კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 29-ე ტური დასრულდა. სამი მატჩი გაიმართა: საგარეჯოს გარეჯმა სტუმრად ბათუმელებს მოუგო, თელავმა ფოთში გაიმარჯვა, ხოლო წყალტუბოს სამგურალმა დინამო თბილისს აჯობა. გაგრძელდა სერიები, მაგალითად, სამგურალისთვის ეს ზედიზედ მეოთხე მოგებაა.

დინამო ბთ 1:4 გარეჯი

გარეჯმა კვლავ მაგარი მეორე ტაიმი ჩაატარა. წინა ტურში იყო, გორის დილასთან პირველი ნახევარი 0:2 წააგო და შესვენების მერე სამი უპასუხო გოლი გაიტანა, დღეს კი ბათუმში მოაწყო გოლების კასკადი.

საკვანძო მომენტი გამოდგა 49- წუთზე ბათუმელთა მეკარის, მათე თურმანიძის, გაძევება. თურმანიძემ საჯარიმოს გარეთ ხელით ითამაშა და არბიტრმა აკაკი ფარჯიკიამ VAR-ზე გადამოწმების მერე უჩვენა წითელი ბარათი თურმანიძეს. კარში მეორე მეკარე საბა ისმაილოვი დადგა და პირველივე დარტყმისას უძლური იყო: ნიკოლოზ გალახვარიძემ საჯარიმო შეასრულა და 0:1. ერთ წუთში ისევ გალახვარიძემ გაიტანა ახლო მანძილიდან და დუბლი შეასრულა. საინტერესოა, რომ წლეულს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მას გოლი არ ჰქონდა გატანილი და ახლა ერთბაშად ორი მიითვალა.

62-ე წუთზე ბათუმელებმა სხვაობა შეამცირეს. 18 წლის გიორგი კოხრეიძემ ცაციით დაარტყა და თავისი სადებიუტი გოლი გაიტანა.

თუმცა რამდენიმე წუთში გარეჯი ისევ ჰანდიკაპით გავიდა წინ: დავით სხირტლაძემ მშვენიერ მოძრაობებს დარტყმაც კარგი მიაყოლა. ბოლოს კი ვნახეთ პენალტი: სერგო კუხიანიძემ თავისივე მოპოვებული პენალტი დაარტყა და ანგარიში 1:4 გახდა.

ბათუმელები მეხუთე ადგილზე რჩებიან, გარეჯი კი მერვეზეა.

კოლხეთი 1913 0:1 თელავი

თელავმა ფოთში იმარჯვა. ერთადერთი გოლი ესპანელმა ინიგო მარტინმა გაიტანა პენალტით. თერთმეტმეტრიანი კი იმიტომ დაინიშნა, რომ მეკარე დემეტრე ბულისკერიამ არჩილ დათუაშვილი წააქცია.

კოლხეთი 1913 აუტსაიდერია და 9 ქულით ჩამორჩა მეცხრეზე მყოფ თელავს. ფოთელებმა ზაფხულის შესვენების მერე აშკარად მოუკლეს, დიდწილად კი ეს განაპირობა გიორგი აბუაშვილის ფაქტორმა: გუნდის აშკარა ლიდერი იყო.

მოკლედ, ისე მოხდა, რომ ამ ტურში კახეთის გუნდებმა ზღვისპირეთში გაიმარჯვეს.

სამგურალი 2:1 დინამო თბ

სამგურალმა ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო და მეექვსე ადგილზეა. აი, დინამო კი მეოთხე ადგილზე დარჩა.

წყალტუბოელთა ფორვარდმა გიორგი ფანცულაიამ კვლავ მშვენივრად ითამაშა და დუბლი გაიფორმა. მიმდინრე სეზონში 14 გოლი მოუგროვდა და ბომბარდირთა დავაში ლიდერობს.

ფანცულაიას პირველი გოლი იყო ძალიან ლამაზი: ლაშა კვარაცხელიას ჩაწოდებული ბურთი ერთი შეხებით ქუსლით გადაგზავნა გიორგი ლორიას კარში. პირველი ტაიმის ბოლოს კი ფანცულაიამ ველისოლის პასის მერა დასწრებაზე ითამაშა კარგად და ანგარიში 2:0 გახდა.

56-ე წუთზე დინამოელებმა სხვაობა შეამცირეს და თამაში დაძაბეს. ნიკა ნინუამ ძელს მოარტყა ბურთი, იქ კიდევ არეულობა შეიქმნა და ონორე გომისმა ძლიერი დარტყმით გაიტანა - 2:1.

erovnuliliga.ge

ნოდარი
ბათუმის დინამო კაზინოში გასართობი გუნდია, ისე კი საინტერესოა რას აკეთებს ჭიაბრიშვილი? ამდენი მოუგებელი სერია და ასე სამარცხვინო თამაში ბათუმის დინამოს ისტორიაში არასოდეს ყოფილა.
ლადო
დინამო თბილისი არის ფიფიას გართობა, გუნდს სახე არ აქვს! ჯერ მარტო პრესკონფერენციაზე უზით პრეს ატაშე რაღაც უცნაური წარმოშვების, ჩობანი რომელიც არაცერთი კრიტერიუმით არ უნდა იყოს დინამოს სახე! ზუსტად იმ ჩლუნგი არსების ჰაბიტუსს დაემსგავსა დინამოს ყოფა და ცხოვრება! ;(
ბათუმელებს
სად არი თქვენი ჭიკჭიკა ხმა ბათუმელებო?ან თქვენი ,,გადატენილი ტრიბუნები" სად არი,რატო აღარ დადიხართ ფეხბურთის საყურებლად სტადიონზე ბათუმელებო??? ტვინი რო წაიღეთ გადატენილი ტრიბუნები და გადატენილი ტრიბუნები. ან იმ გუნდს რა უქენით გორის დილა რო გადმოიყვანეთ ბათუმში???
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
"დილამ" ნახევარმცველი დაიმატა, რომელსაც ისრაელის ნაკრებში უთამაშია
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 1-4 დილა. ფეხბურთი, რომელიც ერთ ტაიმს ეყო
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
ესპანეთმა ისევ გაიმარჯვა, ინგლისმა ხორვატია არ დაინდო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ჩემთვის ყველაფერი ნათელია" - ლუნინმა "ოქროს ბურთის" ფავორიტი დაასახელა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 0-2 იბერია 1999. მძიმე ყოფილა ლიდერის ტვირთი...
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 1-4 დილა. ფეხბურთი, რომელიც ერთ ტაიმს ეყო
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-2 ტორპედო. გოლებით, მწვავე მომენტებით, მაყურებლის ყიჟინით...
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-1 მეშახტე. ვის რაში არგია ფრე?
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 2-3 დინამო (თბ). მთავარი არგუმენტი, ანუ რატომ იყო "დინამოს" გამარჯვება დამსახურებული...