კრივი. ახალი ამბები: უმცროს კლიჩკოს მეტოქე უპოვნეს
მეორე საშუალო წონაში WBC-ის ჩემპიონმა, ბრიტანელმა კარლ ფროჩმა ჟურნალისტებს მოუყვა იმის შესახებ, რომ საუბარი ჰქონდა სუპერმძიმე წონაში მსოფლიოს ყოფილ ჩემპიონთან დევიდ ჰეისთან.

საუბრის თემა ჰეის სამომავალო კარიერა გახლდათ. ბრიტანელს არაერთხელ უთქვამს, რომ დიდი სპორტიდან 2011 წლის ოქტომბერში წავიდოდა - იმ თვეში მას 31 წელი უსრულდება. მაგრამ ჰეიმ ბოლო ბრძოლა უკრაინელ ვლადიმერ კლიჩკოსთან წააგო, ამიტომაც ჯერ ვერ გადაწყვიტა, წაგებულმა დატოვოს თუ არა დიდი რინგი. ფროჩმა კი ჰეისთან შეხვედრის შემდეგ ასეთი დასკვნა გამოიტანა: ექსჩემპიონი პროფესიულ კრივს აღარ დაუბრუნდება.

"სასიამოვნო ხუთსაათიანი ტურისტული მოგზაურობა მქონდა დევიდ ჰეისთან ერთად, - ამბობს ფროჩი BoxingScene.com-თან ინტერვიუში. - არ მგონია, ის კარიერის განახლებას აპირებდეს. მართალია, ამის შესახებ ჩემთვის არაფერი უთქვამს, მაგრამ მე სწორედ ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა. მას ამაღლებულ ნოტაზე სურდა კარიერის დასრულება, მაგრამ არ გამოუვიდა. იჩხუბებს თუ არა დევიდი ისევ? მე ასე არ ვფიქრობ. ის ჩემზე სამი წლით უმცროსია, ასე რომ, ლოგიკური იქნებოდა თუ მეც წავიდოდი რინგიდან, მაგრამ ჯერ გარკვეული გეგმები მაქვს".

კრივის საერთაშორისო ფედერაციამ (IBF) სუპერმძიმე წონაში ტიტულზე ოფიციალური პრეტენდენტის გამოსავლენად ბრძოლა დანიშნა. ვლადიმერ კლიჩკოსთან შესახვედრად ორი ამერიკელი გავა რინგზე - ტონი ტომპსონი და ედი ჩემბერსი. ბრძოლა 28 ოქტომბერს ატლანტიკ-სიტიში ჩატარდება.

IBF-ის რეიტინგში ტომპსონი პირველ ადგილს იკავებს, ჩემბერსი - მეორეს. კლიჩკო კი ამ ვერსიით ტიტულს 2006 წლის აპრილიდან ფლობს, როცა ამერიკელი კრის ბერდი დაამარცხა. გარდა ამისა, უკრაინელი WBA-სა და WBO-ის ვერსიებით მსოფლიოს ჩემპიონიცაა.

ცნობილია, რომ 39 წლის ტომპსონსა და 29 წლის ჩემბერსს მეგობრული ურთიერთობა აქვთ და მათ ინტერესებს ერთი და იგივე პრომოუტერული კომპანია იცავს. ადრე ბრძოლებისთვის მოსამზადებლად ისინი ხშირად მართავდნენ ერთმანეთში სპარინგებს. მომავალი ბრძოლის შესახებ გამოცხადების შემდეგ, ტომპონმა სააგენტო AP-თან კომენტარში განაცხადა, რომ მომავალი ბრძოლა მას და ჩემბერსს ოცნების ასრულების შესაძლებლობას მისცემს.

ადრე ტომპსონიც და ჩემბერსიც შეხვედრილნი არიან უმცროს კლიჩკოს, როცა ისინი WBO-ის ტიტულის პრეტენდენტები იყვნენ. 2008 წლის დეკემბერში უკრაინელმა მე-11 რაუნდში ნოკაუტში გაუშვა ტომპსონი, 2010 წლის მარტში კი ასევე ნოკაუტით მოუგო (მე-12 რაუნდი) ჩემბერსს.

პირველ ნახევრადსაშუალო წონაში IBF-ის ყოფილმა ჩემპიონმა ზაბ ჯუდამ და მისმა პრომოუტერებმა ოფიციალური პროტესტი შეიტანეს ნევადას შტატის სპორტულ კომისიაში. ისინი ასაჩივრებენ ცოტა ხნის წინ WBA-ის ჩემპიონთან ამირ ხანთან ბრძოლის შედეგს და სასწრაფოდ მატჩ-რევანშის დანიშვნას ითხოვენ. შეგახსენებთ, რომ 23 ივლისს ჯუდა მეხუთე რაუნდში კორპუსში დარტყმის შემდეგ ნოკაუტში აღმოჩნდა. ბრძოლის შემდეგ ამერიკელმა და მისმა გუნდმა გამოაცხადეს, რომ დარტყმა მუცლის ქვემოთ იქნა განხორციელებული, მაგრამ მათი პროტესტი არ მიიღეს.

არადა, რამდენიმე დღის წინ ჩატარდა ბრძოლა ჯოზეფ აგბეკოსა და აბნერ მარესს შორის, რომელშიც აგბეკომ რეფერის უყურადღებობით მუცლის ქვემოთ ბევრი დარტყმა მიიღო და ერთ-ერთი ასეთი დარტყმის შემდეგ ბრძოლა ვერ გააგრძელა. IBF-მა პრაქტიკულად მაშინვე დააკმაყოფილა აგბეკოს თხოვნა და უმჩატეს წონაში განმეორებითი საჩემპიონო ბრძოლა დანიშნა. სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტა ჯუდას გუნდმა ხანთან ბრძოლის შედეგის გაპროტესტება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მოკრივეთა ნაკრებმა სამივე ხარისხის მედალი მოიპოვა
ზედიზედ მეოთხე გამარჯვება - ლაშა გურული შეუჩერებელია
"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
შერმადინის "ტენერიფემ" ანდრონიკაშვილის "ანდორას" სტუმრად მოუგო
"არსენალი" ნუსას შეძენით ინტერესდება - "ლაიფციგმა" ნორვეგიელის ფასი დაასახელა
ბლექ ფორტრესმა პირველი გამარჯვება ზესტაფონში იზეიმა | ირაკლი ხოშტარიას წარმატებული დებიუტი
[VIDEO] ლოლაძის ოქრო და ინანეიშვილის ბრინჯაო ზაგრების გრან პრიზე
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
საბო: ბევრ უკრაინელ ფეხბურთელს ოსტატობა არ ჰყოფნის, მაგრამ საქართველოს მოვუგებთ
"ასეთია ჩვენი დონე, მაგრამ ქართველებთან არ წავაგებთ" - ამბობს უკრაინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] "თარიღი მითხარი და ერთი-ერთზე დაგანგრევ" - საბა ლაზიშვილმა უმარ ნურმაგომედოვი გამოიწვია
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა