რუსეთს ევრო 2032-ის თანამასპინძლობა სურს. ამის შესახებ Sport.ru-ს რუსეთის საფეხბურთო ასოციაციის პრეზიდენტმა ალექსანდრ დიუკოვმა განუცხადა. დღევანდელი მოცემულობით, ევროპის 2032 წლის ჩემპიონატს თურქეთმა და იტალიამ ერთად უნდა უმასპინძლოს, თუმცა ამ უკანასკნელის სტადიონებს ინფრასტრუქტურული პრობლემები აქვს და შესაძლოა, მასპინძლის სტატუსი ჩამოერთვას.

"ვიცით, რომ იტალიის სტადიონებს პრობლემა აქვს და თუ ისინი ჩემპიონატის ჩატარების უფლებას დაკარგავენ, ჩვენ აქ ვართ. რუსეთი მზადაა, ევრო 2032-ს უმასპინძლოს", - ამბობს დიუკოვი.

ინფორმაციისთვის, იტალიის მიერ შეთავაზებული 10 სტადიონიდან, UEFA-მ მხოლოდ 1 დაამტკიცა და არსებობს ვარიანტი, რომ ევროპის ჩემპიონატს თურქეთმა ერთპიროვნულად უმასპინძლოს.

ამა წლის აგვისტოში სერია A-ს პრეზიდენტმა ეციო სიმონელიმ შეშფოთება გამოთქვა, რომ შესაძლოა, მის ქვეყანას ტურნირის თანამასპინძლის სტატუსი ჩამოერთვას.

"მე ნამდვილად ვნერვიულობ ევრო 2032-ზე. იმედი მაქვს, რომ ეს მხოლოდ ჩემი შეშფოთებაა, მაგრამ როდესაც UEFA-ს პრეზიდენტი ამბობს, რომ ჩვენი სტადიონები კომატოზურ მდგომარეობაშია და ევროპის ჩემპიონატი ექვს წელიწადშია, ჩვენ რისკავთ, საერთაშორისო დონეზე კარგი შთაბეჭდილება არ დავტოვოთ.

სამწუხაროა, რომ უდინეს, ბერგამოსა და ტურინის გარდა, ჩვენი დანარჩენი სტადიონები კომატოზურ მდგომარეობაშია. ჩეფერინმა მკაცრად გააკრიტიკა იტალიური სტადიონები და მე მას ვეთანხმები.

იტალიას აქვს რამდენიმე დიდებული, მაგრამ ძველი სტადიონი, რომლებიც გაუმჯობესებას საჭიროებს, მათ შორის მილანის "სან სირო" და რომის "სტადიო ოლიმპიკო", მაგრამ ამის გაკეთების მცდელობები შეიძლება ნელი იყოს და ბიუროკრატიული სირთულეების წინაშე აღმოჩნდეს.

ჩვენ ყველა სხვა ქვეყანას ჩამოვრჩებით. ბოლო 18 წლის განმავლობაში მხოლოდ ექვსი სტადიონი გავხსენით, რომელთაგან სერია A-ში მხოლოდ სამია", - თქვა სიმონელიმ იტალიის სახელმწიფო რადიოსთან ინტერვიუში.

შეხსენებისთვის, 2022 წლის შემდეგ, მას მერე რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ომი წამოიწყო, ამ ქვეყნის ნაკრებები და კლუბები საერთაშორისო შეჯიბრებებიდან მოკვეთილნი არიან.

რას დაეტაკეთ ერთმანეთს?მაგ ომში,პუტინიც,ზელენსკიც და ევროპის ლიდერებიც დიდ ფულს შოულობენ,არც ფიფას შერცხვა,რუსეთისაგან ქრთამის აღება და იქ მსოფლიოს ჩემპიონატის ჩატარება!სადაც დიდი ფულია,იქ ზნეობაზე და კაცთმოყვარეობაზე აღარავინ ფიქრობს და არც სიცოცხლეს დაგიდევენ რამედ,თუ ეს მათი,ან მათი ოჯახების წევრების არ არის.მგონი არც ერთი არ უნდა იყოთ პატარა ბიჭი,ჯერ არაფერი რომ არ ესმის, ზუსტად ვიცი,რომ თქვენ ეს ჩემზე კარგად გესმით და ერთმანეთს რაღას უპირისპირდებით?ორ ადამიანს შორის დამყარებული მშვიდობა და ურთიერთგაგება,მსოფლიოში უკვე ერთი კონფლიქტით ნაკლებია და ეს კარგი საქმე მაინც გააკეთეთ,რომ ერთი კონფლიქტი ჩააქროთ.ამ საიტზე ისედაც ზომაზე მეტი შარის და სიძულვილის ჩამომგდები შემოდის,რომ ორმა ნორმალურად მოაზროვნე ადამიანმაც არ იკამათოს.
თბილისელი
და მას სჯერა რომ 2032 წელს რუსეთი დღევანდელ კონფიგურაციაში იარსებებს? ალბათ მაინც ფიქრობს რომ პუტინი ორგანოებს გამოიცვლის და შემდეგი 20 წელიც იმეფებს.
iici-s
იმე? მათლა, სულელ?
დავით 67-ს
ნუ შენი ევროპა, ხომ ისეთი ფრთიანი ანგელოზია, რომ პირდაპირ უცოდველია რა? ჯერ ის საზიზღარი კანონი,რომ მიიღო ევროკავშირმა, პატარა ბავშვებზე სქესის შეცვლაზე, თანაც მშობელი არ უნდა ჩაერიოს, თორე? დედას უტირებენ! ფუ, ესეთი ევროპაც და ესეთი ევროკავშირიც! საქართველოს ასეთ გარყვნილ დეგრადირებულ ევროკავშირში არაფერი ესაქმება!
დავით 67
ეს რუსეთის ფეხბურთის ასოციაციის ფეხბურთის პრეზიდენტი ცინიკოსობს და დასცინის მთელ სამყაროს. ასეთია ტიპიური რუსი. ისე ამბობს თითქოს არაფერი მომხდარა და არაფერი ხდება მის ქვეყანაში. ამათ რომ იტანს კიდევ ევროპა და ადეკვატურ პასუხს არ სცემს ეს კიდევ ცალკე პრობლემაა. დიუკოვ სტადიონების ინფრასტრუქტურა კი არა თქვენ ადამიანებში არ გადიხართ
მეგრელი
მთელი დღე ევროპას აგინებენ და ეხლა ევროპის ჩემპიონატის ჩატარება უნდათ, ეს არაკაცები
llcl
ბატონო ალექსანდრე, ევროპის ჩემპიონატის ნაცვლად რუს-მონღოლებს სხვა რამე რომ შემოგთავაზოთ? მაგრამ რას გაუგებ "დემოკრატიულ ცივილურ სამყაროს", 2008 წლის შემდეგ ოლიმპიადაც ჩაატარებინეს და მსოფლიო ჩემპიონატიც, თან გადაუღებელ წციმაში იმ პატარა მახინჯი სატანის მოციქულის წინ გულის ამრევად დახტოდნენ საფრანგეთის და ხორვატიის პრეზიდენტები(ნუ ხორვატიის კიდევ "ნიჩიგო", ვიზუალს ვერ დაუწუნებდი).
რუსი მწვრთნელი ვან დერ ვაარტს ფსიქიატრის დახმარებას დაჰპირდა
ვან დერ ვაარტმა მიანიშნა, რომ რუსებმა ევროპირველობაზე დოპინგი მიიღეს
პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას შეეცდება
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ფიჯი
კაზემირო და მესი ერთად - ბრაზილიელი მაიამის "ინტერში" გადადის
3 წელი საუდის არაბეთში ყოფნის შემდეგ - კესი სავარაუდოდ, იტალიაში დაბრუნდება
კიდევ 1 სეზონი დარჩა - ჟირუ მომავალ სეზონშიც "ლილში" ითამაშებს
"რეალში" პეპეც ბრუნდება - პორტუგალიელი მოურინიოს დაეხმარება
U21 | მოლდოვა V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ბუდაპეშტში
ქართველი მსაჯები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევის მატჩს განსჯიან
საქართველო - საბერძნეთი | მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევის დასკვნითი მატჩი
20 წ. | "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" მსოფლიოსთვის დასკვნითი შეკრება დაიწყეს
Aprilia Tuareg 660-ის გამარჯვება Bajas European Championship-ზე
ახალი კონტრაქტი პაჩოს - ეკვადორელი პსჟ-ში რჩება
“ნაპოლი” “ბენფიკას” ნახევარმცველის ტრანსფერით ინტერესდება
კუკურელიას "ბარსელონაში" დაბრუნება სურს
კვლავ მოკვეთილები არიან - რუსები ევროსარბიელზე არც მომდევნო სეზონში იქნებიან
გადავლენ პსჟ-ს ვარსკვლავები "რეალში"? - რომანომ სიტუაცია განმარტა
რას აპირებს შევალიე - პსჟ-ის მეკარის მომავალზე ახალი ინფორმაცია ვრცელდება
ვლაჰოვიჩის შემცვლელი - "იუვენტუსი" ახალ ფორვარდს იმატებს
"ფეიენოორდმა" ვან პერსი გაათავისუფლა
ყველაფერი მსოფლიოზე: ფავორიტები, დრო, სენსაციის მოლოდინი და პსჟ-ის ფეხბურთელები
"ვინც დაგვცინოდით, ახლა სად ხართ?" - ვილიამ სალიბა