27-28 ოქტომბერს, სფფ-ის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა უეფას ეროვნულ ნაკრებთა ტურნირებისა და ფეხბურთის კომიტეტის სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

ფეხბურთის კომიტეტის სხდომა შვეიცარიაში ლევან კობიაშვილის ხელმძღვანელობით წარიმართა. ნიონში გამართულ შეხვედრებზე კომიტეტის წევრებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები, მათ შორის უეფას საკლუბო და სანაკრებო ტურნირების სამომავლო გეგმები და თამაშის წესებთან დაკავშირებული საკითხები. კომიტეტის წევრებმა აგრეთვე შეაჯამეს ბოლო ერთი წლის მანძილზე უეფას ეგიდით გამართული მასშტაბური სანაკრებო ჩემპიონატები. განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა ქალთა ევროპის ჩემპიონატი და 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატი იყო.

საქართველოს ფეხბურთს ფედერაციის პრეზიდენტი აღნიშნულ კომიტეტს 2019 წლიდან ხელმძღვანელობს. სფფ-ის პრეზიდენტი 2023 წლიდან ასევე უეფას აღმასრულებელი კომიტეტის წევრია, ხოლო 2025 წლის ოქტომბრიდან ფიფას ტექნიკური განვითარების კომიტეტის თავმჯდომარეა.

GFF.GE

ამატაკი
თავის დროზე გენიალური თუ არა კარგი ფეხბურთი ითამაშა. ისედაც პატიოსანი და წესიერი კაცის შთაბეჭდილებას ტოვებდა ყოველთვის. ყველაფერი ამის შემდეგ მართლაც , რომ გაუგებარია რაში სჭირდება ეს ორომ-ტრიალი ქართულ ფეხბურთში, რაც დღესდღეობით გინდა თუ არ გინდა მის სახელს უკავშირდება: ჩასვრილი ჩემპიონატი, პრობლემები პრობლემებზე ნაკრებში. ამდენი თანამდებობები, ყველა მნიშვნელოვან სახელმწიფო რგოლში ფეხბურთელებია და მაინც ის ფეხბურთი გვაქვს რაც გვაქვს. ბიჭო გამოვლენ ამ სახელმწიფო არხებზე, უსმენ, თითქოსდა რასაც ამბობენ არ არის სიმართლისაგან შორს, გაკეთებული მართლაც არის და არც ისე ცოტა. მაგრამ როგორც ჩანს, ეს ნახევარ სიმართლე საქმეს ჯეროვნად არ ადგება.მაშინ როცა ევროპის ჩემპიონატების რეიტინგში მხოლოდ ანდორასა და უელსს ვუსწრებთ, მეტი სად უნდა აღმოვჩნდეთ, რომ რეალობას თვალი გავუსწოროთ(არ თქვათ ახლა თუ კაცი ხარ, არააო ეს ფედერაციის საქმეო).არ ვიცი ბატონო რა დონეზე და როგორ უძღვებიან სახელმწიფო საქმეებს, მაგრამ, რომ შეეშვათ ამ ფეხბურთს დროებით მაინც, ვერა?. ხომ ყველა ვხედათ რომ არ მიდის ეს საქმე სიკეთისკენ. ამ ქვეყანაში კიდევ არის უამრავი კარგი და საქმიანი ადამიანი და იქნებ რომელიმე მათგანი უკეთ გაუძღვეს საქმეს. თუ იმას იტყვის ვინმე, რომ მეტი არ უნდა მოვითხოვოთ და ესაა რაც ქართველს შეუძლია, ესე იგი ამ წარმოდგენის ხარ საკუთარი ხალხის შესაძლებლობებზე. ასეც რომ იყოს, მაშინ რა საჭიროა ეს გაბერილი ფედერაცია თავისი გადაძახებული მილიონებით.ამ ქვეყნად გაჭირვებული და გადაუდებელად დასაფინანსებელი საქმე ჯერ კიდევ მრავლადაა სათვალავში.
სურიკას
და შენ რა გიხარია, შე რუსების მეხოტბე მოღალატევ?
zura222
ვაა უყურე შეენ რამხელა თანამდებობები ჰქონიაა! მთლად შაბათის ობლები არ ვყოფილვართ ფიფა-უეფაშიი !
"როგორც იქნა, გვირაბის ბოლოს სინათლე გამოჩნდა" - ჯორჯო კიელინიმ იტალიის ნაკრებზე ისაუბრა
მესიმ არგენტინის ფეხბურთის ასოციაციის ხელმძღვანელობასთან კავშირი გაწყვიტა
"ყველაზე მეტი ამ მწვრთნელისგან ვისწავლე, ის ჩემთვის მისაბაძი მაგალითი იყო" - ლუის ენრიკე
კვარაცხელიას ტრავმის გამო - პსჟ-მ შეიძლება ბრაზილიელი შემტევი დაიმატოს
"არსენალი" ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე 2 შემტევის დამატებას გეგმავს
[VIDEO] ბითაძის 20 წუთი - "ორლანდოს" 4-მატჩიანი მოგებათა სერია "ფილადელფიასთან" შეწყდა
ბასილაშვილი მეცის ჩელენჯერს ტრავმის გამო ჩაეხსნა
ისტორიული ზღვარი და დრამატული გამარჯვება - 4000 ქულა თორნიკე შენგელიას ევროლიგაში
მარკის რიდი მატჩის საუკეთესო მოთამაშეა - "ბაჰჩეშეჰირმა" იტალიაში "რომა" გაანადგურა
19-წლამდელებმა შესარჩევში ასპარეზობა სან-მარინოსთან გამარჯვებით დაასრულეს
ლევან კობიაშვილი: მჯერა, რომ ამ გუნდს აქვს რესურსი, დაძლიოს არსებული სირთულეები და კიდევ ერთხელ აჩუქოს ჩვენს ქვეყანას ის ემოციები, რომლებიც ასე ძალიან დაგვაკლდა
შერმადინის "ტენერიფემ" ევროთასის მატჩი "ტელეკომს" თურქეთში დრამატულად მოუგო
CHANGE - ცვლილებების საჭიროება და ცვლილებები რეალური ცვლილებების გარეშე!..
ისევ საფრანგეთში, მაგრამ მე-3 ლიგაში - ბენ იედერი სამშობლოში დაბრუნდა
პრობლემა დე ლაურენტისის მოთხოვნაა - დე ბრუინს "ნაპოლიდან" წასვლა უნდა
"ეს უბრალოდ ფარსია!" - კასანომ რონალდინიო კარიერის განახლების გამო გააკრიტიკა
"იქ ვართ, სადაც ვიმსახურებთ" - შევჩენკომ თქვა, რომ მიზანს ვერ მიაღწიეს, მაგრამ მალდერა ნაკრებში დარჩება
"არანაირი პრობლემა არ იქნება" - სკალონი მესის სამწვრთნელო შტაბში შესაძლო გაწევრიანებაზე
ყაზახებმა ქართველებისთვის კარგად ნაცნობი ჯონ ვან'ტ სხიპი დანიშვნიდან 3 თვეში დაითხოვეს
"საქართველოს ნაკრები კარგად გამოიყურებოდა" - რა თქვა ზაბარნიმ გუშინდელი მატჩის შემდეგ
[PHOTO] ახლო მეგობრები - უკრაინის ნაკრების წევრმა მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა
სვანაძე: ასე გაგრძელება არ შეიძლება - გულშემატკივრების რეაქციას კარგი თამაშით უნდა ვუპასუხოთ
უკრაინელთა მწვრთნელი: საქართველო არაფრითაა უნგრეთზე ან უკრაინაზე სუსტი - აბსურდულ სიტუაციაში გავიმარჯვეთ
ლევან კობიაშვილი: მჯერა, რომ ამ გუნდს აქვს რესურსი, დაძლიოს არსებული სირთულეები და კიდევ ერთხელ აჩუქოს ჩვენს ქვეყანას ის ემოციები, რომლებიც ასე ძალიან დაგვაკლდა
სტამბოლში უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა
ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა
საქართველო და სომხეთი ფეხბურთში 2029 წლის მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატს უმასპინძლებენ
ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა
"მისი მაშინდელი სიტყვები დღემდე არ მავიწყდება" - ლევან კობიაშვილი ალექსანდრე ჩივაძეზე