ნოემბრის ტესტ-მატჩების წინ ბორჯღალოსნებმა დღეს „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე გულშემატკივრისთვის ღია ვარჯიში გამართეს, რის შემდეგაც მთავარმა მწვრთნელმა რიჩარდ ქოქრილმა და მორაგბე ბექა გორგაძემ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.

ორივემ აღნიშნა, რომ კარგ თამაშთან ერთად მნიშვნელოვანია სამივე შეხვედრის მოგება, რათა ამჟამად მსოფლიო რეიტინგში მე-11 პოზიციაზე მყოფმა საქართველომ, 12 მოწინავეს შორის ადგილი შეინარჩუნოს, რაც მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრის წინ, ბორჯღალოსნებს უკეთეს კალათას დაუბევებს.

რიჩარდ ქოქრილი: „კმაყოფილი ვარ დღევანდელი საწვრთნელი პროცესით. უკვე შემოგვიერთდნენ საფრანგეთში მოთამაშე მორაგბეები, რაც ძალიან კარგია. ასევე კმაყოფილი ვარ შერჩეული გუნდით და მორაგბეების ფორმით. მოახლოებულ ტესტ-მატჩებზე ჩვენი გულშემატკივრების მხარდაჭერა მნიშვნელოვანია და ამას მაქსიმალურად გამოვიყენებთ. გვჯერა, რომ კარგად ვითამაშებთ და დარწმუნებული ვარ გამარჯვებას მივაღწევთ. ჩვენი მიზანი მსოფლიო თასის კენჭისყრამდე 12 საუკეთესო გუნდს შორის მოხვედრაა, რისთვისაც სამივე თამაშის მოგება გვმართებს. პირველი შეხვედრა ბათუმში აშშ-ს წინააღმდეგ გვექნება და ჩვენი შესაძლებლობები საუკეთესოდ უნდა წარმოვაჩინოთ“.

ბექა გორგაძე: „ძალიან მნიშვნელოვანია სამივე თამაშში გამარჯვება მოვიპოვოთ, რადგან ვცდილობთ მსოფლიო რეიტინგში რაც შეიძლება მაღალი ადგილი დავიკავოთ და შესაბამისად, მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრას კარგი პოზიციით შევხვდეთ. პირველივე თამაშიდან გვექნება შესაძლებლობა რომ თავი საუკეთესოდ წარმოვაჩინოთ და მთავარი გამოწვევისთვის - იაპონიისთვის კარგად მოვემზადოთ“.

„ის, რომ აშშ შოტლანდიასთან დიდი ანგარიშით დამარცხდა, არაფერს ნიშნავს. ჩვენს წინააღმდეგ ისინი ყოველთვის კარგად ასპარეზობენ და ჩვენც შევეცდებით მაქსიმალურად კარგი თამაში ვაჩვენოთ. მთავარი გამოწვევა დროის ნაკლებობაა. მოსამზადებლად ბევრი დრო არ გვაქვს, თუმცა მობილიზებულები ვართ, რათა მაქსიმალურად მზად შევხვდეთ აშშ-სთან თამაშს“.

Rugby.ge

alexandre
წარმატებებს გისურვებთ ბიჭებო, ჩვენო დიდო იმედო სპორტში! დადგა დრო მსოფლიო თასზეც გადავდგათ წინ დიდი ნაბიჯი, გავიდეთ ჯგუფიდან! გაიხარეთ და გაახარეთ თქვენი სამშობლო!
"ბორჯღალოსნები" | ბრონკანმა ნოემბრისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა
საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ
პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა
პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
"ბორჯღალოსნები" | ერთა თასის ნოემბრის თამაშების განრიგი
საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ
პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა
შტორმის მოლოდინში და სრული დომინაციით - საქართველოს ნაკრებმა ერთა თასზე ჩილესაც მოუგო
"ბორჯღალოსნები" | მეორე ტესტი "ვოლაბებთან" - 2029 წელს ავსტრალიაში
"ბორჯღალოსნები" | ბრონკანმა ნოემბრისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა