სერბეთის ჩოგბურთის ასოციაციის პრეზიდენტის პოსტზე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს ვუკ ერემიჩს დანიშნავენ
სერბულ ჩოგბურთში არსებული კონფლიქტი, სავარაუდოდ, სულ მალე გადაწყდება. პრობლემის მოგვარების გზა იქნება ქვეყნის ჩოგბურთის ასოციაციის პრეზიდენტის პოსტზე სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვუკ ერემიჩის დანიშვნა.

"ვუკ ერემიჩმა მოამზადა რამდენიმე კომპრომისული გადაწყვეტილება სერბულ ჩოგბურთში არსებული მძიმე მდგომარეობიდან გამოსასვლელად. დევისის თასის ნახევარფინალი არგენტინის წინააღმდეგ და სავარაუდო ფინალი უკვე ერემიჩის პრეზიდენტობისას გაიმართება", - ამბობს ვოივოდინას (სერბეთის ავტონომიური ოლქი) ჩოგბურთის ასოციაციის პრეზიდენტი მილან ერინკიჩი.

სერბული პრესა წერს, რომ ქვეყნის ჩოგბურთის ასოციაციის ამჟამინდელი პრეზიდენტი სლობოდან ჟივოინოვიჩი საპატიო პრეზიდენტი გახდება, თუმცა ეს ინფორმაცია ჯერ არ დადასტურებულა.

შეგახსენებთ, რომ ამა წლის მაისში ერემიჩი სათავეში ჩაუდგა სერბი ჩოგბურთელების კავშირს, რომელშიც შედიან ნოვაკ ჯოკოვიჩი, ვიქტორ ტროიცკი, იანკო ტიპსარევიჩი, ნენად ჟიმონჟიჩი და დევისის თასზე ქვეჩნის ნაკრების კაპიტანი ბოგდან ობრადოვიჩი. საინტერესოა, რომ ერემიჩი ნოვაკ ჯოკოვიჩის მამის - სდრიან ჯოკოვიჩის ახლო მეგობარია. ახალი ორგანიზაციის შექმნის მიზეზი გახდა მოთამაშეების უკმაყოფილება ჟივოინოვიჩის გადაწყვეტილებების გამო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო