საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში საქართველოს ეროვნული ნაკრების გუნდის წევრ ვახტანგ ლოლუას, ჭიდაობაში 2025 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი ადგილის დაკავებისთვის 85 000 ლარი გადაეცემა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, გარდა ამისა, სპორტსმენი დამატებითი ფულადი პრიზის სახით 65 000 ლარს მიიღებს.

"განკარგულების თანახმად, რომელიც საქართველოს მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცა, 2025 წლის მსოფლიო თამაშებზე ძალისმიერი სამჭიდის შეჯიბრებაში პირველი ადგილის დაკავებისთვის, ძალისმიერ სამჭიდში საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდის წევრი თემურ სამხარაძე ფულად პრიზს 40 000 ლარს მიიღებს.

პარაძიუდოში 2025 წლის ევროპის ჩემპიონატზე გუნდურ პირველობაში საქართველოს ეროვნული ნაკრების გუნდის წევრები, გუნდის მიერ პირველი ადგილის დაკავებისთვის, ფულად პრიზს 102 000 ლარს და დამატებით ფულადი პრიზს 98 000 ლარს მიიღებენ.კალათბურთში 2025 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ტურნირში გუნდის წარმატებული ასპარეზობისათვის საქართველოს ეროვნული ნაკრების გუნდის წევრები, მწვრთნელები, საექიმო და ადმინისტრაციული პერსონალი ფულადი პრიზს 595 000 ლარს და დამატებით ფულად პრიზს 2 405 000 ლარს მიიღებენ.

ფუტსალში საქართველოს ეროვნული ნაკრები, გუნდის მიერ ფუტსალში 2026 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ტურნირში გასვლისთვის, ფულად პრიზს 500 000 ლარს მიიღებს", – ნათქვამია ინფორმაციაში

Iuka
ხალხის ფულებს რა მარტივად არიგებენ...
V.К.
ყველას ვინც ასახელებს საქართველოს ჭირდაბა ყურადღება და სტიმული. ომის ვეტერანებსაც. მადლობა!!!
ნიკა
მილიონი რატომ არა, ტალახაძე უნდა იყოს გვარად?
დავით 67
ისე და იაპონურის სპეციალისტი რამდენია საქართველოში თუ დაინტერესებულხართ. სულ 8 ადამიანია. ერთს მე კარგად ვიცნობ. დღედაღამ სულ რაღაცეებს თარგმნის, ძირითადად მეცნიერულ ნაშრომებს. თუ რა დონეზეა იაპონური მეცნიერება ამას ჩემი მტკიცება არ სჭირდება, განსაკუთრებით ელექტრონიკაში.და იცით რა სასაცილო ხელფასი აქვს? 1800ლ. წარმოიდგინეთ სულ 8 სპეციალისტი ჰყავს საქართველოს და ასეთი ხელფასი. არც პრემია მიუღია და ტოკიოშიც თავისი ხარჯებით მიდის. ვისაც გიხარიათ ასეთი მარაზმატიკული ჟესტები რას იტყვით
ბარაქა რუსეთს
მერე მაგ მთავრობის წევრებს ხუთნიშნა ხელფასები რომ აქვთ, შეუგროვონ და რამდენიც უნდათ იმდენი აჩუქონ, ან დეპუტატებმა, ყოველი მეორე რომ მილიონერია. ეგ ბიუჯეტი ხალხისაა და არა მთავრობის. რა დააშავეს პენსიონერებმა, ექიმებმა, ხელოვანებმა, რეჟისორებმა ან მუსიკოსებმა? ზოგს საერთოდ არ აინტერესებს ეგ სპორტის სახეობები, როგორც ღარიბაშილს ბალეტი მაგალითად.
მორიელი
👍 ძალიან კარგი. წარმატებები ყველა ქართველს
სარჩელი არ დაუკმაყოფილეს - დათუნაშვილს მსოფლიოსა და ოლიმპიური მედლები ჩამოართვეს
[VIDEO] 18 წლის ლოლუა მსოფლიოს ჩემპიონი გახდა - ბოლქვაძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა
ვახტანგ ლოლუა და გელა ბოლქვაძე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდნენ
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-2 რუსთავი. ალალი 3 ქულა ქვემო ქართლისკენ მიდის...
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
[VIDEOS] ბითაძის მორიგი ორმაგი დუბლი მცირე დროში და მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ
პსჟ ინგლისის ნაკრების შემტევის შეძენას გეგმავს
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
"მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ვარ" - ჰარი მაგუაიერი
"ცუდი შედეგები მისი ბრალი არ არის" - "ლივერპულის" ხელმძღვანელობა სლოტს სრულ ნდობას უცხადებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე სლოვენია დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
"ლივერპული" ალისონს წასვლაში არ უნდა შეეწინააღმდეგოს - მთავარია, მამარდაშვილის დუბლიორი დაიმატონ" - ინგლისური მედია
"ოქროს ბურთი 2026". რეიტინგი განახლებულია - რა შანსები აქვს "კვარადონას"?
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა