ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე 32 გუნდი თამაშობს და სამწუხაროდ იქ ერთი ქართველიც არაა
ჩემპიონთა ლიგა. პლეი ოფი. საპასუხო მატჩები

რუბინი (რუსეთი)-ლიონი (საფრანგეთი) 1:1 (პირველი მატჩი1:3)

რუბინი (5-4-1): რიჟიკოვი - კისლიაკი, კალეშინი, კვერკველია, შარონოვი, ნემოვი - კარადენიზი, ნობოა, ნატხო, ლებედენკ ო (69. მარტინსი) - დიადიუნი (69. მედვედევი).

ლიონი (4-4-2): ლორისი - რევეიერი, ბ. კონე, ლოვრენი, სისოხო - ბრიანი, გონალონსი, კალსტრიომი, ბაშტოში - ლ. ლოპესი (92. პიე), გომისი (84. პიანიჩი).

გოლები: 1:0 ნატხო (77), 1:1 ბ. კონე (87)

პლზენი (ჩეხეთი)-კოპენჰაგენი (დანია) 2:1 (3:1)

პლზენი (4-2-3-1): ჩეხი - რაიტორალი, ჩიშოვსკი, ბისტრონი, ლიმბერსკი - ჟირაჩეკი, ჰორვატი (86. ტრაპი) - პეტრჟელა (82. ფილო), კოლარჟი, პილარჟი - ბაკოში (77. ძიურიში).

კოპენჰაგენი (4-4-2): ვილანდი - ტომსენი (83. სიგურდსონი), ოტესენი, იორგენსენი, ბენგტსონი - ბოლანიოსი (74. დიუფი), ნორდსტრანდი, გრინდჰეიმი, დელეინი - სანტინი (64. აბსალონსენი), ნდოიე.

გოლები: 0:1 ბოლანიოსი (32), 1:1 ბაკოში (67), 2:1 ძიურიში (93)

შტურმი (ავსტრია)-ბატე (ბელარუსი) 0:2 (1:1)

შტურმი (4-4-2): გრაცეი - შტანდფესტი, დუდიჩი, ბურგშტალერი, ფოფხაძე - ჰიოლცლი (74. მურატოვიჩი), ვებერი, ზიომელი, ბუკვა (46. ჰაასი) - საბიჩსი, ვოლფი (60. კაინცი).

ბატე (4-2-3-1): გუტორი - ბაგა, ფილიპენკო, შიმიჩი, იურევიჩი - ოლეხნოვიჩი, ა. ვოლოდკო - კონცევოი (67. გორდეიჩუკი), ბრესანი (59. რუდიკი), ნეხაიჩიკი - როდიონოვი (77. ბორდაჩევი).

გოლები: 0:1 ა. ვოლოდკო (36), 0:2 შიმიჩი (69)

ბენფიკა (პორტუგალია)-ტვენტე (ჰოლანდია) 3:1 (2:2)

ბენფიკა (4-1-3-2): არტური - მ. პერეირა, ლუიზაო, გარაი, ემერსონი - ხავი გარსია - გაიტანი (74. ბრუნო სეზარი), ვიტსელი, ნოლიტო (74. მატიჩი) - აიმარი, კარდოსო (84. სავიოლა).

ტვენტე (4-3-3): მაიჰაილოვი - კორნელისი, დუგლასი, ვიზგერჰოფი, ტიენდალი - დე იონგი, ბრამა (76. ლანდზაატი), იანსენი (60. იონი) - რუისი, იანკო, ბერგჰუისი (60. ბაირამი).

გოლები: 1:0 ვიტსელი (46), 2:0 ლუიზაო (59), 3:0 ვიტსელი (66), 3:1 რუისი (85)

უდინეზე (იტალია)-არსენალი (ინგლისი) 1:2 (0:1)

უდინეზე (4-4-1-1): ჰანდანოვიჩი - ეკსტრანდი, ბენატია (87. პასკუალე), ლარანგეირა, ნეუტონი - ისლა (83. დენისი), აგიემანგ-ბადუ, ასამოა, არმერო - პინცი (63. ფაბრინი) - დი ნატალე.

არსენალი (4-2-3-1): შჩესნი - სანია, ჯურუ, ვერმაელენი, ჯენკინსონი - სონგი, ფრიმპონგი (46. როსიცკი) - უოლკოტი (91. არშავინი), რემსი, ჟერვინიო (86. ტრაორე) - ვან პერსი.

გოლები: 1:0 დი ნატალე (39), 1:1 ვან პერსი (55), 1:2 უოლკოტი (69)

შენიშვნა: დი ნატალემ ვერ გაიტანა პენალტი (59)

ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებენ

ესპანეთი (4): ბარსელონა, რეალი, ვალენსია, ვილიარეალი

ინგლისი (4): მანჩესტერ იუნაიტედი, ჩელსი, მანჩესტერ სიტი, არსენალი

იტალია (3): მილანი, ინტერი, ნაპოლი

გერმანია (3): დორტმუნდი, ლევერკუზენი, ბაიერნი

საფრანგეთი (3): ლილი, მარსელი, ლიონი

რუსეთი (2): ზენიტი, ცსკა

პორტუგალია (2): პორტუ, ბენფიკა

ჰოლანდია (1): აიაქსი

უკრაინა (1): შახტარი

თურქეთი (1): ტრაბზონი

საბერძნეთი (1): ოლიმპიაკოსი

ბელგია (1): გენკი

ჩეხეთი (1): პლზენი

რუმინეთი (1): ოცელული

შვეიცარია (1): ბაზელი

ხორვატია (1): დინამო ზაგრები

ბელარუსი (1): ბატე

კვიპროსი (1): აპოელ

სანამ საფეხბურთო ბატალიებს აღვწერთ, უეფას შტაბბინიდან მოსულ მთავარ ცნობას გაგაცნობთ: მას შემდეგ, რაც თურქეთის ფეხბურთის ფედერაციამ ჩემპიონი "ფენერბაჰჩე" მოკვეთა, უეფამ ჯგუფურ ეტაპზე განაღდებული მისი ადგილი "ტრაბზონსპორს" გადაულოცა. ამრიგად, ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პირველად ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს გუნდი, რომელიც მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე დამარცხდა ("ბენფიკასთან"). აქვე კიდევ ერთი უცნაურობა - მოგეხსენებათ, "ტრაბზონი" ევროპალიგის პლეი ოფში თამაშობდა და ბილბაოს "ატლეტიკთან" პირველი შეხვედრა 0:0 ითამაშა. დღეს ამ გუნდების საპასუხო მატჩი აღარ გაიმართება - ჯგუფურ ეტაპზე ბასკები უბრძოლველად გადიან.

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი სრულად დაკომპლექტდა, პლეი ოფებმა 10 ვაკანტური ადგილიც შეავსეს, ჯერი ლიგის წილისყრაზეა. გუშინდელი მატჩებიდან პირველი რუსეთში დასრულდა, რუსებს ჩემპიონთა ლიგის პრესტიჟულ ეტაპზე სამი კლუბი არ ეყოლებათ - "ლიონმა" ყაზანში მიზანს სრულად მიაღწია -1:1 ითამაშა და ორი მატჩის ჯამში გაიმარჯვა. ასე ახლოს იყო ლიგის ჯგუფურ ეტაპთან 19 წლის ჩვენებური საბა კვერკველია, თუმცა ახლა ევროპალიგის ჯგუფური ეტაპით მოუწევს დაკმაყოფილება. გუშინ, 24 აგვისტოს საბამ 11,07 კმ გაირბინა და 2-ჯერ დაჯარიმდა. აღსანიშნავია, რომ პასებში ის აკურატული იყო - 67-დან 60 ზუსტი პასი გააკეთა (90%).

ლიგის ჯგუფურ ეტაპს გუშინ ვერც მეორე ქართველი, გიორგი ფოფხაძე შეწვდა - მისი "შტურმი" "ზესტაფონს" კი გაცდა, მაგრამ ბატე-ს ვერაფერი დააკლო. არადა, სტუმრად 1:1 ჰქონდა ნათამაშები. ფოფხაძე ავსტრიელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო. მან 10.9 კმ გაირბინა. ქართველმა კარისკენ ერთხელ დაარტყა, 3-ჯერ მის წინააღმდეგ იუხეშეს (თავად არ დაჯარიმებულა) და 51 პასიდან 40 ზუსტი გააკეთა (78%). ჯგუფურ ეტაპზე იოლად გავიდნენ "არსენალი", "ბენფიკა" და "პლზენი".

სამწუხარო რეალობაა - ლიგის ჯგუფურ ეტაპზე 32 გუნდი თამაშობს და იქ ერთი ქართველიც არაა...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

იხილეთ ვიდეო

[VIDEO] "იბერია 1999" ბრატისლავაში "სლოვანს" ფრედ ეთამაშა და ევროპა ლიგაზე გადაერთვება
[VIDEO] ორი გაუქმებული გოლი, არდანიშნული პენალტი - "სლოვანმა" "იბერია 1999"-ს უფრო გამოცდილების ხარჯზე მოუგო
ევროტურნირების მესამე შესარჩევ ეტაპზე "იბერია 1999"-ის სავარაუდო მეტოქეები ცნობილია
ტრაპიზონში საგიჟეთია - სალაჰს 25 ათასი ფანი დახვდა
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
[VIDEO] მძიმე მატჩი, შედეგი სასურველი - "იბერია 1999"-ს მომდევნო რაუნდში გასვლის კარგი შანსი აქვს
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ოფიციალურად: საბა საზონოვი “ხეტაფეს” ფეხბურთელია
ჩატარდება თუ არა დღეს "ლარნესა" და "იბერიას" მატჩი - ქართულმა გუნდმა ინფორმაცია გაავრცელა
ალისონმა მუნდიალის შემდეგ 5 კვირა დაისვენა და "ლივერპულს" დაუბრუნდა
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
გადადის თუ არა ფერან ტორესი პსჟ-ში?
მამისა და შვილის სხვა განცხადება - ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებში კიდევ ითამაშებს?
"რეალმა" ვინისიუსს წლიურ გასამრჯელოდ 22 მილიონი შესთავაზა - ბრაზილიელი მეტს ითხოვს
"ბარსელონამ" ტერ შტეგენი "აიაქსში" გაუშვა