"მერსედესის" ხელმძღვანელმა ტოტო ვოლფმა კვლავაც მკაფიოდ აღნიშნა, რომ 2021 წლის დრამატულ ფინალში ლუის ჰამილტონის მერვე ტიტულის დაკარგვაში პასუხისმგებლობა მთლიანად ყოფილი ფორმულა 1-ის რბოლების დირექტორის, მაიკლ მასის ეკისრება.

აბუ დაბის გრან პრის ბოლო წუთებზე ნიკოლას ლატიფის ავარიის გამო უსაფრთხოების მანქანა გამოვიდა. ყველა ვარაუდობდა, რომ რბოლა მის უკან დასრულდებოდა, თუმცა მასიმ მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო - პროცესის დასაჩქარებლად მხოლოდ იმ მრბოლელებს მისცა წრის დაბრუნების უფლება, ვინც ჰამილტონსა და მაქს ვერსტაპენს შორის იმყოფებოდა, რის შემდეგაც რბოლა ერთ, საბოლოო წრეზე განაახლა.

ახალი, რბილი საბურავებით აღჭურვილმა ვერსტაპენმა ამ შანსით სრულად ისარგებლა, ბოლო წრეზე ჰამილტონს აჯობა და კარიერის პირველი მსოფლიო ტიტული მოიპოვა. 2021 წლის შემდეგ მასი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

"ბავშვობიდან მოყოლებული არასდროს დამიკარგავს კონტროლი სიტუაციაზე, მაგრამ ერთმა შეშლილმა კაცმა შეძლო, ფაქტობრივად, გაენადგურებინა ყველა დროის უდიდესი ჩემპიონი" - განაცხადა ვოლფმა.

12 წლის წინ პადოკში საბურავების გროვით შეაპარეს, დღეს კი ანტონელი ფორმულა 1-ის ჩემპიონია
Netflix-ი შუმახერის 1994 წლის ჩემპიონობაზე დოკუმენტურ ფილმს უშვებს
ჭორები გაქარწყლდა - ვერსტაპენი რედ ბულში 2030 წლამდე დარჩება
ქართველი მსაჯები უეფას ახალგაზრდული ლიგის მატჩს მოემსახურებიან
"ჩოლო" უკვე რეკორდსმენია - სიმეონეომ ლა ლიგაში არაგონესი უკან ჩამოიტოვა
დოვბიკი ლა ლიგაში ბრუნდება და მხსნელად "ვალენსიას" უნდა მოევლინოს
საშობაო საჩუქარი - კარდინალე თავის ერთ-ერთ საყვარელ ფეხბურთელს კონტრაქტს უხანგლძრივებს და გაუმჯობესებულ გასამრჯელოსაც დაუნიშნავს
იამალი ბაქოში ვერ გაფრინდება
პსჟ საფონოვს კონტრაქტს გაუმჯობესებული პირობებით გაუგრძელებს
"რასინგი" ზაბირის ვერ გამოისყიდის - როგორია გულიაშვილის პერსპექტივა?
"ვიბრძვით იმისთვის, რომ გადავრჩეთ" - პოჩეტინომ "მანჩესტერ იუნაიტედის" მდგომარეობაზე ისაუბრა
"მისი მომავალი მნიშვნელოვანია, თუმცა..." - "ბაიერნის" დირექტორმა ახალგაზრდა ფეხბურთელზე ისაუბრა
ვართანოვი და თვაური სკოპიეში ჩრდილოეთ მაკედონიისა და კვიპროსის მატჩს მოემსახურებიან
ხვიჩა კვარაცხელიამ დაასახელა საუკეთესო თავდამსხმელი, ვის გვერდითაც უთამაშია
[VIDEOS] ბითაძის ჩხუბი NBA-ის ყოფილ ჩემპიონთან და "ორლანდოს" მარცხი "ვაშინგტონთან"
"ეს ამბავი ზედმეტად გაბუქდა. დაღესტანში ყოველდღე ჩხუბობენ. საქართველოში კი მერაბი სამარცხვინოდ მოიქცა" - ისლამ მახაჩევი
"ბრძოლის პირველივე წუთებში ჩემმა ძმამ მხარი ამოიგდო" - ილია თოფურია ალექსანდრეს მარცხს გამოეხმაურა
თბილისში გამომგზავრებამდე "ხეტაფე" საზონოვის გარეშე "ატლეტიკოსთან" დამარცხდა
ათენში ჩასულ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ლეგიონერები შეუერთდნენ
[VIDEO] კვერნაძის 62 წუთი - "ფროზინონე" "მილანთან" განადგურდა
[VIDEO] პოჩეტინოს კოშმარული დებიუტი - რა ეშველება "მანჩესტერ იუნაიტედს"?
ზაბირის ძალისხმევით "რასინგმა" "სოსიედადს" მოუგო - გულიაშვილი სათადარიგო იყო
სათადარიგო ჩაკვეტაძე და "უდინეზეს" ფრე "ბოლონიასთან"