ზესტაფონში დაწყებული სუპერლიგის მე-4 ტური დღეს იმერეთშივე, ორი მატჩით გაგრძელდა. ტყიბულმა და ისევ ზესტაფონმა თითო მატჩს უმასპინძლა, რომელთა გამარჯვებულებმაც სუპერლიგის ცხრილის სათავეში დაიკავეს ადგილი.

პირველი მატჩი ტყიბულში გაიმართა, რომელშიც ორბმა თბილისის რაშს უმასპინძლა. რაში ის გუნდია, მიმდინარე სუპერლიგაში მატჩი რომ არ მოუგია, ხოლო ორბი ერთ-ერთი ფავორიტია: ირაკლი ტომარაძის გაწვრთნილმა ტყიბულელებმა პირველ ტურში ქუთაისთან დაძაბულ ბრძოლაში რომ წააგეს, მას შემდეგ ზედიზედ 2 შეხვედრა ჰქონდათ მოგებული და წარმატებული სერია დღესაც გააგრძელეს.

მასპინძლებმა პირველი პერიოდი 18:12 მოიგეს, მეორეში კიდევ უფრო იძალეს – 24:12 და დიდ შესვენებაზე 18-ქულიანი ლიდერობა ჰქონდათ. ეს ორბისთვის საქმის 90 პროცენტის მოთავებას ნიშნავდა და მასპინძლებმა საქმე ისე გააგრძელეს, მოულოდნელობა არ მომხდარა. მესამე პერიოდი მინიმალური სხვაობით მოიგეს, ბოლო პერიოდს 19-ქულიანი ლიდერობით შეხვდნენ და ტყიბულელებმა საქმე გამარჯვებამდე მიიყვანეს. საბოლოოდ 83:70 (სტატისტიკა) და ორბი სუპერლიგაში პირველ ადგილზე გადავიდა – 3 მოგება – 1 მარცხი.

გამარჯვებაში მთავარი წილი ორმა მურმა (ინგლისურად სხვადასხვანაირად იწერება) – ტომასმა და შონმა დაიდეს. პირველმა 19 ქულა, 6 მოხსნა და 4 პასი მიითვალა, ხოლო მეორემ – 17 ქულა და 12 მოხსნა. რაშის შემადგენლობაში დიდოსტატური მატჩი ჰქონდა ანდრე უეირს, თუმცა მისმა 33-მა ქულამ და 13-მა მოხსნამ თბილისელებს ვერაფრით უშველა. რაში გურჯაანის დელტასთან ერთად 4-4 წაგებით სუპერლიგის აუტსაიდერია.

ზესტაფონმა იმის გამო უმასპინძლა მეოთხე ტურის მეორე მატჩს, რომ ქუთაისის დარბაზში რეკონსტრუქციაა. კოტე ტუღუშის გაწვრთნილი მოქმედი ჩემპიონი საშინაო მატჩებს ზესტაფონში მასპინძლობს, სადაც სათამაშოდ თსუ ჩავიდა. ამ გუნდებმა გასულ თვეში სუპერთასი ითამაშეს და მაყურებელს 3 ოვერტაიმი შესთავაზეს. ამჯერად ოვერტაიმი არ ყოფილა, თუმცა ისევ თსუ-მ იმარჯვა – 83:82 (სტატისტიკა).

საინტერესოა, რომ ქუთაისი მესამე პერიოდის მე-6 წუთისთვის 18 ქულით 64:46 იგებდა, მაგრამ ამის შემდეგ იყო მთავარი ამბები. თსუ-მ მედგარი დაცვის ხარჯზე 16:0 გაქცევა მოაწყო და ჩამორჩენა გააბათილა. ბოლო წუთებზე 2-ჯერ შეიცვალა ლიდერი და საქმე ქუთაისელთა ბოლო შეტევამდე მივიდა – თუ ჩააგდებდა, ქუთაისი მოიგებდა, არადა, თსუ ქულას იგებდა და თბილისში გამარჯვებით გაბრუნდებოდა. ბოლო შეტევაში ქუთაისელთა მთავარმა ლიდერმა, დეტრეკ ბრაუნინგმა ბურთი დაკარგა და თამაში დასრულდა.

თსუ-ში 22 ქულით მალკოლმ დრამრაითი გამოირჩა. 13 ქულა ჰქონდა მიხეილ ბერიშვილს, რომელმაც 3 სამქულიანიდან 2 ბოლო პერიოდში, საკვანძო მომენტში ჩააგდო. 12 ქულა და 11 მოხსნა ჰქონდა კურვოსიე მაკკოლის, ხოლო ბექა ბექაურმა 12 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა. ქუთაისელთაგან საუკეთესო შედეგი ლუკა ალავიძემ დააფიქსირა (24 ქულა, 7 მოხსნა), 23 ქულითა და 6 მოხსნით ტაირი ბოიკინი გამოირჩა.

ქუთაისისთვის ეს იყო პირველი მარცხი მიმდინარე სუპერლიგაში, რის შემდეგაც ჩემპიონატის ერთადერთ წაუგებელ გუნდად ბათუმი რჩება. ბათუმელებს დიდი გამოცდა ამ ტურში ექნებათ: კვირას დიღომი არენაზე ვსა-ს დაუპირისპირდებიან. ამავე დღეს რუსთავი გორის ივერიონს უმასპინძლებს.

GBF.GE

რუსთავის გამარჯვება ბოლოსწინა წამზე | ჯეიდენ, შენ ხარ კინგი!
თსუ-მ ბლექ ფორტრესიც დაამარცხა და სუპერლიგაში ლიდერობს
თსუ-ს შთამბეჭდავი ქამბექი და ზედიზედ მეორე გამარჯვება სუპერლიგაში
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
როგორ მოქმედებს SEO ოპტიმიზაცია ბიზნესის განვითარებაზე?
[VIDEO] გამარჯვებასთან რა ახლოს ვიყავით - "იბერია 1999" "მიალბისთან" ფრეს დასჯერდა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
"მიალბისთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
7-კაცა | ევროპულ თამაშებზე ოლიმპიადის საგზურისთვის
გიორგი ცხოვრებაძის ბრწყინვალე მატჩი: "ზაგრებმა" პსჟ-ს სძლია
ტონი კროოსმა ისტორიაში 5 საუკეთესო ცენტრალური ნახევარმცველი დაასახელა
დანი ალვეში: არგენტინაში ქრისტეს საქადაგებლად ჩამოვედი
"შესაძლოა "მანჩესტერ სიტის" ტატუს წაშლა მომიწიოს" - კაილ უოკერი
"ნემსაძის ოჯახს გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ" - "ტრაბზონსპორისა" და "დანდი იუნაიტედის" განცხადებები
"ასეთი თამაში მიუღებელია" - კერიკი "კომოსთან" 1:4 მარცხის შემდეგ
[VIDEO] გოგას 12 წუთი - "ორლანდომ" სეზონი მარცხით დაიწყო
[VIDEO] მამუკელაშვილის დებიუტი და დონჩიჩის შოუ - "ლეიკერსმა" "გოლდენ სტეიტი" მარტივად დაამარცხა
RMC Sport: "კვარას" ტრავმა პსჟ-სთვის მძიმე დარტყმაა - კონტრაქტის გასაგრძელებლად ფინანსურ კომპრომისს უნდა მიაღწიონ
[VIDEO] "არსენალმა" "ბაიერნთან" ფრეს მიაღწია - "რეალმა", "ასტონ ვილამ" და "ბეტისმა" მორიგი გამარჯვებები მოიპოვეს
ხვიჩა: ჩაფიქრებული, სევდიანი და მენტალურად სრულყოფილი - წინ კიდევ ბევრია!..