სერია A-ს მე-9 ტურში "იუვენტუსმა" "უდინეზეს" უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა. აღნიშნულ მატჩში საბა გოგლიჩიძე სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო და შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა. სამწუხაროდ, საბას მოქმედებებს "უდინეზეს" კარში 2 პენალტი მოჰყვა.

ქართველმა ცენტრალურმა მცველმა დებიუტში ვლაჰოვიჩი წააქცია და პენალტი თავად დაზარალებულმა ზუსტად შეასრულა. მატჩი ორმხრივი შეტევების ფონზე მიმდინარეობდა, პირველი ტაიმის მიწურულს კი ნიკოლო ძანიოლომ სხვაობა აღადგინა.

მეორე ტაიმში "ბებერი ქალბატონი" გააქტიურდა, თუმცა მომენტების გარეშე არც სტუმრები დარჩნენ. 49-ე წუთზე "ბიანკონერის" საჯარიმოში გოგლიჩიძემ კალულუს საჰაერო ორთაბრძოლაში აჯობა და ბურთი თავით კარისკენ გადაგზავნა, თუმცა დი გრეგორიომ ურთულესი ბურთი მოიგერია. მოწოდების სიმაღლეზე იყო "უდინეზეს" მეკარეც, მადუკა ოკოიემ საკუთარი გუნდი გაშვებული გოლისგან არაერთხელ იხსნა, მაგრამ 67-ე წუთზე ფედერიკო გატის დარტყმულ ბურთს ვერაფერი მოუხერხა და "იუვე" წინ გავიდა. შეხვედრის ბოლოს საბამ საჯარიმოში ქენან ილდიზის წინააღმდეგ იუხეშა, ეპიზოდის VAR-ზე გადამოწმების შემდეგ კი შეხვედრაში მეორე თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, რომელიც გოლად თავად თურქმა ფეხბურთელმა აქცია და შეხვედრის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

აღსანიშნავია, რომ "ბიანკონერიმ" ყველა ტურნირზე 8-მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა.

"უდინეზე" 12 ქულით მე-9 ადგილზეა და 1-ელ ნოემბერს "ატალანტას" უმასპინძლებს. "იუვენტუსი" 15 ქულით ჯერჯერობით მე-6 პოზიციაზე იმყოფება და იმავე დღეს სტუმრად "კრემონეზეს" შეხვდება, სადაც დიდი ალბათობით ტურინულ გუნდს ლუჩანო სპალეტი უხელმძღვანელებს.

ტურინი. „ალიანც სტადიუმი“

იუვენტუსი - უდინეზე 3:1

გოლები: 1:0 ვლაჰოვიჩი (5, პენ), 1:1 ძანიოლო (45+1), 2:1 გატი (67), 3:1 ილდიზი (90+6, პენ)

ამატაკი
გული არ გაიტეხო, ჩვენო ახალგაზრდა მეგობარო, თავი ასწიე!მნიშვნელოვანია მხოლოდ ის, თუ რამდენი ადგილი აქვს შენ გულში ფეხბურთს. თორემ ყველაზე მძიმე მარცხიც კი, მომავალი დიდი გამარჯვებების მყარი ფუნდამენტისთვის აუცილებელი კომპონენტია . მთავარია არ დაიზარო და გულმოდგინე შრომა ჯიუტად განაგრძო! დიდებისკენ მიმავალი გზა უსწორმასწოროა გულადო ბიჭო! გფარავდეს უფალი!
aburjga
ერთი გამაგებინე შენ დავით 67 ხარ თუ მიკოლა 19 -იანი?! რატომ დაივალე ზაბარნის გულშემატკივრობა, შენი ვინ არის?!
რაგბის ფანი
პენალტს არ იკიდებს, ვინც არ იბრძვის. გოგლიჩიძე არის ძალიან მაგარი მებრძოლი ბიჭი! ვისაც არ მოგწონთ, თქვენს სავარძლებზე თბილად დასხედით. კლავიატურის ლომების გასაკრიტიკებელი არაფერი ჭირს მას. სადაც არის, თავისი შრომით მიაღწია! თქვენ რომ გკითხოთ, არ ათამაშებდით _ ქართველი მოღალატეები აღა-მაჰმად-ხანთანსაკუთარმეფეს აბეზღებდნენ, სხვას კი არაფერს აკეთებდნენ! რომელი ქართველიც უცხოეთში წარმატებული ქართველის სკამზე გადასმას მოითხოვს, მასეთების გასამართლების დროც მოვა მალე.
დავით 67-ს
ზაბარნისგან განსხვავებით საბა არც ლიგის მომგებ პსჟ-ს უყიდია და არც 60 მილიონი გადაუხდით. შესაბამისად მათი შედარება არალევანტურია. ის რომ უკრაინელ ფეხბურთელებში ომის დაწყების შემდეგ არარეალურ ფასებს იხდიან და ვერცერთი ვერ ამართლებს ჯიუტი ფაქტია.
ჯონი კანკავა
შარშანაც იუვენტუსთან,იმავე ილდიზთან ძალიან გაუჭირდა პაექრობა,ამ ბიჭს მწვრთნელი სჭირდება სხვა რელსებზე რომ დააყენებს.აშკარაა ძალა,მოტივაცია,მონდომება არ აკლია.მაგრამ ინტელექტი,საკმარისი სისხარტე არ ყოფნის რომ საიმედო იყოს მოედანზე,წარმატებები!
დავით 67
დღეს ძალიან ცუდი მატჩი ჰქონდა. ზოგიერთი " პროფესორის " გასაგონად, თურმე ორი პენალტის აკიდება მარტო ზაბარნის არ შესძლებია, თუმცა ჩვენიანი არ გაუძევებიათ, რაც შეეხება გამოცდილებას ბ- ნო სოსო, ეგ დროს მოაქვს, ჯერ ახალგაზრდები არიან. ამიტომ დიდ ტრაგედიას ამაში ვერ ვხედავ
გელა
კიდე ვიღაცას უკვირს ტოპ კლუბებმა რატომ არ იყიდესო.
გუსანი
გამიკვირდება თუ საბა ძირითადში კიდევ გამოჩნდება, ამ ბიჭს სამწუხაროდ ვერაფერს ვატყობ დონეზე თამაშის რესურსი ქონდეს...

ეეჰ,მხოლოდ პენალტები კი არა,გატის გოლიც,მისი ზონიდან გავიდა.გამოცდილებაზე რომ ვწერ,აქ ზოგიერთს ელეთ-მელეთი ემართება ხოლმე,მაგრამ მეორე პენალტი,სწორედ გამოუცდელობის შედეგი იყო.ილდიზი,საჯარიმოდან გადიოდა,დარწმუნებული არა ხარ რომ ბურთზე მიასწრებ და ისე რადიკალურად ითამაშა,თითქოს გარდაუვალი გოლი მოჰყვებოდა ეპიზოდს,თან ყვითელი ბარათიც უკვე ჰქონდა და ამის გამოც,უფრო ფრთხილად უნდა ეთამაშა.არადა გავიდეს,რას ეჭიდავები?არც ერთი გამოცდილი ფეხბურთელი ასე არ იქცევა.ილდიზი კი ბრავო!მაგრად ითამაშა და 20 წლის ბიჭს,უკვე იუვენტუსის კაპიტნის სამკლაურიც გაუკეთეს.საბას ერთადერთი დადებითი,ამ თამაშიდან ის აქვს,რომ თავის ცხოვრებაში ყველაზე წარუმატებელი დღე,უკან მოიტოვა და ამის შემდეგ,მსგავსი უიღბლობა,აღარასოდეს გაუმეორდება.
"იუვენტუსს" ახალი მეკარე სჭირდება - გრაბარამ სერიოზული ტრავმა მიიღო
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
უკრაინელებს საქართველოსთან მატჩში შესაძლოა, მუდრიკთან ერთად დოვბიკიც ვერ დაეხმაროს
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი: წინ კარგად მივიწევთ და მგონია, ხვალ საღამოსაც წარმატებას მივაღწევთ
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
"ხალხი თამაშებზე მის გამო დადის, ამიტომ "ოქროს ბურთი" მან უნდა მოიგოს" - ჩეხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტი შედგა - "ინტერმა" "უდინეზეს" თამაში 0:2-დან შემოუტრიალა
სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტი გადაიდო - "უდინეზე" "ლაციოსთან" დამარცხდა
1 სეზონით სერია A-ში - ვოლტემადე "იუვენტუსის" ფეხბურთელი გახდა
ხვალ "სან სიროზე" სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტია მოსალოდნელი
ტრავმების ეპიდემიის ფონზე, "იუვენტუსი" ზინჩენკოს დამატების ვარიანტს განიხილავს
სათადარიგო გოგლიჩიძე და "მონცას" ნანატრი გამარჯვება
გოგლიჩიძე არ ათამაშეს - "მონცა" "ლეჩესთან" დამარცხდა
სათადარიგო გოგლიჩიძე და "მონცას" პირველი ქულა
საქართველოს ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა ჩრდ.ირლანდიასთან
"რეალისა" და "ბაიერნის" ყოფილი მცველი გიორგი ჩაკვეტაძის თანაგუნდელი გახდება
"ალეგრის იმდენად არ სურდა ჯარიმა რონალდოს დაერტყა, ასეთი რამ მოიფიქრა" - პიანიჩმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
მატჩის დღე! ხვიჩა 2 ქართველის შემდეგ და ჩვენებურების დუელი!..
ოფიციალურად - ალაბა ჩაკვეტაძის თანაგუნდელი გახდა
[VIDEO] ჩაკვეტაძის ერთი ტაიმი და "უდინეზეს" მარცხი "კალიარისთან"
"იუვენტუსს" "ნიუკასლის" ფორვარდის დამატება სურს
"შთამბეჭდავი იყო "ემპოლიში", ფიზიკური და ტექნიკური მონაცემებით გამორჩეულია" - "მონცამ" გოგლიჩიძე დაიმატა და შეაქო
"იუვენტუსს" ახალი მეკარე სჭირდება - გრაბარამ სერიოზული ტრავმა მიიღო
"ატლეტიკომ" "იუვენტუსისგან" დევიდი ინათხოვრა