ჟურნალისტ პირს მორგანთან ინტერვიუში "ალ-ნასრის" პორტუგალიელმა ფორვარდმა კრიშტიანო რონალდომ მრავალ საინტერესო თემაზე ისაუბრა. მისივე თქმით, პორტუგალიელის ავტომობილების კოლექცია იმდენად გაიზარდა, რომ თავადაც არ იცის რამდენი სუპერმანქანა ჰყავს.

"შემიძლია ვიყიდო ყველაფერი, რაც მინდა, მაგრამ არ მჭირდება. სამი დღის წინ კიდევ ერთი მანქანა ვიყიდე, არა სატარებლად, არამედ ჩემი კოლექციისთვის. ეს ნახატს ჰგავს - უფრო ინვესტიციას. არც კი ვიცი რამდენი მანქანა მყავს, არასდროს დამითვლია...

ცოტა ხნის წინ მადრიდში ერთი კვირა გავატარე და ავტოფარეხშიც კი არ შევსულვარ, რომ მენახა, რა იყო იქ. გულწრფელად რომ ვთქვა, ავტომობილები აღარ არის ჩემი გატაცება", - თქვა რონალდომ.

კრიშტიანომ აღნიშნა, რომ მისი ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი თვითმფრინავი Bombardier Global Express 6500 გახლავთ, რომლის ღირებულება დაახლოებით 50 მილიონი დოლარია.

პეტუხი მესი
კაი, ნუ გშურს, შენც გექნება :)
მგელი სააკაძე
გეთანხმებით. :)
მეგრელს.
ღარიბს რაც არა აქვს,რა უნდა წაიღოს? ნინი. (შენმა მზემ კი, სულ ზემეტი იყო)
პეტუხი კრიშტიანუ
რაც უფრო უჯიშო და უჯილაგოა ადამიანი და დაბალი წარმომავლობის,მით უფრო საზიზღარი და აუტანელია როცა გამდიდრდება!!!
მეგრელი
ღარიბს ხო ყველაფერი თან მიაქვს რა, შენმა მზემ )))
ვაახ!
მეგობარო! ვიღებ შენიშვნას!
ნინი
სამაგიეროთ ღარიბებს ერთი უპირატესობა აქვთ, ქურდები ვერ გაქურდავენ.
მხოლოდ ფაქტი
მთავარი ფული კი არ არის მაგაზე მეტი ბევრა აქვს მთავარია ფენომენალური მოვლენაა ფეხბურთში.ყველაზე მეტი გატანილი ბურთი 1000 მდე 45 დარჩა,ყველაზე მეტი გატანილი ნაკრებში,ყველაზე მეტი თავით გატანილი,ყველაზე მეტი ჰეტრიკი თანაც გადამწყვეტ მომენტებში, აღსანიშნავია ჩემპიონთა ლიგაზე მისი თამაში განსაკუთრებით პლეიოფებში.ამასთან ერთად ყველასთვის სამაგალითოა ცხოვრების წესით,მიზანსწრაფვით,შრომით,მადლიერებით ახლობლების მიმართ,ქველმოქმედებით,განსაკუთრებული სიყვარულით სამშობლოსდმი.მოკლედ განუმეორებული მოვლენაა მსოფლიო სპორტში.
ვაახ?!-ს
უკუღმა უნდა ბიჯო,უკუღმაა!მადა, ჭამაში მოდისო!

აგაშენოთ ღმერთმა!
დავით 67
გამიკვირდა ესეთი შინაარსის კომენტარი შენგან. რა თქმა უნდა ინვესტიციაა? ეხლა ზაზ-ს ვაზ-ს და უაზს რომ არ იყიდდა,ხომ იცი. ზოგი საბჭოთა მოქალაქისთვის ნივაა საუკეთესო მანქანა ჩაიკას შემდეგ. ასე მიმტკიცებდა ერთი
დავით 67
და ღარიბების? ეს ისე შურიანების საყურადღებოდ
ბირსი
რა დღეში გაქვს ნერვები ძმაკაც, დაიკიდე რონალდუ და დაცვას მიხედე არ ჯობია?
ნინი
მდიდრების ბედი ასეთია: ბოლოს ყველაფერი ოხრად!
დიმიტრი
ადამიანმა თავისი მონდომებით, თვითმოტივაციით ერთ დროს შიმშილს და უკიდურეს სიღარიბეს, სიღატაკეს თავი დააღწია, შექმნა საკუთარი თავი ამ მონდომებით, საკუთარი ოფლით, დაუღალავი შრომით.... მიაღწია უმაღლეს მწვერვალს როგორც სახელით, ასევე ფინანსურად, შვილები ზოგი სუროგაციით, ზოგიც ბუნებრივი გზით, მათი აღზრდის პროცესში მონაწილეობს, აფასებს ოჯახს, დროს მათთან და დედასთან ატარებს, დედა კიდევ ცალკე თემაა, მას უფრო აღმერთებს მისი უდიდესი ღვაწლის, წვლილის გამო მის ცხოვრებაში, ასევე ეწევა ქველმოქმედებას როგორც ფიანსურად, ასევე სისხლის ჩაბარებით დამთავრებული (თუ ვინმეს გაინტერესებთ მოიძიეთ ინფორმაცია ტატუს რატომ არ იკეთებს) და....... ყოველივე ამის გაანალიზების შემდეგ ვიღაც "ღრუზინი" ადგება და იტყვის, რომ "ღორია", "გაუმაძღარია"... სირცხვილია მეგობრებო, სირცხვილი... თქვენ თვითონ მოინდომეთ, გახდით რონალდუსავით, ან მასზე უკეთესი და მერე არ იყიდოთ მანქანები, საათები, სახლები, თვითმფრინავი და ა.შ. ყველაფერი ქველმოქმედებაში ჩადეთ და ღარიბებს დაურიგეთ...
lasha
ზოგადად ადამიანს ცხოვრებაში სჭირდება სტიმული, მოტივაცია. მიზანი :) ძნელია როცა ყველაფერს მიაღწევს, ყველა პრობლემას გადალახავ. ფული თავზე გაქვს საყრელი. ამ დროს ჩნდება მოტივაციის დეფიციტი. აქ არის ორი გზა 1- გახდე ფულზე დამონებული და ცხოვრების მიზნად დაისახო ფულის გროვება. იმიტომ არა რო გჭრიდება, ისედაც იმდენი გაქვს რომ ვერც კი აითვისებ. არა. უბრალოდ მოტივაციისთვის, მიზნისთვის. ასეთები არიან ჩვენი ჩინოვნიკები, ძღომა რო არ იციან. და 2- გზა. გიყვარდეს შენი ქვეყანა. შენი ხალხი და ამ გაჭირვებაში მყოფი თანამოძმეების სამსახურში ჩააყენო შენო უნარები და კაპიტალი. ამაზე დიდი მოტივაცია არ არსებობს ზენობრივი, მორალური ადამიანისთვის
ვაახ?!
რა ჯანდაბად გინდა ამდენი მანქანები,თუ აღარც გაინტერესებს? ამ გაუმაძღრებს რაც მეტი აქვთ,მით მეტი და მეტი უნდათ! "ჭამა მადაში მოდისო", ამ ჩემისებზეა ნათქვამი.
Bs
ეეეჰ... ამან კი თავისი შრომით მიაღწია ყველაფერს და ღმერთმა შეარგოს
მალხაზ ჯობავა
რამ დაგაბნია. გაჩერებული მანქანა რონალდოსია, შენი და ჩემი კი არაა. 1966 წელს კიევის დინამო რომ ჩემპიონი გახდა, 21-ბი დაურიგეს, მერე ის მანქანა 70-ში ჩემი ხობელი მეგობრის მამამ იყიდა და წენტრში რომ დააყენებდა მანქანას, ყველა იქ იკრიბებოდა, საბოს მანქანაა, საბოსიო. (საბო კიევის დინამოს და სსრკ ნაკრების ფეხბურთელი იყო) ასე რომ ის მანქანები რონალდოსთვის ინვესტიციაა, დიდი ინვესტიცია.
დდდ
რათქმაუნდა, ინვესტიციაა - 50 წლის შემდეგ რონალდოს შვილიშვილები ანტიკვარულ ფასად გაყიდიან მაგ ავტომობილებს, თუ იქამდე არ დაიტბორა მადრიდი და დანარჩენი მსოფლიო და თუ დაიტბორა, არც ეგ იქნება პრობლემა - რუსთავის ავტობაზრობა მაინც დარჩება...

„სამი დღის წინ,ახალი ავტომობილი ვიყიდე,არა სატარებლად არამედ კოლექციისათვის“.„ავტომობილები აღარ არის ჩემი გატაცება“.გაჩერებული ავტომობილი,ინვესტიციაა?დავიბენი.
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"მიალბისთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ტონი კროოსმა ისტორიაში 5 საუკეთესო ცენტრალური ნახევარმცველი დაასახელა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
როგორ მოქმედებს SEO ოპტიმიზაცია ბიზნესის განვითარებაზე?
[VIDEO] გამარჯვებასთან რა ახლოს ვიყავით - "იბერია 1999" "მიალბისთან" ფრეს დასჯერდა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
"მიალბისთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
7-კაცა | ევროპულ თამაშებზე ოლიმპიადის საგზურისთვის
გიორგი ცხოვრებაძის ბრწყინვალე მატჩი: "ზაგრებმა" პსჟ-ს სძლია
ტონი კროოსმა ისტორიაში 5 საუკეთესო ცენტრალური ნახევარმცველი დაასახელა
დანი ალვეში: არგენტინაში ქრისტეს საქადაგებლად ჩამოვედი
"შესაძლოა "მანჩესტერ სიტის" ტატუს წაშლა მომიწიოს" - კაილ უოკერი
"ნემსაძის ოჯახს გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ" - "ტრაბზონსპორისა" და "დანდი იუნაიტედის" განცხადებები
"ასეთი თამაში მიუღებელია" - კერიკი "კომოსთან" 1:4 მარცხის შემდეგ
[VIDEO] გოგას 12 წუთი - "ორლანდომ" სეზონი მარცხით დაიწყო
[VIDEO] მამუკელაშვილის დებიუტი და დონჩიჩის შოუ - "ლეიკერსმა" "გოლდენ სტეიტი" მარტივად დაამარცხა
RMC Sport: "კვარას" ტრავმა პსჟ-სთვის მძიმე დარტყმაა - კონტრაქტის გასაგრძელებლად ფინანსურ კომპრომისს უნდა მიაღწიონ
ხვიჩა: ჩაფიქრებული, სევდიანი და მენტალურად სრულყოფილი - წინ კიდევ ბევრია!..
რონალდოს დედა: "კრიშტიანო პორტუგალიისთვის ყოველთვის გმირი იყო, მაგრამ სათანადოდ არ აფასებენ"
მეექვსე მწვრთნელი რონალდოს პერიოდში - "ალ-ნასრი" პოსტეკოღლუს ჩააბარეს
ასეთი რამ საუდის არაბეთშიც კი შეიძლება მოხდეს - რონალდოს გუნდი ფინანსურ კრიზისშია
კრიშტიანო რონალდო: ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი ვარ
რა სასჯელი ელის რონალდოს - პორტუგალიური პრესა შესაძლო სცენარზე
"შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი!" - კრიშტიანო რონალდომ ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა
"ალბათ, ეს ჩემი უკანასკნელი სეზონია" - კრიშტიანო რონალდო
"ვარჯიშებზე არ იხარჯებოდა და თანაგუნდელებს ამას ეუბნებოდა" - ტენ ჰაგმა რონალდოს გაშვების მიზეზი ახსნა
კრიშტიანო რონალდომ კარიერის დასრულების შესაძლო თარიღზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
მორიგი ვარსკვლავი საუდის არაბეთში - კომანი რონალდოს თანაგუნდელი ხდება
"რონალდო მწვრთნელად ვერ წარმომიდგენია" - შერინგემმა კრიშტიანოს მომავალზე ისაუბრა