მარტყოფის რაგბის ბაზაზე დღეს 16-წლამდე მორაგბეთა შორის 7-კაცა რაგბის ფესტივალი გაიმართა, რომელშიც მონაკო ორი, ხოლო საქართველო 4 გუნდით (აკადემია, ხარები, არმაზი, ამარანტები) იყო წარმოდგენილი.

თამაშებს დაესწრო მონაკოს სამეფო ოჯახის წევრი, პრინცესა შარლინ უოტსტოკი, რომელიც ფესტივალს 10-კაციანი დელეგაციით ესტუმრობდა. მას მარტყოფის ბაზაზე საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი დავით კაჭარავა მასპინძლობდა.

შეხვედრები ისე იყო გაწერილი, რომ ყველა ქართულ გუნდს მოუწია მონაკოელთა წინააღმდეგ თამაში. თამაშის პარალელურად, ყველა მონაწილეს „წითელმა ჯვარმა“ მოედანზევე ჩაუტარა პირველადი სამედიცინო დახმარების სემინარი. პრინცესა შარლინი მოთამაშეებს პირადად მიესალმა, მათთან ერთად რაგბის ბურთით ითამაშა და შეხვედრის ბოლოს ჭაბუკ მორაგბეებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

აღსანიშნავია, რომ მონაკოს 7-კაცას ვეტერანი ბორჯღალოსანი დავით ბოლღაშვილი წვრთნის. მარტყოფში შეკრებისა და თამაშების შემდეგ, ის 12 საუკეთესო მოთამაშეს შეარჩევს, რომლებიც დაახლოებით 1 თვეში დუბაის საერთაშორისო ტურნირს ითამაშებენ.

დავით კაჭარავა: „მონაკოს ორი გუნდი საქართველოში მოსამზადებელი შეკრების გასავლელად და ამხანაგური თამაშების გასამართად ჩამოვიდა. მოგეხსენებათ, მონაკოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი სამეფო ოჯახის წევრი, პრინცესა შარლინია, რომელმაც საქართველოში სტუმრობის გადაწყვეტილება მიიღო. ჩვენთვის მისი ვიზიტი დიდი პატივია“.

„მოხარული ვარ, რომ მასთან სამომავლო გეგმებზეც ვისაუბრეთ. მოგეხსენებათ, „ქართველი ბარბაროსების“ 12-წლამდელთა გუნდი რეგულარულად მონაწილეობს პრინცესა შარლინის მონაკოს ტურნირში, ეს ყველაფერი კი ურთიერთობის გაღრმავებას ემსახურება. ჩვენი მიზანია, რომ მომავალი თაობა გაიზარდოს ჯანსაღ სივრცეში და ბავშვები ადრეული ასაკიდან ეზიარონ რაგბის ფასეულობებს. ვეცდებით, რომ მსგავსი ტურნირები ყოველწლიური გავხადოთ და უფრო მეტ მოზარდს მიეცეს საერთაშორისო მატჩებში მონაწილეობის შესაძლებლობა“.

გიორგი ნოზაძე (საქართველოს 7-კაცა ნაკრების მთავარი მწვრთნელი): „მონაკოს ორი და ოთხი ქართული გუნდის მონაწილეობით მარტყოფში გავმართეთ 7-კაცას თამაშები. სტუმართა გუნდების სიძლიერის გათვალისწინებით, ამჯერად აქცენტი ძირითადად ბ ლიგის ვერცხლის ჯგუფის წარმომადგენლებზე გავაკეთეთ. ფესტივალის მიზანია, რომ მოზარდებმა, მწვრთნელებმა, მსაჯებმა თუ კომისრებმა, კიდევ ერთხელ შეიგრძნონ 7-კაცას სპეციფიკა“.

„სასიხარულოა, რომ თამაშებს ესწრება მონაკოს პრინცესა, რომლის ოჯახი რაგბის დიდი გულშემატკივარია. სტუმრები აქ გავლილი შეკრებით და თამაშებით კმაყოფილი დარჩნენ და ვიმედოვნებ, რომ გაისად მათი ჩართულობით უფრო მასშტაბური ფესტივალი გვექნება“.

დავით ბოლღაშვილი: „უკვე დიდი ხანია მონაკოში ვმოღვაწეობ, სადაც 7-კაცა რაგბს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. კარგი ურთიერთობა აქვთ საქართველოსა და მონაკოს რაგბის კავშირებს და გადავწყვიტეთ მოსამზადებელი შეკრება საქართველოში გაგვევლო, რაც ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას შეუწყობს ხელს. ვემზადებით დუბაის ტურნირისთვის, რომელიც დაახლოებით ერთ თვეში გაიმართება. ასევე გვინდოდა გვენახა რა დონეზე არიან ჩვენი ახალგაზრდები ქართველ თანატოლებთან მიმართებაში. პრინცესა შარლინი მონაკოს რაგბის კავშირის პრეზიდენტია, მას ძალიან უყვარს რაგბი და ვიმედოვნებ ჩვენი მეგობრული ურთიერთობა კიდევ უფრო გამყარდება“.

Rugby.ge

ბავშვებში 7 კაცა რაგბის ფართოდ დანერგვა და პოპულარიზაცია,15 კაცაში ჩამორჩენის აღმოფხვრის ყველაზე ძლიერი ბერკეტი მგონია.
llcl
გამაცანით, წესიერი გოგო სჩანს, არ ვიქნები უარზე!
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
WU19 | გოგონათა ნაკრები ბულგარეთში გაემგზავრა
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ვინისიუსი მნიშვნელოვნად გაიაფდა
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები ბელფასტში მარცხისგან მამარდაშვილმა იხსნა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს