ჩინეთის ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტურია დარჩენილი და "შანდონგ ტაიშანის" 32 წლის ქართველი შემტევი ვაკო ყაზაიშვილი ბომბარდირობისთვის იბრძვის. ჩვენებური "ოქროს ბუცისთვის" ბრძოლაში 22 ზუსტი დარტყმით პირველ ადგილზე იმყოფება, 2-3 ადგილებს კი 21 გოლით "ბეიჯინგის" ანგოლელი ფორვარდი ფაბიო აბრეუ და "შანხაი პორტის" ბრაზილიელი თავდამსხმელი ლეონარდო იყოფენ.

ქართველს შეეძლო ბომბარდირთა დავაში კიდევ უფრო დაწინაურებულიყო, მაგრამ მან ჩინეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში "ჟეჯიანგს" პენალტის ნიშნულიდან ვერ გაუტანა, მატჩი კი ფრედ, 2:2 დასრულდა.

საინტერესოა, რომ სწორედ "ჟეჯიანგი" შესაძლოა, იყოს სწორედ ყაზაიშვილის მომდევნო გუნდი. ვაკოს ამჟამინდელ კლუბთან კონტრაქტი ამ სეზონის დასრულების შემდეგ ეწურება. ჩინური 163.com წერს, რომ ახალი შრომითი ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, ჩვენებურმა აგენტად ჩინელი ჯინ ჩანგი აიყვანა, თუმცა შეთანხმება ჯერ კიდევ ვერ ხერხდება.

ჟურნალისტი მიაო იუანი ავრცელებს ცნობას, რომ "შანდონგთან" მოლაპარაკებების პარარელურად, ჩანგი ყაზაიშვილისთვის ახალ კლუბსაც ეძებს და ერთ-ერთად სწორედ "ჟეჯიანგის" ვარიანტი აქვს.

ორივე მხარეს დაახლოებით ერთნაირი შეთავაზება აქვს. გრძელი კონტრაქტი დაბალი ხელფასით, ან მცირე კონტრაქტი მაღალი ხელფასით. შეიცვლის თუ არა ქართველი გუნდს ამას სეზონის დასრულების შემდეგ გავიგებთ.

აქვე გეტყვით, რომ ვაკოს ამჟამინდელი კლუბი "შანდონგი" ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტურით ადრე 44 ქულით მე-5 პოზიციას იკავებს, რაც შეეხება "ჟეჯიანგს", გუნდს 40 ქულა აქვს და მე-7 ადგილზეა.

სოსო
სიჩქარე..სიჩქარე..
ზაკო
სად წერია რომ მე-3 ადგილზეა?! დაწერილს ვერ კითხულობთ და სარკასტულ დასკვნებს კი აფიშირებ
გიორგი
მე-3 კი არა მე-5 ადგილზეა ეგ გუნდი. ისე თუ წინა 4-გუნდს გამოაკლებთ შეიძლება ჩემპიონატიც მოაგებინოთ.
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "რაიო ვალეკანომ" დამატებით დროში გაიმარჯვა
მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "ვილიარეალმა" თასზე მეტოქე გაანადგურა
ლოჩოშვილი დაასვენეს - "კიოლნი" მერვედფინალში გავიდა
15-ქალას ელიტური მეტოქე
ქართველი მსაჯები ასაკობრივი ნაკრებების საერთაშორიო მატჩებს განსჯიან
გრანდების ინტერესის მიუხედავად - ტრესოლდი სეზონს "ბრიუგეში" ჩაამთავრებს
"ძალიან გაგვიმართლა, რომ გუნდში ასეთი ლიდერი გვყავს" - ტუხელმა კეინს "ოქროს ბურთის" მოგება მიულოცა
შონ დაიჩი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
"სიტყვებს ვერ ვპოულობ... ეს ფაქტი ამ ამბავს განსაკუთრებულს ხდის!" - რა თქვა კეინმა "ოქროს ბურთის" მიღების შემდეგ
ლუის ენრიკემ და პსჟ-მ გამარჯვება "კვარას" მიუძღვნეს
2026 წლის "ოქროს ბურთის" გამარჯვებული ჰარი კეინი გახდა
ქოჩორაშვილის დაბრუნება გადაიდო - "სევილიამ" "ოსასუნა" დაამარცხა
[VIDEO] მეილიუს აღნიშვნა კვარაცხელიას სტილში - პსჟ-მ ლიდერების გარეშე მოუგო "ლიონს" და გალიდერდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 3-2 ტორპედო. "იბერიამ" კინაღამ 3:0 გაფლანგა, "ტორპედოს" პლეი-აუტის ზონასთან 7 ქულა აშორებს
ტრეზეგე: კვარაცხელიას ყველაფერი აქვს, რათა მომავალში "ოქროს ბურთი" მოიგოს
ესპარტს 7 კვირა მოუწევს უქმობა - მასთან შეჯახებისას მიიღო 21 ოქტომბერს კვარაცხელიამ ტრავმა
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი ძაღლმა დაკბინა და 50-ზე მეტი ნაკერი დაადეს
პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
"ვინ უნდა ჩაიბაროს "იუნაიტედი"? მათთან მიახლოებაც კი არავის მოუნდება" - ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე
"აი, ასე დავამარცხეთ "ბარსელონა" - ჟოზე მოურინიო
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
[VIDEO] ყაზაიშვილი ბწყინვალე ფორმაშია - ამჯერად სლუცკის გუნდთან ჰეთ-თრიკი შეასრულა
ვაკოს გოლი და გაფუჭებული პენალტი - ბოლო ტურში "ოქროს ბუცისთვის" ყაზაიშვილს დაძაბული ბრძოლა ექნება
[VIDEO] "ბარსელონას" ყოფილი მწვრთნელიც აღაფრთოვანა - ყაზაიშვილის პოკერი და საგოლე პასი ჩინეთის ჩემპიონატში
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილის ჰეთ-თრიქი ჩინეთის სუპერლიგაში
[VIDEO] ვაკო ყაზაიშვილმა სუპერლიგა დუბლით დახურა!