ლუჩიანო სპალეტის "იუვენტუსში" დანიშვნის შემდეგ ბევრი ითქვა და დაიწერა. ის 2023 წელს "ნაპოლის" წვრთნიდა, რომელსაც ტურინულ გრანდთან ძალიან ცუდი ურთიერთობა აქვს.

იმ სეზონის და მოპოვებული ჩემპიონობის მერე გამოცდილმა დამრიგებელმა "პარტენოპეი" დატოვა და აღნიშნა, რომ სხვა იტალიურ გუნდს აღარ ჩაიბარებდა და ეს ვერ წარმოედგინა.

მანვე "ნაპოლის" ჩემპიონობის აღსანიშნავად ტატუც გაიკეთა და ახლა ფანებისთვის ყოველი მიზეზის ახსნა მოუწია. როგორც ლუჩიანომ თქვა, მან დე ლაურენტისს უთხრა, რომ იტალიურ გუნდს არა მთელი ცხოვრების განმავლობაში, არამედ "ნაპოლიდან" წასვლიდან მაშინვე არ ჩაიბარებდა.

"ყველა ქალაქში რაღაც მნიშვნელოვანი დავტოვე, ნეაპოლში კი რაღაც უფრო მნიშვნელოვანი ვიგრძენი. ფეხბურთის სილამაზითა და იმის გაცნობიერებით, ჩვენ რასაც მივაღწიეთ, ეს ყოველივე ფანტასტიური იყო.

დღეს სისხლის ანალიზი გავიკეთე და ის მარჯვენა ხელიდან ავიღე, რადგან მარცხნივ ტატუ მაქვს და მინდოდა, მას არავინ შეხებოდა. ჩემთვის არაფერი შეიცვლება. ნეაპოლში ყოველთვის ბევრი მეგობარი მეყოლება. "იუვენტუსში" დანიშვნის შემდეგ მათაც მომწერეს. ჩემი პროფესიული გადაწყვეტილების მიუხედვად, ნეაპოლში დავბრუნდები, ეს ქალაქი ყოველთვის ჩემს გულში დარჩება.

"ნაპოლიდან" წამოსვლის შემდეგ ვთქვი, რომ სხვა იტალიურ კლუბს არ ჩავიბარებდი. ეს რა თქმა უნდა, მომავალ სეზონზე იყო ნათქვამი. დე ლაურენტისს ვუთხარი, რომ თუ გამიშვებდა, სხვა კლუბთან არ გავაფორმებდი კონტრაქტს, რაც გავაკეთე კიდეც.

მწვრთნელობა არ უნდა შეწყვიტო, რადგან რამდენიმე სეზონი "ნაპოლიში" ან რომელიმე სხვა კლუბში გაატარე. კლუბისა და ქალაქის პატივისცემის გამო, ამ ვარიანტს ერთი სეზონით უნდა დავთანხმებოდი. თუმცა, შემდეგ თავისუფალი ვიყავი და სხვა გამოცდილებაც შემეძლო მიმეღო. ისინი, ვინც ამ სიტუაციას ჩემზე თავდასხმისთვის იყენებენ, სიტყვებს კონტექსტიდან ამოგლეჯენ", - ციტირებს სპალეტის Football Italia.

შეხსენებისთვის, სპალეტიმ "იუვენტუსთან" კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე გააფორმა და მიზნად ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა დაუსახეს, რა შემთხვევაშიც შრომით ხელშეკრულებას გაუგრძელებენ.

მისი დებიუტი დღეს სერია A-ს მე-10 ტურში თბილისის დროით 23:45 საათზე გასვლაზე "კრემონეზესთან" შედგება.

xoxo
და ჩვენი ნაკრებიც სულ ლიწინლიწინით მიდის და მიქრის. თქვენ აქეთ და ადიდეთ, ერდოღანების მზემან!
ჯელა
მილანის ქომაგი ვარ ათწლეულებია,მაგრამ მიყვარს და მომწონს ეს კაცი პროფესიულად და ადამიანურად.წარმატებას ვისურვებდი ლუჩანოს
გიგო პაპა
კაცი დაბერდა და ერთი მასტერკა ჭკუა არა აქვს. რა ტატუ, რა სისხლის ანალიზი, კიდევ კაი მართლა ჩვენთან არ ჩამოიყვანეს. ესენი კიდევ ვერ ხვდებიან, რომ არა ხვიჩა, ჩემპიონობას 100 წელი ვერ მოიგებდნენ. სადაც ხვიჩაა იქ დიდი მოგებებია, არაერთხელ დამტკიცდა და კიდევაც დააგვირგვინებს ჩვენი ლომი რეალში ჩემპიონთა ლიგის მოგებით!
წარმატება სპალეტის.
ტუდორს რომ აჯობებს ამაზე ვინ დაობს? ფეხბურთი ისეთი პროფესიაა როდის სად აღმოჩდები ძნელი სათქმელია. მახსოვს ფიგუ და ნასროლი ღორის თავი კამპ ნოუზე, როდესაც ბარსას წინააღმდეგ რეალის ფორმით გამოვიდა. არასწორი მგონია ასეთი მიდგომები გულშემატკივრების მხრიდან.
geo
მაგარი აფერისტია!
მალხაზ ჯობავა
წარმატებები ლუჩანო !!!!
პულიშიჩმა "მილანთან" კონტრაქტი გააგრძელა
იკარდი შეშლილივით ვარჯიშობს და ახალი კლუბის ვარიანტს ელის
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო
პულიშიჩმა "მილანთან" კონტრაქტი გააგრძელა
აფრიკის თასი კვლავაც ყოველ 2 წელიწადში გაიმართება
იკარდი შეშლილივით ვარჯიშობს და ახალი კლუბის ვარიანტს ელის
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო
ქოჩორაშვილის 67 წუთი - "სევილია" თასის მომდევნო ეტაპზე გავიდა
საზონოვი შეცვალეს - "ხეტაფემ" თასზე თამაში შემოატრიალა
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
სპალეტი შეიძლება გადააყენონ
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
კვარაცხელიას დოჰას კლინიკაში პსჟ-ს პრეზიდენტი ეწვია
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
"რეალში" გადასვლით დიდი შეცდომა დაუშვა და "ლივერპულში" უნდა დაბრუნდეს - კარაგერმა არნოლდზე ისაუბრა
"კონტე უნდა მოვიდეს და ყველაფერი თავდაყირა დააყენოს" - სქოულზმა "იუნაიტედს" იტალიელის დანიშვნისკენ მოუწოდა
"მისი წყენინება არ მიცდია" - ტიერი ანრიმ იამალთან დაკავშირებულ ხუმრობაზე ისაუბრა
"მე "ოქროს ბურთს" კვარაცხელიას გადავცემდი" - ტონი კროოსმა ქართველზე კიდევ ერთხელ ისაუბრა
[VIDEO] საბა ლობჟანიძის ულამაზესი გოლი MLS-ში
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
[VIDEO] დონჩიჩის გარეშე და სანდროს გაზრდილი დრო - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" მარტივად დაამარცხა
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" აეკ-ი გაანადგურა - ფოდენმა ჰეთ-თრიკი შეასრულა
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
"თუ რამე პრობლემა აქვს, ადრესატი მოძებნოს" - სპალეტიმ საკუთარი გუნდის ფეხბურთელზე ისაუბრა
"იუვენტუსი" მზადაა თავისი ვარსკვლავი 150 მილიონად გაყიდოს
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
ცუდი შედეგების მიუხედავად, სპალეტის "იუვენტუსში" ახალ კონტრაქტს შესთავაზებენ
სპალეტი შეიძლება გადააყენონ
ნდობა და ახალი კონტრაქტი სპალეტის - იტალიელი სპეციალისტი "იუვენტუსში" რჩება
"გამოჯანმრთელდი, ხვიჩა, ნეაპოლში შენი ისტორია დაუვიწყარია" - "ნაპოლი" და ტიფოზები კვარაცხელიას ამხნევებენ
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
1000 ქულიანთა კლუბში - გასპერინიზე წინ მხოლოდ ორი მწვრთნელია
თუ ყოფილ გუნდთან დამარცხდება - სპალეტის სამსახური შესაძლოა, "ნაპოლიმ" დააკარგვინოს
"იუვენტუსი" "ტოტენჰემისგან" მეკარეს გამოისყიდის
[VIDEO] მიქაუტაძის კოხტა გოლი - "ვილიარეალმა" "ნაპოლის" მოუგო
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა