ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში პსჟ-მ გასვლაზე „ბაიერი“ 7:2 დაამარცხა.

სტუმრებმა თავიდანვე შეუტიეს და პაჩომ თავურით დააწინაურა. კვარაცხელიამ სცადა შორიდან გატანა, მაგრამ არაზუსტად დაარტყა. შემდეგ საჯარიმოში ეჩევერისთან ბრძოლაში ბურთი ხელზე ზაბარნის მოხვდა, მსაჯმა ცოტა არ იყოს საეჭვო პენალტი დანიშნა, მაგრამ გრიმალდომ ბურთი ძელს გაარტყა. მერე შანსი პარიზელებს მიეცათ, როდესაც მეილიუს დარტყმული ბურთი მოხვდა ძელს. 33-ე წუთზე კი დუეს ანდრიხმა თავში იდაყვი ჩაარტყა, გააძევეს და მასპინძლები რიცხობრივ უმცირესობაში დარჩნენ. თუმცა, მათი კაცნაკლულობა დიდხანს არ გაგრძელდა, ვინაიდან საჯარიმოში ზაბარნიმ პოკუ წააქცია, მოედნის ნაადრევად დატოვება მოუწია და თერთმეტმეტრიანით ალეიშ გარსიამ თანაფარდობა აღადგინა. პარიზელებმა მალევე მოახერხეს წინ გასვლა - ხვიჩას გადაწოდებულ ბურთს დუემ ფლეკენის კარში მიუჩინა ადგილი. ცოტა ხანში „კვარამ“ თავად დალაშქრა მოწინააღმდეგის კარი. ამითაც არ დაკმაყოფილდა „პარი სენ ჟერმენი“ და პირველი ტაიმის კომპენსირებულ დროში დუემ დუბლი შეასრულა. უნდა აღინიშნოს, რომ მარცხენა ფლანგზე ქართველის გადანაცვლება სასარგებლო აღმოჩნდა და შედეგიც გამოიღო.

შესვენების შემდეგ მენდეშმა მეხუთედ დაამწუხრა ლევერკუზენელები“, მერე ალეიშ გარსიამ ანგარიში შეამცირა. 63-ე წუთზე კვარაცხელია დემბელემ შეცვალა, რომელსაც ტრავმის გამო 45 დღე მოუწია უქმობა და მან მოედანზე შესვლიდან 3 წუთში გაიტანა, ხოლო საბოლოო შედეგი ვიტინიამ დააფიქსირა.

პარიზულმა გუნდმა სამივე მატჩი მოიგო, „ინტერთან“ და „არსენალთან“ ერთად ლიდერია და ტურნირზე მომდევნო მატჩს 5 ნოემბერს სახლში „ბაიერნთან“ გამართავს.

ლევერკუზენი. „ბაიარენა“

ბაიერი - პსჟ 2:7

გოლები: 0:1 პაჩო (7), 1:1 ალეიშ გარსია (38, პენ), 1:2 დუე (41), 1:3 კვარაცხელია (44), 1:4 დუე (45+3), 1:5 მენდეში (50), 2:5 ალეიშ გარსია (54), 2:6 დემბელე (66), 2:7 ვიტინია (90)

გამოუყენებელი პენალტი: გრიმალდო (25, ბაიერი)

გაძევება: ანდრიხი (32, ბაიერი), ზაბარნი (37, პსჟ)

zaza-ს
შენზე არაფრის მაქნისი ნამდვილად არ არის.შენც ჰკიდიხარ,ნახევარ,ანუ მამრობითი სქესის საქართველოს,მაგრამ შენზე ზრდილობიანები არიან და არ გეუბნებიან.არც მე გეტყოდი,ძაან თავს რო არ გაგსვლოდა.
jo
ოჯახს მიხედე ოჯახს.

მსაჯი აშკარად ზაბარნიზე იყო დამიზნებული.ჯერ იყო პენალტი დანიშნა და გააფრთხილა წაქცევის დროს ბურთი ხელზე რომ მიუგორდა.არამი პენალტი ვერ გაიტანეს და მეორედ დასაჯა,პენალტით და მეორე გაფრთხილებით,წითლად რომ გარდაისახა.გამეორებაზე გამოჩნდა,რომ ზაბარნი თითქმის არ შეხებია შემტევს,ის კი,პირიქით,ხელით იჭერდა მის მაისურს და თავისკენ ჰქაჩავდა,რომ კონტაქტი დაეფიქსირებინა.მსაჯების 80-90%,პენალტს კი არ დანიშნავდა,ალბათ თავდამსხმელს დააჯარიმებდა და შესაძლოა გაეფრთხილებინა კიდეც,სიმულაციის გამო.მხოლოდ ერთ ფეხბურთელს რომ ექცევი ასე საეჭვოდ,გინდა თუ არა,მის მიმართ ცუდ წინასწარ განწყობაზე გიჩნდება ეჭვი.
რობი
სანაკრებო ფეხბურთი სპორტის სულ სხვა სახეობაა.
გიგო პაპა
ოქრო ხარ ხვიჩიკო. გვეამაყები. არ მოდუნდე, შენ პროფესიონალი ხარ! შენი საქმე ფეხბურთია ხვიჩა!!!!!!!
ცისკარა
მადლობა ხვიჩა სასიამოვნო საღამოსთვის. მხეცი ხარ ძმაო მოედანზე, ღმერთმა კიდევ უფრო გაგაძლიეროს. სულ გამარჯვებებით გევლოს!!!
zaza
მაგრად მკიდია პსჟ როგორ ითამაშებს.ჩემთვის მთავარი საქართველოს ნაკრებია და იქ უნდა დადოს თავი და მაგრად ითამაშოს და არა ისე ნაკრების ბოლო 2 მატჩში რო არაფრისმაქნისი არ იყო.
Asr
გოლის შემდეგ რაღაც დებილის სახე ქონდა
უფროსი
https://www.youtube.com/watch?v=XI9awhlOTRM
ufrosi
https://www.youtube.com/watch?v=BTKRp32ih0g
123
და ეგ არ ითამაშა პსჟ_მ ფორმაში რომ ყოფილიყვნენ და ეთამაშათ იქნებოდა ერთი 0-15
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
[VIDEO] ნორვეგიული ზღაპარი გრძელდება - "ბოდო გლიმტმა" "ინტერს" სტუმრადაც სძლია
"ბაიერი" მწვრთნელს გადააყენებს
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
პსჟ კვარაცხელიას შემცვლელის შეძენას გეგმავს
[VIDEOS] "არსენალი" და "რეალი" მეოთხედფინალში გავიდნენ
"ოქროს ბურთის" "კვარას" ეკუთვნის - ეს მისთვის მეტისმეტად მცირე ნუგეში და აღდგენაში დახმარება იქნება" - ამბობს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი, რომელიც ფეხბურთელის დაბრუნების სავარაუდო დროს ასახელებს
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
გოჩოლეიშვილი სათადარიგო იყო - "ჰამბურგი" "ბაიერს" ფრედ ეთამაშა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
ზივზივაძის სრული მატჩი და "ჰაიდენჰაიმის" საბრძოლო ფრე "ბაიერთან"
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება