24 ოქტომბერს, საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები მოლდოვასთან პირველ ამხანაგური მატჩს გამართავს.

თამაშამდე ერთი დღით ადრე, სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ ბასაზე ჩვენმა გუნდმა მატჩისწინა ვარჯიში ჩაატარა. საწვრთნელ პროცესში 24 ფეხბურთელი მონაწილეობდა.

მოლდოვასთან პირველი ამხანაგური მატჩი დავით პეტრიაშვილი არენაზე გაიმართება და 19:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

საქართველოსა და მოლდოვის ქალთა ნაკრებების მეორე ამხანგური მატჩი 27 ოქტომბერსაა დაგეგმილი და მიხეილ მესხი 2-ზე შედგება. პირდაპირი რეპორტაჟი პირველი არხი სპორტის ეთერში იქნება.

ირის ანტმანი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "წინ ორი ამხანაგური მატჩი გველის მოლდოვის ნაკრებთან. ეს ჩვენი შესაძლებლობის მსგავსი გუნდია. მათი ფეხბურთელების უმეტესობა საზღვარგარეთ თამაშობს - სლოვაკეთში, ავსტრიაში, აშშ-სა და სხვა ქვეყნებში. ეს ჩვენთვის კარგი შესაძლებლობაა, დავაკვირდეთ ახალ ფეხბურთელებს. შევეცდები, რომ ყველა ვათამაშო.

რამდენიმე მოთამაშე ხანგრძლივი პაუზის შემდეგ უბრუნდება ნაკრებს. თამარ ტატუაშვილი ტრავმის შემდეგ გვიბრუნდება, ისევე როგორც ანა ჩემინავა. „ლანჩხუთიდან" შემოგვიერთდა ეთერ სულაშვილი, რაც ძალიან სასიხარულოა, ის კარგი მოთამაშეა. ტრავმების შემდეგ ასევე ბრუნდებიან ელენე ენჯიბაძე და თეონა სუხაშვილი. ასე რომ, გუნდში საკმაოდ ბევრი ცვლილებაა. ვნახოთ, თუ როგორ ჩაივლის შეკრება. შემდეგი მატჩები თებერვალში გველის. ეს ფანჯარა კი იმისთვის არის, რომ გუნდის გაუმჯობესების შესაძლებლობები შევისწავლოთ".

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარე: თათია გაბუნია (ლანჩხუთი), სვეტლანა გაბელაია (ნიკე-ლუსო, თბილისი), თეონა სუხაშვილი (ნიკე-ლუსო, თბილისი), ეკა თაბაგარი (ელიტა, თბილისი)

დაცვა: გვანცა ქადაგიშვილი (ნიკე-ლუსო, თბილისი), მარიამ კალანდაძე (პანათინაიკოსი, საბერძნეთი), სოფიკო ნარსია (ნიკე-ლუსო, თბილისი), სალომე გასვიანი (ნიკე-ლუსო, თბილისი), თამარ ტატუაშვილი (ნიკე-ლუსო, თბილისი), ნინო ჩხარტიშვილი (ლანჩხუთი), ელენე ენჯიბაძე (ნიკე-ლუსო, თბილისი), ანი აკობიძე (ნიკე-ლუსო, თბილისი)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ნინო პასიკაშვილი (კვარტალი, თბილისი), ანა ჩემინავა (ჰაპოელ თელ-ავივი, ისრაელი), ნათია დანელია (ნიკე-ლუსო, თბილისი), მაიკო ბებია (იუქსექოვასპორი, თურქეთი), კესო მეტონიძე (რაჭა, ამბროლაური), თინათინ ამბალია (სპარტა პრაღა, ჩეხეთი), ირინა ხაბურზანია (ნიკე-ლუსო, თბილისი), ლიზი მწყერაშვილი (ნიკე-ლუსო, თბილისი), ნათია ჯოჯუა (ნიკე-ლუსო, თბილისი), ეთერ სულაშვილი (ლანჩხუთი), თეონა ბაქრაძე (ნიკე-ლუსო, თბილისი), ნინო ბუხრიკიძე (ნიკე-ლუსო, თბილისი)

24 ოქტომბერი, 19:00 | საქართველო - მოლდოვა | დავით პეტრიაშვილი არენა

27 ოქტომბერი, 18:00 | საქართველო - მოლდოვა | მიხეილ მესხი 2

NAKREBI.GE

WU17 | ლუქსემბურგი 1:0 საქართველო
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
WU17 | საქართველო 3:1 ჩრდილოეთ მაკედონია
ჩაკვეტაძეს სავარაუდოდ, ახალი მწვრთნელი ეყოლება - რუნიაიჩს ნდობის მარაგი ამოეწურა
მიქაუტაძე პსჟ-ის დასამწუხრებლად, საქართველოს ჩემპიონი დანიაში - ყველაფერი ევროტურნირებზე
U16 | საქართველო 0:1 რუმინეთი
არაგონესის მაჩვენებელს გაუთანაბრდა - სიმეონე 1 მოგების შემდეგ, ლა ლიგაში ყველა დროის რეკორდსმენი გახდება
ბოდიშის მოხდა მოუწია - კარაგერმა თქვა, რომ მისი სიტყვები არასწორად გაიგეს
100-იანთა კლუბში - ფლიკზე სწრაფად ეს მხოლოდ ლუის ენრიკემ შეძლო
კერიკს "მანჩესტერ იუნაიტედიდან" ჯერ არ უშვებენ და ბოლო შანსს აძლევენ
ბრწყინვალე მორეირა, მიჯრით მე-8 წაუგებელი დერბი და ზედიზედ მე-4 გამარჯვება - მილანი კვლავ შავ-წითელია!
რუბენ გარაბაიამ ევრო-2028-ის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
ზივზივაძე ყოფილი გუნდის წინააღმდეგ - "ჰაიდენჰაიმი" "კარლსრუესთან" დამარცხდა
დავითაშვილის 68 წუთი - "სენტ-ეტიენი" სტუმრად "გენგამთან" განადგურდა
WU17 | ლუქსემბურგი 1:0 საქართველო
[VIDEO] ჩაკვეტაძის "უდინეზე" "რომასთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 0-0 იბერია 1999. "მესამე ძალა" ისარგებლებს...
წიტაიშვილი შეცვლაზე და "რაიო ვალეკანოს" დამაჯერებელი გამარჯვება "სელტასთან"
დემეტრაშვილმა აბუ-დაბის გრანდ სლემზე ოქროს, ინანეიშვილმა კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
გამყრელიძემ მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
გოგლიჩიძემ შეუცვლელად ითამაშა - "მონცამ" ისევ წააგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 0-0 სპაერი. მასპინძელს მეტი შანსი ჰქონდა
17-წლამდე ნაკრების შემადგენლობა შესარჩევი ციკლის მატჩებისთვის