის ფეხბურთელი ასეთმა დიაგნოზმა ერთობ გაახარა:

“სიმართლე გითხრათ, მეგინა რომ ტრავმა ბევრად უფრო სერიოზული იქნებოდა, მაგრამ საბედნიეროდ, ჩემი მოლოდინი არ გამართლდა. ექიმთა თქმით, დაახლოებით ორი კვირა მჭირდება იმისთვის, რომ სრულფასოვნად ვარჯიში შევძლო და მოედანზე გავიდე. ახალ სეზონს დიდი იმედებით ველოდები და სერიოზული ტრავმის მიღება ჩემთვის კატასტროფის ტოლფასი იქნება. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვარჯიშებზე თავს დავზოგავ და ფეხებს გავუფრთხილდები - პირიქით, გაორმაგებული შრომა მმართებ, რომ ძირითად შემადგენლობაში ადგილის დასამკვიდრებლად ვიბრძოლო. რაც მთავარია, მასიმილიანო ალეგრი მენდობა და ბოლომდე მხარში მიდგას - ვიცი, როდესაც ამის დრო მოვა, ძირითადში აუცილებლად დამაყენებს”.

აქვე ვთქვათ, რომ ელ შაარავის გარდა, სერია ა-ს პირველი ტურის პაექრობის გამოტოვება “მილანის” კიდევ ოთხ ფეხბურთელს მოუწევს: ტიე ტაივის, ზლატან იბრაჰიმოვიჩს, მარკ ვან ბომელს და მატიო ფლამინის. ამ დროისთვის, ტრავმირებულნი არიან კევინ ორინც ბოატენგი, ალეშანდრე პატო და რობინიო, თუმცა მათი გამოჯანმრთელების პროცესი კარგი ტემპით მიმდინარეობს და უქმეებისთვის წესით უნდა მომჯობინდნენ. გამოჯნმრთელების მცირე, მაგრამ მაინც შანსი იბრაჰიმოვისაც აქვს და ამის შესახებ პრესასთან თვით ადრიანო გალიანიმ განაცხადა.

“მილანის” ვიცე-პრეზიდენტის თქმით, შვედი უბურთოდ უკვე ვარჯიშობს და თუ ასე გააგრძელა, არ არის გამორიცხული, “კალიარისთან” პაექრობამდე მომჯობინდეს. თუმცა, იქვე დაამატა, ამის შანსი მაინც მცირეაო. დავედელოდოთ სერია ა-ს პირველ ტურს და ყველაფერი გამოჩნდება - შეგახსენებთ, რომ იტალიის ჩემპიონატი 27 აგვისტოს აიღებს სტარტს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

gambit...Lp
ესეც კაი უნამუსო ყოფილა,მილანზე წინ 10 გუნდი მაინცაა ამჟამად ,ჩამოთვალს არ დავიწყებ...
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა