ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა რიჩარდ ქოქრილმა 8 ნოემბერს აშშ-სთან გასამართი ტესტ-მატჩისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

შეხვედრა ბათუმის „აჭარაბეთ არენაზე“ 16 საათზე დაიწყება და საქართველო „არწივებთან“ ურთიერთშეხვედრების სტატისტიკის გაუმჯობესებას ეცდება. აქამდე ბორჯღალოსნები მეტოქეს 7-ჯერ ეთამაშნენ და 4-ჯერ გაიმარჯვეს, აქედან ბოლო სამ შეხვედრაში ზედიზედ. უკანასკნელად აშშ-ს 2023 წელს თბილისში დავუხვდით და ჯერჯერობით სარეკორდო სხვაობით, 22:7 ვძლიეთ.

რაც შეეხება შემადგენლობას, შერკინების პირველ ხაზში თამაშს იწყებენ კვაჭი ირაკლი ქვათაძე და ბურჯები - დავით აბდუშელიშვილი და ბექა გიგაშვილი; მეორე ხაზში მიხეილ ბაბუნაშვილს ლადო ჩაჩანიძე შეუწყვილდება; მესამე ხაზში ლუკა ივანიშვილს, ბექა საღინაძეს და გუნდის კაპიტან ბექა გორგაძეს ვიხილავთ.

ღერძზე ვასილ ლობჟანიძეს ამჯერად თედო აბჟანდაძე შეუწყვილდება. ცენტრში თორნიკე კახოიძეს და გიორგი კვესელაძეს ვიხილავთ, ფრთებზე გიორგი შველიძე და აკაკი ტაბუცაძე დადგებიან, ფულბეკი კი დავით ნინიაშვილი იქნება.

შერკინების მარქაფაში არიან კვაჭი ვანო კარკაძე, ბურჯები გიორგი თეთრაშვილი და ლუკა ჯაფარიძე, მეორეხაზელი დემურ ეფრემიძე და მესამეხაზელი ილია სპანდერაშვილი. ხაზში გუნდს გააძლიერებენ გელა აფრასიძე, ლუკა მატკავა და დემე თაფლაძე.

ნოემბრის ტესტ-მატჩებს ბორჯღალოსნები მსოფლიო რეიტინგში მე-11 პოზიციაზე (74.69 ქულა) ხვდებიან და თუ ამ ადგილს შეინარჩუნებენ, ამა წლის დეკემბერში გასამართ 2027 წლის მსოფლიო თასის კენჭისყრას უკეთესი განთესვით შეხვდებიან. რადგან აშშ მოცემულ მომენტში რეიტინგში მე-15 ადგილს (67,40) იკავებს და საქართველოს რეიტინგში 7-ზე მეტი ქულით ჩამორჩება, გამარჯვება მხოლოდ 0.27 სარეიტინგო ქულას, თამაშის 15-ზე მეტი ქულით მოგება კი რეიტინგში 0.4 ქულას შეგვმატებს, თუმცა, შესაძლოა ეს მე-11 ადგილის შესანარჩუნებლად საკმარისი არ აღმოჩნდეს. ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ ითამაშებენ ჩვენი უახლოესი მდევრები - უელსი (მასპინძლობს არგენტინას) და იაპონია (სტუმრად ეთამაშება ირლანდიას).

ტესტ-მატჩი. 8 ნოემბერი

ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“. 16:00 საათი

საქართველო - აშშ

საქართველო

ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი (ლა როშელი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), 13. გიორგი კვესელაძე (გრენობლი), 12. თორნიკე კახოიძე (შავი ლომი), 11. გიორგი შველიძე (ბრივი), 10. თედო აბჟანდაძე (ორიაკი), 9. ვასილ ლობჟანიძე (ოიონა);

შერკინება: 1. დავით აბდუშელიშვილი (შავი ლომი), 2. ირაკლი ქვათაძე (შავი ლომი), 3. ბექა გიგაშვილი (ტულონი), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), 5. ლადო ჩაჩანიძე (მონ დე მარსანი), 6. ლუკა ივანიშვილი (ბრისტოლი), 7. ბექა საღინაძე (ლიონი), 8. ბექა გორგაძე (პო, კაპ.).

მარქაფა: 16. ვანო კარკაძე (ოიონა), 17. გიორგი თეთრაშვილი (პერპინიანი), 18. ლუკა ჯაფარიძე (მონპელიე), 19. დემურ ეფრემიძე (შავი ლომი), 20. ილია სპანდერაშვილი (ვალანსი); 21. გელა აფრასიძე (პერპინიანი), 22. ლუკა მატკავა (ოიონა), 23. დემე თაფლაძე (შავი ლომი).

Rugby.ge

"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
პიერ-ანრი ბრონკანი: ვფიქრობ, სწორი მიმართულებით მივდივართ
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა